როდის არის ურთიერთობა ხანგრძლივი და ბედნიერი?

საკნატუნო ამბები

31 დეკემბერი 19:00, 2017 წელი

ნებისმიერი ურთიერთობა რისკია. ძნელია იმის გამოთვლა, რამდენად ბედნიერი იქნება ადამიანი თავის მეორე ნახევართან, თუმცა ფსიქოლოგები ასახელებენ 10 მარტივ ჭეშმარიტებას, რომლის გათვალისწინებითაც შეიძლება იმის განსაზღვრა, როდის იქნება ურთიერთობა ჰარმონიული და ხანგრძლივი.

1. როგორ იქცევა სტრესულ ვითარებებში 



ზოგჯერ მიწა გვეცლება ფეხქვეშ. ამგვარ ვითარებაში პარტნიორები ერთმანეთს უნდა ავსებდნენ. მშვიდი და გაწონასწორებული პარტნიორი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

2. აზროვნება



თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ორი ზრდასრული და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, ამიტომ არასდროს მიიღოთ გადაწყვეტილება ორივეს მაგივრად. ჰკითხეთ და დაელოდეთ პასუხს - აი, ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობების გასაღები.


3. თხოვნა



ნუ ელოდებით პარტნიორისგან, რომ მან თქვენი აზრები წაიკითხოს. გაუზიარეთ ერთმანეთს ემოციები და სურვილები.


4. პირადი სივრცე



თუკი ყოველთვის ერთად იქნებით, მაშინ ურთიერთობა მოსაწყენი გახდება. გქონდეთ თითოეულს თქვენი საყვარელი საქმე, თუმცა გამოყავით კვირაში 1-2 დღე, როცა ორივე ერთად გააკეთებთ რაიმე საინტერესოს და სასიამოვნოს. ეს ურთიერთობების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

5. ცხოვრების გეგმები



როცა პარტნიორებს მსგავსი მიზნები აქვთ, ეს უკვე კარგი დასაწყისია. თუკი პარტნიორს 40 წლამდე კარიერის გაკეთება სურს, თქვენ კი - სამი შვილის ყოლა, მაშინ კამათისთვის ბევრი მიზეზი გექნებათ. ამიტომაც ცხოვრებისეული პრიორიტეტები ადრევე უნდა განსაზღვროთ.

6. მეგობრებთან ურთიერთობები



მეგობრებთან ურთიერთობა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც პარტნიორის მეგობრებს პატივით უნდა მოეპყრათ, მაშინაც კი, თუ ძალიან არ გეპიტნავებიან. ამგვარი ქცევა მოწიფულობისა და პარტნიორზე ზრუნვის მანიშნებელია.

7. ნათესავებთან ურთიერთობა



პარტნიორის ოჯახთან კარგი დამოკიდებულება მყარი ურთიერთობის კიდევ ერთი საწინდარია.

8. საღი კონფლიქტები



ჯანსაღი კონფლიქტების გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია. თუკი ვინმეს ხვდებით და მასთან კონფლიქტს არ გეგმავთ, მაშინ პირველივე კამათი ურთიერთობის დასრულებას გამოიწვევს.

9. ერთმანეთის წარმატებები



ძნელია, იცხოვრო ადამიანთან ერთად, რომელიც თქვენს ნებისმიერ მიღწევას აბუჩად იგდებს. პარტნიორებს ერთმანეთის წარმატება უნდა უხაროდეთ და ერთმანეთს სტიმულს აძლევდნენ.

10. კომპრომისი



თუკი მოსიყვარულე ადამიანები ერთმანეთს არ დაუთმობენ, მაშინ მათ სერიოზული კონფლიქტები და საბოლოოდ დაშორება ელით.

ბონუსად: ურთიერთობა, რომელიც ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება



ბედნიერი ურთიერთობის ორი ტიპი არსებობს:


პირველი - „სრულყოფილი ერთიანობა“
მეორე - „სიყვარული-მოგზაურობა“


პირველ შემთხვევაში პარტნიორები ერთმანეთს განიხილავენ „იდეალური მეორე ნახევრის“ პოზიციიდან, მეორე შემთხვევაში კი აქცენტს იმ მოვლენებზე აკეთებენ, რომლებიც ერთად გადაიტანეს.


მეცნიერთა განმარტებით, მეორე ტიპის წყვილებს ჰარმონიული და ხანგძლივი ურთიერთობის აწყობის უფრო მეტი შანსი აქვთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?