„ფლირტი არ არის სექსუალური შევიწროება!“ - ფრანგი ქალები მამაკაცების დასაცავად ერთიანდებიან

საკნატუნო ამბები

11 იანვარი 20:00

გაზეთი Le Mond აქვეყნებს ლეგენდარული ფრანგი მსახიობის კატრინ დენევისა და მასთან ერთად 100-მდე ცნობილი ფრანგი ქალის კოლექტიურს წერილს, რომელშიც მოითხოვენ, რომ „კაცს უნდა ჰქონდეს ფლირტის უფლება“ და ეს არ უნდა ჩაითვალოს ძალადობად ან შევიწროებად.

მსახიობი კატრინ დენევი და მისი თანამოაზრეები წერილში აცხადებენ, რომ მამაკაცების წინააღმდეგ 2017 წლის ოქტომბრიდან აგორებული კამპანია #MeToo პურიტანიზმის ნიშნებს შეიცავს.

როგორც წერილშია აღნიშნულია, ამერიკელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ ატეხილი სკანდალი საფრთხეს უქმნის „სექსუალურ თავისუფლებას“. ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ქარიშხალმა იმ კაცებსაც გადაუარა, ვინც, უბრალოდ, ქალის ამბორი ან მუხლის თავზე შეხება სცადეს და მათი მცდელობა მძიმე დანაშაულად შეფასდა. 

„გაუპატიურება - ეს მძიმე დანაშაულია. მაგრამ ფლირტი, თუნდაც დაჟინებული, არ წარმოადგენს უფლებების დარღვევას, ისევე როგორც გალანტურობას არ შეიძლება ვუწოდოთ აგრესიული მექალთანეობა. ჰარვი ვაინშტაინის საქმის კონტექსტში სამართლიანი ყურადღება გამახვილდა, ზოგადად, სექსუალური შევიწროების პრობლემაზე და ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო. თუმცა ამ მიმართულებით სიტყვის თავისუფლებამ დღეს საპირისპირო შედეგები მოიტანა - გვაიძულებს, ვილაპარაკოთ ის, რაც „საჭიროა“ და თუ სხვა აზრი გვაქვს, უნდა გავჩუმდეთ. ვინც ამ მოთხოვნებს არ ეთანხმება, მას მოღალატედ ან დამნაშავის თანამზრახველად აფასებენ“, - ნათქვამია Le Mond-ში გამოქვეყნებულ წერილში.


ცნობისთვის - 2017 წლის ოქტომბერში რამდენიმე ათეულმა მსახიობმა ქალმა აღიარა, რომ ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი მათ სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა. მათი აღიარების შემდეგ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე კიდევ ბევრი ქალი ალაპარაკდა. 


 


.

საკნატუნო ამბები

შოტლანდიაში მოგზაურობის მიზეზები

კილტი, გუდასტვირი და ციხე-დარბაზები. უმდიდრესი ისტორიისა და უჩვეულო პეიზაჟების ქვეყანა. სერ უოლტერ სკოტისა და რობერტ ბერნსის სამშობლო. ამ ფოტოების შემდეგ შოტლანდია უთუოდ მოხვდება თქვენს სამოგზაურო გეგმებში.
PR კლუბი

როგორ ფიქრობთ - დღეს რა პროფესიაზე ოცნებობენ ბავშვები?

გაიცანით და მოუსმინეთ: კესარია ღამბაშიძეს, სანდრო კუსიანს, თორნიკე და ლილე ლომინეიშვილებს, დავით და დემეტრე ჩქარეულებს, სანდრო ნიშნიანიძეს, ლუკა მეტრეველს, ელენე და ლუკა აფაქიძეებს, ნანუკა კაციაშვილს...
საკნატუნო ამბები

იტალიელი მხატვარი ფანტაზიასა და რეალურს შორის ზღვარს შლის

მხატვარმა დიეგო კუზანომ გადაწყვიტა, თავისი შემოქმედებისთვის უჩვეულო ფორმა მიეცა. თავის თავს გამოსახულების მკვლევარს უწოდებს და ამბობს, რომ თავისი ნამუშევრებით ცდილობს, ადამიანები გააღიმოს.
საკნატუნო ამბები

7 ნაბიჯი, თუკი სიგარეტისთვის თავის დანებება გსურთ

მოწევა მავნებელია... ეს თქვენც იცით, მაგრამ მაინც აგრძელებთ მოწევას. იქნებ არც დაინტერესებულხართ, როგორ გაუმკლავდეთ ამ უბედურებას? მაშინ მოდით, ერთად გავერკვეთ...
იცით თუ არა...

რატომ სვამს ამერიკელი გოგონა ძაღლის შარდს?

ამ უცნაურმა ამბავმა გამოცემა Daily Mail-ის ყურადღებაც მიიპყრო...
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ცრუპენტელებს ვერ იტანენ

ბევრი ჩვენგანი შეურიგებელია ტყუილისა და თვალთმაქცობის მიმართ. თუმცა ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს გაპატიებთ სიცრუეს.
FUN-ტესტი

რას ითხოვენ თქვენგან გარშემომყოფები?

ამის გასაგებად აირჩიეთ „ქალი“ და წაიკითხეთ შესაბამისი პასუხი...
თავსატეხი

იპოვეთ რიცხვი

ჯერ ეს გამოთვალეთ: 55241 + 682290, ხოლო შემდეგ მიღებული რიცხვი იპოვეთ ციფრების ცხრილში. ციფრების თანმიმდევრობა უნდა ვრცელდებოდეს სწორ ხაზზე (შეიძლება - მარჯვნიდან მარცხნივაც) ან დიაგონალზე.
საკნატუნო ამბები

ადამიანები, რომელთა დილა მშვიდობიანი აშკარად არ აღმოჩნდა (20 ფოტო)

ზოგჯერ უიღბლობა ისე ჩაგვისაფრდება ხოლმე, რომ გაღვიძებასაც კი არ გვაცდის. 
საკნატუნო ამბები

მეცნიერებმა 15 000 პენისი გამოიკვლიეს და... დაგვამშვიდეს

სანამ პენისის სიგრძის გასაზომად სანტიმეტრს მოიძიებთ, დაგამშვიდებთ: ამოისუნთქეთ - თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ!
დღის ჰოროსკოპი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

თუ მოგზაურობაში ბევრი ბარგის წაღება არ გსურთ

სამოგზაუროდ ბარგის ჩალაგება რთული საქმეა. მით უფრო, როცა ვარაუდობ, რომ ყველაფერი დაგჭირდება, რასაც სახლში მოიხმარ. ამას ემატება ბარგის წონაც, რომელიც თვითმფრინავით მგზავრობისას საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, გამოსავალი მაინც არსებობს...