რა არ უნდა გააკეთოთ დილით, თუ არ გსურთ, რომ მთელი დღის გეგმები აგერიოთ

საკნატუნო ამბები

26 დეკემბერი 17:00, 2017 წელი

ორშაბათი, დილის 7 საათი. ფანჯრის იქით ჯერ ისევ ბნელა და ქარი ისე უსტვენს, რომ გინდა, პიჟამით საბნის ქვეშ დარჩე... მაგრამ ცხოვრება თავისას ითხოვს, ნებისყოფას იკრებთ, რათა თვალები გაახილოთ და იწყებთ იმის კეთებას, რაც მხოლოდ ზიანს გაყენებთ. და აი, რა არის ეს... 

მაღვიძარას გადაწევა



ძილის ზედმეტ 5-10 წუთს ისე ებღაუჭებით, როგორც მაშველ რგოლს. ამის გამო არამხოლოდ სამუშაოზე ვაგვიანებთ, არამედ საკუთარ ორგანიზმს ძლიერი სტრესის ქვეშ ვაგდებთ. ასეთ მოკლე დროში ღრმა ძილს ვერ შევიბრუნებთ, თვლემის ხელმეორედ დაძლევაზე კი მთელი ღამე ძილით აღდგენილი ძალების დიდ ნაწილს დავხარჯავთ. 

სოციალური ქსელების შემოწმება



თქვენი ძილის დროს სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, სენსაციური არაფერი მოხდებოდა. ამიტომ არ ღირს დროის დახარჯვა. მათი დათვალიერება შესვენებისთვის გადადეთ.

სამოსის არჩევა



ძილის წინ, ცხვრების დათვლის ნაცვლად, წარმოიდგინეთ, რა სამოსს აარჩევთ მეორე დღისთვის. ამით დილას დროსაც დაზოგავთ და ქაოსსაც არ მოაწყობთ ტანსაცმლის კარადაში.


საყვარელი სერიალის ჩართვა



საღამოს ახალი სეზონის საინტერესო ეპიზოდი გამოტოვეთ და დილით გინდათ, ცალი თვალით მაინც შეხედოთ? ნუ წამოეგებით ამ ანკესზე! თქვენ თვითონაც ვერ გაიგებთ, ისე კატასტროფულად გაგეპარებათ დრო, დააგვიანეთ სამსახურში და მთელი დღის გეგმები აგერევათ.

საუზმეზე ნახშირწყლები



ჯემიანი ფუნთუშები, კარტოფილის ღვეზელები, ბლითები კარამელით - მათგან სარგებელი არანაირია, სამაგიეროდ ოფისში მისვლისას კვლავ მშიერი იქნებით. ამას სჯობს ფაფა, ერბოკვერცხი ან კარაქიანი ტოსტი მიირთვათ და ცხელი სასმელი დააყოლოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ჩაი იქნება თუ ყავა.


ცუდი ამინდის შესახებ კამათი



ამინდის, საცობების, საზოგადოებრივ ტრანსპორტის, ფასების მატების და სხვა საკითხების გამო კამათში არ ჩაებათ. ეცადეთ, დილიდანვე დადებითი აზრების კულტივირება მოახდინოთ - ეს კარგი დღის საუკეთესო საფუძველი იქნება.




ოფისში ადრე მისვლა



ზოგს სამსახურში ერთი საათით ადრე მისვლა უყვარს, რათა სიწყნარეში დაამთავროს წინა დღის საქმე დ ახლისთვისა მოემზადოს. მაგრამ როცა არჩევანი ძილსა და კვარტალურ ანგარიშს შორისაა გასაკეთებელი, გახსოვდეთ, რომ პროდუქტიულობისთვის სამსახურში ადრე მისვლა კი არა, კარგად დასვენებული გონებაა საჭირო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?