სასურველ ქალთან რესტორანშიც იყავით, კინოშიც, მიმოწერაც გქონდათ... გამოვტოვოთ ეს პერიოდი, არ აქვს მნიშვნელობა, ამისთვის 3 დღე დაგჭირდათ თუ 3 საათი და დაუყოვნებლივ გადავიდეთ „დიდებულ“ პროცესზე, როდესაც მასთან ერთად საძინებელში აღმოჩნდით და სექსუალურ კავშირამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი გაკლიათ.
როდესაც გადაწყვეტთ, სექსუალურ პარტნიორს გახდაში მიეხმაროთ, სპეციალისტები გირჩევენ, არ წამოგცდეთ: „ტანსაცმელში უფრო მსუქანი ჩანხარ“. ამ სიტყვებს ქალი არასდროს დაგივიწყებთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი ურთიერთობა წლების მანძილზე გასტანს.
ახლა კი სამი „ჯადოსნური“ სიტყვა, რომელიც მამაკაცმა მაშინ უნდა წარმოთქვას, როცა ქალს ნაზად ეხმარება ტანსაცმლის გახდაში:
1. მიყვარს
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალს სიყვარულში გამოუტყდეთ, მით უმეტეს, თუკი მის მიმართ სიყვარულს არ განიცდით. აქ საუბარია იმაზე, როგორ გიყვართ მისი სხეულის ნაწილები. და ეს აუცილებელია.
2. დიახ
ამ მოკლე სიტყვით უპირობო აღტაცებას გამოხატავთ იმ ქალის მიმართ, რომელიც თქვენ წინაშე პირველად გაშიშვლდა. არ დაავიწყდეთ ამ სიტყვის აღტაცებული ინტონაციით წარმოთქმა.
3. მისი სახელი
ქალისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ სექსის დროს მხოლოდ მისი ხართ და ყოფილ შეყვარებულზე, ცოლზე, პარტნიორზე არ ფიქრობთ! ამიტომ ამ პროცესში აუცილებლად წარმოთქვით მისი სახელი, უმჯობესია - რამდენჯერმეც, ხოლო „ბაჭია“ და „ფისო“ მაშინ გაიხსენეთ, როდესაც ორივე ჩაცმულები იქნებით.