გეები, რომლებზეც მილიონობით ქალი ოცნებობს

საკნატუნო ამბები

12 იანვარი 16:00, 2018 წელი

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში 10 ქალზე ცხრა-ნახევარი კაცი მოდის, თანაც ეს ჰომოსექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა ჩაუთვლელად. არადა ეს ორიენტაცია ბევრ წარმოსადეგ მამაკაცს თამაშგარე მდგომარეობაში ამყოფებს.

  • რიკი მარტინი   

    პუერტო-რიკოელ მომღერალს ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - ისინი სუროგატმა დედებმა გაუჩინეს. მარტინის ჰომოსექსუალობაზე ეჭვი ჯერ კიდევ მისი კარიერის დასაწყისში გაჩნდა, მაგრამ ქამინგ-აუტი შეუძლებელი იყო. ამგვარი აღიარება მგრძნობიარე მაჩოს იმიჯს გააფუჭებდა, ისევე როგორც ეს ჯორჯ მაიკლთან დაკავშირებით მოხდა. ახლა კი მომღერალს უკვე აღარ ერიდება: „მე ჰომოსექსუალი ვარ. და მე ბედნიერი ვარ. მრავალი წელი თავს ბისექსუალად  მივიჩნევდი და ვცდებოდი“.

  • ქსავიე დოლანი  

    რეჟისორი ჯერ 30 წლისაც არაა, მაგრამ მის სახელზე უკვე მრავალი კინოფესტივალის ჯილდოა. ბევრი ფილმის სიუჟეტში „ლგბტ“ თემის პრობლემებია წამოწეული და ეს არავის აოცებს. მათგან ყველაზე ცნობილია ფილმი „ეს მხოლოდ სამყაროს აღსასრულია, მეტი არაფერი“, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა გეის დამოკიდებულებას ნათესავებთან. ფილმმა კანის კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა.

  • კევინ სპეისი

    სპეისის თაყვანისმცემლებისთვის 2017 წელი უიღბლო გამოდგა. მან ქალებს გული ორჯერ გაუტეხა. თავიდან განაცხადა, რომ ქალები არ აინტერესებს, ხოლო შემდეგ რამდენიმე სექსუალურ ისტორიაში ერთბაშად აღმოჩნდა გარეული.

  • ლუკ ევანსი  

    საზოგადოებისთვის ის ცნობილი გახდა ფილმებით „დრაკულა“ და „ჰობიტი“ . მსახიობმა თავისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, სანამ დიდ როლებს მიიღებდა. ეს არავის აწუხებდა, მაგრამ უცბად ევანსი ცეცხლოვან ლამაზმანთან რომანში ამხილეს. საქმე ხუთი წლის წინათ გახმაურდა. როგორც აღმოჩნდა, ეს პიარმენეჯერის ტრიუკი იყო.  

  • ჯიმ პარსონსი

    ფილმ „დიდი აფეთქების თეორიაში“ შერეკილი ფიზიკოსის როლის შემსრულებელი მსახიობი 44 წლისაა? გაოცდით? აი, პარსონსის ჰომოსექსუალური ორიენტაცია სიახლე ნამდვილად არ არის. 2013 წელს მან ქამინ-აუთი მოაწყო და განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე წელია, თავის პარტნიორ ტოდ სპივაკთან თავს ბედნიერად გრძნობს. გასულ წელს მათ იუდეური წესით იქორწინეს.

  • ვენვორტ მილერი   

    ათლეტი სუპერბრუტალური ტატუთი და გამჭოლი მზერით. სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავისთვის მილიონობით ქალის გული აჩქარებით ძგერდა. ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ 2013 წელში მილერმა ღიად განაცხადა, რომ კაცები აინტერესებს.  მის მშობლიურ ინგლისში გეების მიმართ შეურიგებელი დამოკიდებულების გამო იგი ახალგაზრდობაში თავის მოკვლასაც კი აპირებდა.

  • ბენ უიშოუ    

    „პარფიუმერში“ შესრულებულმა როლმა ბრიტანელი მსახიობი საქვეყნოდ ცნობილი გახადა. უიშოუს ტალანტმა და გარეგნობამ მსოფლიოში ბევრი ქალის გული დაადნო, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობი გეი აღმოჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის მისი აქტიური მონაწილეობა ძმებ (დებ) ვაჩოვსკების ფილმებში. 

  • ნილ პატრიკ ჰარისი  

    სერიალში „როგორ შევხვდი თქვენს დედას“ დაუღალავი ქალთა გულისმპყრობელი რეალურ ცხოვრებაში ერთგული ქმარი და მზრუნველი მამაა. უკვე ათ წელზე მეტია, რაც პატრიკ ჰარისი მსახიობ დევიდ ბარტკასთან ერთად ცხოვრობს. ისინი რამდენიმე წლის წინათ, ელტონ ჯონის მსგავსად, სუროგატი დედის დახმარებით, ტყუპის მშობლები გახდნენ.

  • მეთ ბომერი
    2012 წელს ამერიკელმა მსახიობმა სტივ ჩეისის სახელობის ყოველწლიურ ჰუმანიტარულ ცერემონიალზე  ჯილდო მიიღო. თავის სამადლობელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ქმარს, პუბლიცისტ საიმონ ჰოლს და სამ შვილობილს იმის გამო, რომ მათ უანგარო სიყვარული ასწავლეს.
    „არ მეგონა, რომ ჩემი აღიარება ამხელა რეზონანს გამოიწვევდა“, - განაცხადა მოგვიანებით მეთმა გეი-ჟურნალ Out-ში.

  • ზაკარი კუინტო

    2015 წელს ჟურნალმა Vogue-მა კუინტო (კაპიტანი სპოკი სერიალში „ვარსკვლავური გზა“) და მისი პარტნიორი, მანეკენი მაილზ მაკმილანი, „გავლენიან წყვილად დაასახელა, რომლის პოზიცია კინოს, ხელოვნების, მოდისა და სოციალური ცხოვრებისთვის“ მნიშვნელოვანია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.