რა გაცვიათ საწოლში? - საღამური ქალის ხასიათს გათქვამს!

საკნატუნო ამბები

15 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

ქალი სამოსს სამსახურისთვის დრეს-კოდის ან სამსახურის სპეციფიკის შესაბამისად ირჩევს, წვეულებისთვის - თავისი სტატუსისა და წვეულების მასშტაბის მიხედვით, პაემანზე - პარტნიორის გემოვნებას ითვალისწინებს. აი, ღამე, ძილის დროს კი აცვია ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. სწორედ საღამური გათქვამს ქალის ხასიათის საიდუმლოს.

1. პენუარი
მაქმანებიანი თეთრეული ესთეტი და გემოვნებიანი ქალის არჩევანია. მაშინაც კი, როცა მარტოს სძინავს, ის უარს არ ამბობს ასეთ საღამურზე. ამ ქალის მოსახიბლად დაგჭირდებათ დახვეწილი ნივთები, მანერები და ლამაზი კომპლიმენტები.

2. მოკლე მაისური
ასეთ საღამურს ამჯობინებენ მარტივად საურთიერთო და ზოგჯერ ინფანტილური გოგონები. მათ უყვართ უზრუნველი ცხოვრება და მხიარულება მეგობრების წრეში. ასეთ გოგოებთან წვეულებაზე ყოფნა მთელი სიამოვნებაა.

3. გრძელი მაისური
ასეთ თავისუფალ საღამურს, როგორც წესი, ის გოგო ირჩევს, ვისთვისაც კომფორტი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მას ეშმაკობის ნატამალი არ გააჩნია და ამიტომ მისი წყენინება ძალიან ადვილია. მას სჭირდება, მუდმივად დაცულად გრძნობდეს თავს. სწორედ ამიტომ შეიძლება, თქვენი მაისური გადაიცვას და ასე უფრო მშვიდად დაიძინოს. შეუქმენი მას სიმყუდროვე, ჩაის სმით და გულისხმიერი საუბრებით და გარწმუნებთ, თქვენ მისი გმირი გახდებით.

4. ღამის პერანგი
გრძელი ღამის პერანგი დამა ქალის არჩევანია, რომელიც ცოტა სნობი და მოსაწყენია. მოკლე ღამის პერანგს კი ის ირჩევს, ვინც საბნის ქვეშ დიდი ფანტაზიებით გაგაოცებთ. თუმცა ორივეს აქვს საერთო - მათ ლოგინში მირთმეული ყავით და ცხელი ფუნთუშებით ადვილად მოხიბლავთ.

5. პიჟამა
ამ ყველაზე პრაქტიკულ ვარიანტს ირჩევენ გოგოები, რომლებსაც სურთ, კარგად გამოიძინონ. მათთვის სრულყოფილი დასვენება მნიშვნელოვანია, სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია. მათ მყარი ურთიერთობები უყვართ. ამიტომ ასეთი გოგოს გულის გასაღები თქვენი ერთგულება და საიმედოობაა.


6. შიშველი ძილი
მას, ვისაც დედიშობილა სძინავს, უყვარს საკუთარი სხეული და ამ სიყვარულს თქვენც გიწილადებთ. ის ურთიერთობაში უკომპლექსოა, სიყვარულში კი - თამამი. მისთვის სტერეოტიპები მიუღებელია. მას მამაკაცისგან სჭირდება მუდმივად საინტერესო სიახლეები. მის გვერდით მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლით. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?