რა არ უნდა გააკეთოთ 1-ელ იანვარს - 3 რჩევა ძველი ხალხისგან
12:00 პარ. 1 იანვარი, 2021 წელი
ნუ მოგეჩვენებათ უცნაურად - არის ამ რჩვებში ლოგიკა და დღესაც ბევრი ითვალისწინებს...
რჩევა №1 - ნუ ისესხებთ ფულს 💰
დაიმახსოვრეთ, 1-ლი იანვრიდან 19 იანვრამდე ვალის აღება არ შეიძლება, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ მთელი წლის განმავლობაში ფულის სესხება მოგიწევთ.
რჩევა №2 - ნუ დაიწყებთ სახლის დალაგებას 🏠
ბევრ დიასახლისს ჩვევად აქვს, რომ 1-ელ იანვარს სახლის დალაგებას იწყებს, რაც, თურმე, დიდი შეცდომაა. სასურველია, ამ დღეს ნაგავიც არ გადაყაროთ, არც გამოგავოთ - ეს დანაკარგზე მიანიშნებს. დაისვენეთ, ეს ხომ დღესასწაულია. დალაგებას შემდგომ დღეებშიც მოასწრებთ.
რჩევა №3 - ნუ მიაკერებთ მოწყვეტილ ღილს 🔘
ახალი წლის პირველ დღეს არ ღირს ღილების მიკერება. 1-ელ იანვარს დაივიწყეთ ნემსი და ძაფი. ცრუ რწმენის მიხედვით, ამგვარად ძველ პრობლემებს იტოვებთ, რაც არაფერში გჭირდებათ.
ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან