7 ვიტამინი, რომელიც 40 წლის ასაკის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ

საკნატუნო ამბები

28 დეკემბერი 19:00, 2017 წელი

40 წლის ასაკის შემდეგ „თამაშის წესები“ იცვლება: კუნთოვანი ქსოვილი იკლებს, წონის მომატება ადვილად ხდება, ქალებს ჰორიზონტზე მენოპაუზა უჩანთ, იზრდება ქრონიკული დაავადებების რისკი...
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ეს 7 ვიტამინი და მიკროელემენტი...

1. ვიტამინი B2



40-ის შემდეგ (და მით უფრო 50-ის შემდეგ) ვიტამინი B12 მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იწყებს. ის ტვინსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას ნორმალური მუშაობისთვის ესაჭიროება.
სადღეღამისო დოზა (2,4 მიკროგრამი): 2 ჭიქა რძე.


2. კალციუმი



30 წლამდე ჩვენთვის საჭირო კალციუმის მეტ წილს ძვლები ითვისებს. მაგრამ 30-ის შემდეგაც ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ძვლების გარდა, ის აუცილებელია კუნთებისთვის, გულის მუშაობისა და სხვა ბიოქიმიური რეაქციებისთვის.
სადღეღამისო დოზა (1გრ): 150 გრამი ყველი.


3. ვიტამინი D



ვიტამინი D განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40-ის შემდეგ, ვინაიდან ის სიბერისგან იცავს. ამას გარდა, ის ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებას აუმჯობესებს.
ვიტამინ D-ს დეფიციტს დიაბეტამდე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებამდე, გაფანტულ სკლეროზამდე, სარძევე ჯირკვლებისა და სწორი ნაწლავის კიბომდე მივყავართ.
სადღეღამისო დოზა (15 მიკროგრამი): 100 გრამი ცხიმიანი თევზი (ორაგული, თინუსი, სკუმბრია).

4. მაგნიუმი



მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის წნევის დარეგულირებისთვის. წნევის მომატება ქალებს ყველაზე მეტად სწორედ 40 წლის შემდეგ აწუხებთ. ამას გარდა, ის ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება და კუნთების, ნერვებისა და გულის მუშაობას უწყობს ხელს. ის სისხლში შაქარსაც არეგულირებს.
მაგნიუმის დეფიციტმა შესაძლოა, გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი, ანთებები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
სადღეღამისო დოზა (350 მილიგრამი): 300 გრამი მოხარშული ისპანახი.


5. კალიუმი



კალიუმიც, ასაკის მიუხედავად, საჭიროა სისხლის ნორმალური წნევისთვის.
ამას გარდა, ქალებში პოსტმენოპაუზისას კალიუმი ინფარქტის რისკს ამცირებს.
სადღეღამისო დოზა (4,7 გრამი): 300 გრამი ლობიო.

6. ომეგა-3



ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 ვიტამინებს არ განეკუთვნება, მაგრამ ის ამ სიაში მაინც შევიყვანეთ, ვინაიდან დაბერებას აფერხებს.
ის სისხლის წნევას და "მავნე" ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს, იცავს გულს დაავადებებისგან და კარგი მეხსიერების შენარჩუნებაში გვეხმარება.
სადღეღამისო დოზა (2 გრამი): 2 კაკალი.


7. პრობიოტიკები



პრობიოტიკებიც არ მიეკუთვნება ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, მაგრამ 40 წელს გადაცილებული ქალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
ისინი ხელს უწყობს ნაწლავებს მუშაობაში და გვეხმარება ნორმალური წონის შენარჩუნებაში. ამას გარდა, ისინი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინფარქტისა და დიაბეტის რისკს ამცირებს.
სადღეღამისო დოზა (2 კოლონიის წარმომქმნელი ერთეული): 300 გრამი იოგურტი.

გასათვალისწინებელია, რომ ეს ციფრები მიახლოებითია და კონკრეტული პროდუქტის თვისებებზეა დამოკიდებული. თუკი თქვენს რაციონში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა მართლაც შეინიშნება, მიმართეთ დიეტოლოგს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?