რომელ თითზე ატარებთ ბეჭედს?

საკნატუნო ამბები

13 იანვარი 13:00, 2018 წელი

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბეჭედს თავის პატრონზე ბევრის თქმა შეუძლია, განსაკუთრებით იმას, რომელ თითზე უკეთია...

ბეჭედი ცერზე
ცერა თითი მარსის თითია. ცერზე ბეჭედს, მით უფრო მამაკაცის ცერზე, დიდი მნიშვნელობა აქვს. მარსის თითზე ბეჭდის მფლობელი, როგორც წესი, ენერგიული, ემოციური და ექსპანსიური ადამიანია. ისინი პირდაპირები, ჯიუტები, მეომარი, დრო და დრო ფიცხები და აგრესიულები არიან.


ბეჭედი საჩვენებელ თითზე
საჩვენებელი თითი იუპიტერის თითია. ამ თითზე გაკეთებულ ბეჭედს „ძალაუფლების“ ბეჭედს უწოდებენ. ამ თითზე ბეჭდის ტარებას ასტროლოგები და ქირომანტები მორიდებულ და მორცხვ ადამიანებს ურჩევენ. ის მათ იუპიტერის ძალით აავსებს, უფრო თავდაჯერებულებს გახდის და თვითშეფასებასაც აუმაღლებს. ამას გარდა, ცხოვრებაში წარმატებას მოუტანს და ბედს სწევს. ენერგეტიკის კუთხით საჩვენებელ თითზე განსაკუთრებით სასურველია ოქროს ანდა კალის ბეჭდების ტარება.

ბეჭედი შუა თითზე
შუა თითი სატურნის თითია. შუა თითს ბეჭდით თავმოყვარე, თავიანთ უპირატესობაში დარწმუნებული ადამიანები იმკობენ. რაც უფრო მასიურია ბეჭედი და თვალი, მით უფრო მკვეთრად აქვს ადამიანს ეს თვისებები გამოხატული. სატურნის თითზე საგვარეულო სამკაულების გაკეთებაც მიღებულია, რომელიც წინაპრებთან კავშირს, კარმის რწმენას, ბედის გავლენასა და უმაღლეს დანიშნულებას გამოსახავს. შუა თითზე საგვარეულო ბეჭედი ბედის უარყოფითი გავლენის დაძლევაში დაგეხმარებათ და დაბრკოლებების გადალახვას შეგაძლებინებთ.


ბეჭედი არათითზე
არათითი მზის თითია. ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე (კათოლიკეებში - მარცხენაზე), პირველ რიგში, დაოჯახების ნიშანია. საქორწილო ბეჭდის გარდა, სხვა ბეჭდის ქონა არათითზე მისი მფლობელის ხელოვნების, ფუფუნებისა და გემოვნების მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელია. როგორც წესი, მას მსახიობები, მხატვრები, ესთეტები და საერთოდ, შემოქმედებითი პროფესიის ხალხი ატარებს. მზის თითზე ბეჭდის ტარება ადამიანის გართობისა და დროსტარებისკენ მიდრეკილების მაჩვენებელია.

ბეჭედი ნეკზე
ნეკი მერკურის თითია. მერკური დიპლომატების, ბიზნესმენების, ორატორების, ექიმებისა და პოლიტიკოსების მფარველია. ამიტომაც ნეკზე ბეჭედი ეხმარება იმათ, ვისაც მარჯვე ხელი, მოქნილი ჭკუა და მჭევრმეტყველება ესაჭიროება. მერკურის თითზე ბეჭედი თავის მფლობელს ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის დამყარებაში და საერთო ენის გამონახვაში ეხმარება. ფსიქოლოგთა აზრით, ნეკზე ბეჭედი ხშირად ინტრიგანებსა და ავანტიურისტებს უკეთიათ. ბეჭდიანი ნეკი აზარტული თამაშებისადმი და ფლირტისადმი მიდრეკილებაზეც მიუთითებს.

ბეჭედი ფეხის თითზე
ფსიქოლოგების უმრავლესობის აზრით, ბეჭდები ფეხის თითებზე ერთ სურვილს გამოხატავს: იყოს გამორჩეული და ყურადღება მიიქციოს. ზოგჯერ ეს მომეტებულ თავმოყვარეობასა და გადამეტებულ თვითშეფასებაზეც მიუთითებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.