5 ხერხი, რომელიც ღრჯუ ადამიანსაც კი ქარიზმატულ პიროვნებად აქცევს

საკნატუნო ამბები

29 დეკემბერი 19:00, 2017 წელი

ქარიზმა სასარგებლო რამეა, რომელიც ბევრ კარს დიდი ძალისხმევის გარეშე გაგიღებთ. ეს თვისება, ძირითადად, თანდაყოლილია, მაგრამ, ფსიქოლოგების რჩევით, ყველას შეუძლია, საკუთარ თავში განავითაროს და ამ საქმის პროფესიონალი გახდეს.

1. ყურადღებით უსმინეთ



ქარიზმატული პიროვნება კეთილგანწყობას ორ თვლაზე არ მოიპოვებს. ამის მიღწევის კარგი საშუალებაა, უსმინოთ ისე, რომ თხრობა არ შეაწყვეტინოთ.

როგორ ვისწავლოთ ეს?
მოთმინების ვარჯიშით. უნდა შეგვეძლოს ნებისმიერი ადამიანის მოსმენა - სადარბაზოსთან შემხვედრი მოხუცი მეზობლის, ბავშვისა და ენაბლუ თანამშრომლისაც კი.
არ ჩართოთ საუბარში ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, სანამ ამას არ გთხოვენ. ყოველგვარი "აი, მე...", "აი, ჩემი..." საშინლად აცოფებს ნებისმიერს.
ადამიანთან საუბრისას მხოლოდ მასზე იფიქრეთ. კითხვების დასმა, დეტალების დაზუსტება, თანამოსაუბრის ყურება და არა გვერდზე გახედვა - ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, თითქოს ის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.
არასდროს გაიცინოთ თანამოსაუბრის სიტყვებზე, როგორი მიამიტურიც არ უნდა იყოს ის.


2. გჯეროდეთ იმის, რაზეც საუბრობთ



ქარიზმატული ადამიანი სხვებს თავისი ემოციითა და იდეებით ავსებს, მაგრამ ამისთვის ჯერ თვითონ უნდა „აგიზგიზდეს“.

როგორ ვისწავლოთ ეს?
მხოლოდ იმაზე ისაუბრეთ, რაშიც 100%-ით ხართ დარწმუნებული, რაც საკუთარი გამოცდილებით იცით. არაა საჭირო, ხმამაღლა ამტკიცოთ ის, რასაც შემდეგ ადვილად უარყოფთ.
ბრავირება ყოველთვის ცუდად ჩანს და მეტ-ნაკლებად დაკვირვებული ადამიანი მას ადვილად ამოიცნობს.
საკუთარი იაფფასიანი ექსპერტული აზრით ნებისმიერ საუბარში ნუ შეიჭრებით. ზოგჯერ სიჩუმე სჯობს.


3. მკაფიოდ გამოხატული ემოციები



თქვენთან ურთიერთობა მსუბუქი, მარტივი, გასაგები და სასიამოვნო უნდა იყოს.

როგორ ვისწავლოთ?
კარგზე კარგით ვუპასუხოთ. თუკი სამსახური გაგიწიეს, მადლობა მოახსენეთ ან საპასუხოდ რამე თქვენც მოიმოქმედეთ. რაღაცის მიღების მცდელობა არ გააუფასუროთ და არც დახურდავდეთ.
ცუდზე ცუდით უპასუხეთ. თუკი ბოროტად გაგეხუმრნენ, შეურაცხყოფა მოგაყენეს ან დაგივიწყეს, ამის ჩამდენ ადამიანთან ურთიერთობა გაწყვიტეთ. თუნდაც ბოდიშის მოხდამდე მაინც. არაა საჭირო იმის ახსნა, რომ თქვენთან ასეთი ქცევა არ ვარგა ან სწავლება, როგორ უნდა მოიქცეს. უბრალოდ, წადით და აგრძნობინეთ, რომ ამგვარ პირობებში მასთან ურთიერთობას არ აპირებთ.


4. გაიღიმეთ




ჩვენ გვიყვარს დადებით და სიცოცხლის მოყვარულ ადამიანებთან ურთიერთობა. არავის სიამოვნებს ის, ვინც ცხოვრებაზე მუდმივად გაბრაზებულია, წუწუნებს და კვნესის.

როგორ ვისწავლოთ?
ამაში სარკე დაგეხმარებათ. ვარჯიში ყველაზე მარტივიდან უნდა დაიწყოთ - რაიმე პატარაზე პასუხად ღიმილი. თუკი კოლეგამ გაიხუმრა, თქვენ კი ბევრი საქმე გაქვთ და სახუმაროდ არ გცალიათ, გაიღიმეთ. დროთა განმავლობაში ეს ჩვევაში გადაგივათ.


5. შეასრულეთ სიტყვა



ქარიზმატული ადამიანი ხშირად ლიდერია, რომელსაც ადამიანები უჯერებენ. ის არ არიგებს დაპირებებს და სიტყვას ყოველთვის ასრულებს.

როგორ ვისწავლოთ?
უნდა შეგვეძლოს ვთქვათ "არა". ეს დაგეხმარებათ, სიტყვის კაცის რეპუტაცია მოიპოვოთ. თქვენთან ყველაფერი ადვილი იქნება: თქვა "არა", ესე იგი, "არა". თქვა "დიახ", ესე იგი, ყველაფერი იქნება.
მოერიდეთ ფრაზებს: „დიახ, შეიძლება“, „არ ვარ დარწმუნებული“, „შევეცდები“, „ვერაფერს შეგპირდები“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?