ფოტოები, რომლებიც რწმენას დაგიბრუნებთ (16 ფოტო)

საკნატუნო ამბები

4 იანვარი 09:00, 2018 წელი

თანამედროვე სამყაროში ნეგატივი უფრო დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე სიკეთე. თუმცა, როგორც ამბობენ, სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას და, ბუმერანგის პრინციპით, აუცილებლად ბედნიერებით დაგიბრუნდებათ.

  

  • გოგონამ მოხუცი „პაემანზე“ დაპატიჟა.

    სუპერმარკეტის თანამშრომელმა ქვრივ ედვინ ჰოლმსს, რომელიც მაღაზიაში ხშირად შედიოდა სრულიად მარტოსული, ყურადღება დიდი ხნის წინ მიაქცია. როცა სუპერმარკეტის თანამშრომელმა ელიმ გაიგო, რომ ედვინი აპირებდა, შობას მარტო შეხვედროდა, მოხუცი რესტორანში დაპატიჟა. ედვინი რესტორანში თავისი საუკეთესო კოსტიუმით მივიდა და არც ყვავილები დავიწყებია. ედვინმა ელის უთხრა, რომ სკოლის მოსწავლესავით ნერვიულობდა. ახლა წყვილი მეგობრობს და რეგულარულად ხვდება ერთმანეთს ყავის დასალევად.


  • როცა მოსწავლეებმა გაიგეს, რომ მათ მასწავლებელს კატა  დაეღუპა, გადაწყვიტეს მისთვის სიურპრიზი გაეკეთებინათ  - ბავშვებმა პედაგოგს თეთრი ვარდების თაიგული და ორი კატა აჩუქეს. „ნუთუ ესენი ჩემია?“ - არ სჯეროდა გაოგნებულ მასწავლებელს.


  • ბიჭმა დავალების შესრულებისთვის საჭმელი მიიღო.

    საცხობის მეპატრონემ ყურადღება მიაქცია ბიჭს, რომელიც მუშებს ყოველდღე საჭმელს სთხოვდა და გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა. ბიჭი იმ დროს, როცა საცხობთან მიდიოდა, სკოლაში უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ ბიჭის ოჯახს საჭმლისთვის საკმარისი ფულიც კი არ ჰქონდა. საცხობის მეპატრონე ბიჭს დახმარებას დაჰპირდა, ოღონდ იმ პირობით, თუკი სკოლას დაუბრუნდებოდა. ახლა ბიჭი ყოველდღიურად იკვებება საცხობში და სახლში პურსაც ატანენ.


  • კატამ 94 წლის პენსიონერს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

    ფოტოგრაფი აკიკო დიუპონტი მთელი ცხოვრების მანძილზე უღებდა ფოტოს საყვარელ ბაბუას. მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ მან სიცოცხლის ხალისი დაკარდა, სულ მოწყენილი და გაღიზიანებული იყო. თუმცა, როგორც კი მის ცხოვრებაში კატა გაჩნდა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. კატამ ბაბუის გული მთლიანად დაიპყრო. ისინი ერთად კითხულობენ გაზეთებს, თამაშობენ ჭადრაკს და ზრუნავენ ერთმანეთზე.


  • რაიან გოსლინგის გულისამაჩუყებელი ისტორია.

    დედაჩემი „ოსკარის“ ცერემონიაზე მხოლოდ ერთხელ იყო. იმ წელს გადაწყვიტა, იმ სეზონის ჰიტი „კოსა“ გაეკეთებინა, მაგრამ წითელ ხალიჩაზე ყველას გაშლილი თმა ჰქონდა. დარბაზში რეიჩელ ვაისის მოპირდაპირედ ვისხედით და ის ხშირად დგებოდა ფეხზე სცენის დასანახად, დედაჩემი კი სავარძელში დაბლა ცურდებოდა, რომ რეიჩელისთვის მის „კოსას“ ხელი არ შეეშალა.

    არ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ დედა არ განაწყენებულიყო. მერილ სტრიპს ვთხოვე: „ხომ ვერ ეტყოდით დედაჩემს, რომ მისი ვარცხნილობა მოგწონთ“ - და როგორც კი რეკლამა გაუშვეს, მან თქვა: „იცით, მინდოდა, მეც „კოსა“ გამეკეთებინა. სამწუხაროა, რომ ვერ გადავწყვიტე“. ამ სიტყვების შემდეგ დედა სიამაყით აივსო.


  • Marvel Comics-მა სრულიად ახალი სუპერგმირი გამოიგონა, რათა პატარა ბიჭი სმენის აპარატის ტარებას დასთანხმებოდა.

    პატარა ენტონი სმიტი იძულებული იყო, სმენის აპარატი 4 წლიდან ეტარებინა, რაც მასში უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან თავს სხვებისგან გამორჩეულად გრძნობდა. 2012 წელს მან საერთოდ უარი თქვა სმენის აპარატზე და განაცხადა, რომ „სუპერგმირებს ლურჯი ყურები არ აქვთ“. ენტონის დედამ Marvel Comics-ს წერილი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა. საპასუხოდ კი კომპანიამ შექმნა სმენადაქვეითებული გმირი, სახელად - ლურჯი ყური. როგორც ფოტოზე ჩანს, ენტონიმ კვლავ მოირგო სმენის აპარატი.


  • ადამიანებმა კატა გამყინვარებისგან იხსნეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კატა ორსულად იყო და სულ მალე მას 6 კნუტი გაუჩნდა.

  • დევიდ დოიტჩმანს განსაკუთრებული პროფესია აქვს - ნათლია ფერია.

    82 წლის დევიდ დოიტჩმანი 12 წელი მუშაობდა საავადმყოფოში მოხალისედ - არწევდა ბავშვებს, ეხმარებოდა დროზე ადრე დაბადებულ ჩვილებს და მათ მშობლებს. ორშაბათობით დევიდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიდის, რათა მოინახულოს ის ჩვილები, რომელთაც მშობლები გვერდით არ ჰყავთ. ხუთშაბათობით პალატაში მუშაობს და ოჯახებს რთული პერიოდის გადალახვაში ეხმარება.


  • ჯარისკაცები პატარა კუებზე ზრუნავენ და მათ ოკეანემდე მიღწევაში ეხმარებიან.

  • კეთილმა ადამიანებმა ღარიბ მოხუცს ახალი თავშესაფარი აუშენეს. 

  • ამ სახლში 2006 წელს გარდაიცვალა მისი ცოლი. მას შემდეგ, 71 წლის იონ ნეგრილა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, დაეტოვებინა საცხოვრებელი, მიუხედავად უამრავი თხოვნისა. ახალგაზრდა ადამიანებმა შემთხვევით შეიტყვეს მისი ისტორია და გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ. ინტერნეტში მსურველები შემოიკრიბეს და ათასი ევრო მოაგროვეს. ბიჭებმა მოხუცს იგივე ადგილას ახალი სახლი აუშენეს.

  • ბიჭმა ოფიცრის სადილის ფული გადაიხადა.

    ეს კი იმიტომ, რომ მომავალში მასაც პოლიციელობა სურს. ბიჭმა ოფიცერს მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის.


  • მსახიობი, რომელიც მულტფილმ „ვინი-პუხს“ ახმოვანებს, ავადმყოფ ბავშვებს ურეკავს და „ვინი-პუხის“ ხმით ესაუბრება.

    ეს არის მსახიობი ჯიმ კამმინგსი, რომელიც ერთ-ერთ ფონდთან თანამშრომლობს და ავადმყოფ ბავშვებს განწყობას უმაღლებს. ერთ-ერთი ბავშვი, რომელსაც ის ესაუბრებოდა, აუტიზმით იყო დაავადებული, გარშემომყოფებთან არ კონტაქტობდა და ძალიან ჩაკეტილი იყო, მაგრამ „ვინი-პუხთან“ საუბრის შემდეგ იმდენად შეიცვალა, რომ მის დასმულ შეკითხვებს სიხარულით პასუხობდა.


  • ირანელი მასწავლებელი თავის ავადმყოფ მოსწავლეზე ზრუნავს.

    ირანელი ბიჭი სიმსივნით არის დაავადებული. მას თავისი მასწავლებელი ყოველდღე აკითხავს, რათა სკოლაში გამოტოვებული მასალა ასწავლოს.


  • „ჩემმა შვილმა ეზოდან პაწაწუნა თრითინა მოიყვანა. ვფიქრობდი, კვლავ ეზოში გამეშვა, მაგრამ კიდევ კარგი, არ გავუშვი. ნახეთ. რა საყვარელია“.

  • სუპერგმირი კატა, რომელმაც შიმშილისა და სიცივისგან 6 ლეკვი გადაარჩინა. ის არა მხოლოდ საკვებით ამარაგებდა ლეკვებს, არამედ ათბობდა და ლოკავდა მათ. კატა, უბრალოდ, გმირია, მან ლეკვებს დედა ჩაუნაცვლა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.
დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.