თქვენი ბედნიერი ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საკნატუნო ამბები

23 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

ზოდიაქოს ყოველი ნიშანი თავისებურად განსაკუთრებულია. გაოცდებით, მაგრამ ფერები ძლიერ ზემოქმედებენ თვითგრძნობასა და სამყაროს აღქმაზე. ამიტომაც სახლში ფერების შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

ვერძი - ვარდისფერი
ბევრს ვარდისფერი არასერიოზული და ინფანტილური ფერი ჰგონია. მაგრამ ვარსკვლავები მის განსაკუთრებულობაზე მიგვანიშნებენ! სითბო, მყუდროება, სინათლე - ყველაფერი ეს ვარდისფერ ტონებშია.
დინამიკური ვერძებისთვის ეს ფერი ცუდ ხასიათზე ყოფნისას საუკეთესო ხსნაა. ის მათ გაათბობს და მხარს დაუჭერს. ვერძებისთვის, ასევე, კარგია ინტერიერში ნარინჯისფერი და ოქროსფერი ტონები.

კურო - შავი
ამ მამაც და მიზანდასახულ ხალხს თავიანთი ცხოვრებისეული პოზიცია აქვს, რომელსაც ბოლომდე დაიცავენ! შავი ინტერიერი კუროს საცხოვრებლისთვის იდეალურია, თუნდაც სასტუმრო ოთახში მაინც. მათ ფეთქებად ხასიათს, ასევე, გააწონასწორებს ყავისფერი და კრემისფერი.


ტყუპები - ყვითელი
მზის ფერი იდეალურია ცვალებადი ხასიათის, აქტიური და ენერგიულები ტყუპებისთვის. ასევე, მისაღებია ცისფერი ტონები. ტყუპები ამგვარ სახლში თავს ყოველთვის მყუდროდ იგრძნობენ!


კირჩხიბი - ღია ცისფერი
ცისფერი გამა მათ ძალიან დაამშვიდებს. ცისფერი, ბაცი იასამნისფერი, ნაცრისფერი - ზუსტად ისაა, რასაც კირჩხიბის სული ითხოვს.

ლომი - იისფერი
ლომს შთაგონება და მეფური განწყობით ავსება სჭირდება, ამიტომაც იისფერი მის სახლში აღმატებულ ატმოსფეროს შექმნის.


ქალწული - კრემისფერი
ეს ფერი ქალწულს თავის სამყაროში უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. საერთოდ ქალწულს ყველა ნათელი ფერი სულიერ სიმშვიდესა და ძალას ანიჭებს!


სასწორი - მწვანე
მწვანე ფერი - ჰარმონიის ფერია. ამ ტონებში გადაწყვეტილი კედლები და ავეჯი სასწორის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

მორიელი - წითელი
მგრძნობიარე და ვნებიანი მორიელები წითელ ფერებში გადაწყვეტილ ინტერიერში კარგად გრძნობენ თავს. მათთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს ქმნის ნარინჯისფერი და შავიც.

მშვილდოსანი - შოკოლადისფერი
შოკოლადისფერ-ყავისფერი ტონები ფილოსოფიურ განწყობას უწყობს ხელს. ეს კი მშვილდოსნებისთვის ჩვეული მდგომარეობაა. ამ დაუდგრომელ მეოცნებეებს ცისფერი და მწვანე ფერებიც ძლიერ უხდებათ.


თხის რქა - ნაცრისფერი
ნეიტრალური ფერები თხის რქებს საშუალებას აძლევს, უფრო ძლიერები, მობილიზებულები და დისციპლინირებულები იყვნენ! ასევე, შეიძლება ცისფერის ჩართვაც. ავეჯისა და ინტერიერის დეკორის შერჩევისას ეს უნდა გავითვალისწინოთ.

მერწყული - ნარინჯისფერი
ციტრუსის შეფერილობა მერწყულების ორიგინალურობას ხაზს უსვამს და საზეიმო განწყობას ქმნის! ნარინჯისფერი გამა შრომისმოყვარეობას და შემოქმედებით უნარებს ზრდის. ის სტრესისგანაც იცავს. 


თევზები - ცისფერი
მგრძნობიარე თევზებისთვის ცისფერი, იისფერი, ლურჯი საუკეთესო ფერებია. თევზების საცხოვრებელი ჰარმონიული და აღმაფრთოვანებელი იქნება, თუკი მას წყლისა და კოსმოსის ტონებში მოვრთავთ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?