5 წიგნი, რომელიც ახალი წლის დღეებში უნდა წაიკითხოთ

საკნატუნო ამბები

23 დეკემბერი 16:00, 2017 წელი

ფინჯანი არომატული ცხელი კაკაო, თბილი პლედი და საინტერესო წიგნი - რა არის ამაზე სასიამოვნო ზამთრის სუსხიან დღეებში. აქ შემოთავაზებული წიგნების წაკითხვის შემდეგ კი, გარწმუნებთ, ახალი წლის დღესასწაულს პატარა ბავშვივით დაელოდებით.

1. ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“
ეს დიკენსის ყველაზე პოპულარული ნოველაა. მისი მოქმედება საშობაო დღესასწაულის დღეებში გრძელდება. მთავარი გმირი ძუნწი სკრუჯი ვერ იტანს შობას, ვინაიდან ამ დროს არავინ მუშაობს და, შესაბამისად, მისი შემოსავალიც ნაკლებია. მას შობას სამი სული ეწვევა, რომლებიც მის გარდაქმნას შეეცდებიან. 


2. ნიკოლოზ გოგოლის „შობის წინა ღამე“
კუდიანი, რომელიც ციდან ვარსკვლავებს იპარავს და ცოცხზე გადამჯდარი ეშმაკი - პირველივე ფურცლებიდან სულ სხვა სამყაროში ვხვდებით.
თხრობის მთავარი ხაზი კი ვაკულასა და ოქსანას სიყვარულია. გოგონა შეყვარებულს სამეფო ფეხსაცმლის საშოვნელად აგზავნის - მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება მისი ცოლი. წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ შობის ღამე მართლა სასწაულების ღამეა.

3. ო.ჰენრის „მოგვების ძღვენი“
თუკი მოულოდნელი ფინალი გიყვართ, მაშინ ეს მოთხრობა აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ეს ორი შეყვარებულის ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა. ახალგაზრდა ოჯახური წყვილი აღმოაჩენს, რომ მათ ერთმანეთისთვის საშობაო საჩუქრების ფული არ აქვთ. თითოეული მათგანი გადაწყვეტს, გაყიდოს ყველაზე ღირებული რამ, რაც გააჩნია...

4. აკა მორჩილაძის „შობა ღამის ალქაჯები”
ცოტა ქალაქური ამბები, ცოტაც – მისტიკა, პაროდია, აკას საფირმო, გემრიელი სტილი – უდავოდ მშვენიერი ნაზავია.


5. აგატა კრისტის „საშობაო პუდინგის თავგადასავალი“
რა სჯობია პუაროს კომპანიაში ყოფნას, თუნდაც საახალწლოდ. მართალია, შობისთვის არცთუ შესაფერისია ის დანაშაული, რაც წიგნში ხდება და თავად ბატონი პუაროც უხალისოდ ერთვება მილიონერის მკვლელობის გამოძიებაში, თუმცა სხვა რა გზა აქვს - ამ ამბის გახსნა მხოლოდ პუაროს შეუძლია.





წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?