ცნობილები, რომლებსაც პლასტიკა ძალიან მოუხდათ

საკნატუნო ამბები

14 იანვარი 16:00, 2018 წელი

ახალი ცხვირი, ყვრიმალები, ტუჩები ან მკერდი - ბევრი მსახიობისა და მომღერლის გარეგნობა პლასტიკური ქირურგის ხელმა ძალიან გააუმჯობესა. სწორედ წარმატებულ გარდაქმნებზე გვექნება დღეს საუბარი.

  

  • მეგან ფოქსი

    მეგან ფოქსის სახელი მილიონობით ადამიანისთვის სექსუალურობისა და ქალური მომხიბვლელობის სიმბოლოა. მაგრამ მეგანი ასეთად ბუნებამ კი არა, კარგმა ქირურგმა აქცია. რინოპლასტიკა, ყვრიმალებისა და ტუჩების კორექცია, ნიკაპის შეცვლა - სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ მიიღო მან თავისი ვარსკვლავური როლი ფილმში „ტრანსფორმერები“.


  • ანჯელინა ჯოლი

    ყველამ იცის, რომ ანჯელინას მგრძნობიარე ტუჩები ბუნების საჩუქარია. აი, დანარჩენი კი ჰოლივუდელმა ლამაზმანმა კორექციის შედეგად მიიღო. ჯერ ერთი, ენჯიმ რინოპლასტიკა გაიკეთა - ცხვირის წვერი უფრო მოხდენილი გამოჩნდა, ხოლო ძგიდე თხელი. მეორეც, მკაფიო ყვრიმალები - ამაზეც ქირურგმა იმუშავა ვირტუოზულად. ოპერაციები იმდენად წარმატებულია, რომ ბევრ თაყვანისმცემელს ჯერაც არ სჯერა მათი რეალობა!


  • ქეთა თოფურია

    ქეთა თოფურია არასდროს მალავდა, რომ თავისი დიდი ცხვირით აღფრთოვანებული არ იყო. თუმცა იგი ცოტას ეშმაკობს, როცა იძახის, რომ „ოპერაცია სამედიცინო ჩვენებებით იყო განპირობებული: მე ძალიან ცუდად ვსუნთქავდი, ცხვირის ძგიდე გამრუდებული მქონდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ცხვირის წვერი ცოტათი დაბლა დაეშვა და სუნთქვას მაინც მიშლიდა. ამიტომაც კეხის მოშორება გახდა საჭირო“.


  • ბლეიკ ლაივლი

    ბლეიკ ლაივლის კარიერა შესაძლოა არც შემდგარიყო, ახალგაზრდობაში რინოპლასტიკა და ნიკაპის კორექცია რომ არ გაეკეთებინა. ბლეიკმა ძგიდე შესამჩნევად დაითხელა, ხოლო ოდესღაც დიდ ნიკაპს იდეალური ფორმა მისცა.


  • ეშლი სიმპსონი

    ეშლი სიმპსონს ადრე გრძელი და კეხიანი ცხვირი ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემა ქირურგის დახმარებით გადაჭრა. უნდა ითქვას, რომ რინოპლასტიკა ერთადერთი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა, მან ნიკაპის ფორმაც შეიცვალა.


  • სკარლეტ იოჰანსონი

    მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ რინოპლასტიკა გაკეთებული აქვს. ახალგაზრდობაში სკარლეტის ცხვირის ძგიდე უფრო ფართო იყო, ვიდრე ახლაა. ცვლილება მართლაც წარმატებული იყო და რა არის აქ დასამალი?


  • დემი მური  

    დემი მურის სახემ ბევრი ცვლილება განიცადა - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსახიობს 30 წლის ასაკში უფრო მეტი ნაოჭი ჰქონდა, ვიდრე 52 წლისას აქვს. სწორედ ამიტომ გამოიყურება იგი, როგორც საკუთარი ქალიშვილის და. დემიმ სიელმე გაისწორა (დიახ!), ამას ცხვირის კორექცია მოჰყვა, ასევე შეიცვალა ლოყებისა და ნიკაპის ფორმა. მურმა რამდენჯერმე მკერდიც გაიდიდა - ფილმ „სტრიპტიზისთვის“. ვარსკვლავის სილიკონის „ბურთულები“ არაბუნებრივად ჩანდა, მაგრამ შემდგომში უფრო ლამაზი ბიუსტი დაიყენა.


  • ქემერონ დიასი

     ქემერონ დიასმაც წაიმუშავა საკუთარ გარეგნობაზე. როგორც თავად ამბობს, მას პრობლემა ცხვირის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც რინოპლასტიკა გადაწყვიტა. ზოგჯერ ქემერონი მიმიკურ ნაოჭებს იშორებს ბოტოქსის ინექციით - განა ეს დასაძრახია?


  • ვიქტორია ბექჰემი

    ვიქტორია ბექჰემი პატივისცემას თუნდაც პატიოსნებისთვის იმსახურებს! ვარსკვლავი არასდროს მალავდა, რომ გაკეთებული აქვს რინოპლასტიკა და სისტემატურად მიმართავს ბოტოქსის ინექციას. ყველაფერი კარგი ზომიერების ფარგლებში - ბექჰემის შემხედვარე ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.