1. ჯოდი ფოსტერი
IQ : 132
ამ ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს არა მარტო ფრანგული ლიცეუმისა და ლოს-ანჯელესის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი აქვს, არამედ ლიტერატურის დარგში იელის უნივერსიტეტისაც. ჯოდი თავისუფლად საუბრობს ფრანგულად და იტალიურად, ურთიერთობა შეუძლია ესპანურად და გერმანულად.
2. ნატალი პორტმანი
IQ : 140
ნატალის უყვარს სწავლა. 2003 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. ის თავისუფლად საუბრობს 5 ენაზე: იაპონურად, ფრანგულად, არაბულად, გერმანულად და ივრითზე.
3. შაკირა
IQ : 140
ეს კოლუმბიელი მომღერალი და მოცეკვავე თავისუფლად ფლობს შვიდ ენას, მათ შორის ინგლისურს, ფრანგულსა და პორტუგალიურს. მან შეისწავლა ხელოვნების ისტორია, ხოლო 2007 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის "ევროპული კულტურის შესავლის" კურსზე შევიდა.
4. შარონ სტოუნი
IQ: 154
ეს მსახიობი არა მხოლოდ ლამაზი და ნიჭიერი, არამედ ძალიან ჭკვიანიც არის. შარონი ბეჯითი მოსწავლე იყო და სკოლა ექსტერნად დაასრულა. მიღებული სტიპენდია ედინბოროს უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დაეხმარა. შემდგომში მან სამართლის შესწავლას თავი დაანება და დიპლომი სახვითი ხელოვნების განხრით მიიღო.
5. ლიზა კუდროუ
IQ: 154
ის ცნობილი გახდა ფიბი ბუფეს როლით, სერიალში "მეგობრები". მსახიობს ბიოლოგიის დარგში ხარისხი აქვს. ამას გარდა, რამდენიმე სამეცნიერო შრომის ავტორია.
6. ლედი გაგა
IQ: 166
ვინ იფიქრებდა, რომ ამ მსახიობსა და მომღერალს ასეთი მაღალი ინტელექტი ექნებოდა? მან ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლის ასკში აითვისა. 17 წლისა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. იმის მიუხედავად, რომ სწავლას თავი მიანება, მაინც შეძლო, დაემტკიცებინა, რომ ძალიან ჭკვიანი ქალია.