წვეულების ეტიკეტი - სუფრასთან ქცევის წესები, რომლებიც ბევრმა დაივიწყა
12:00 ორშ. 13 დეკემბერი, 2021 წელი
საზოგადოებაში ზრდილობის გამოხატვა არა მხოლოდ სხვების, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა. დღეს მაგიდასთან ქცევის წესებს ბევრი მოძველებულად მიიჩნევს, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ!
✔️თუკი ღონისძიებაზე მიგიწვიეს, დარწმუნდით, სავალდებულოა თუ არა თქვენი დასწრება.
✔️თუკი მიწვევა მიიღეთ, გამოიჩინეთ პუნქტუალურობა - დროზე მიდით.
✔️როცა სტუმრად მიდიხართ, ხელთ ყოველთვის გქონდეთ საჩუქარი. ღვინო და ტკბილეული უნივერსალური ვარიანტია. თუკი სახლში ბავშვები ჰყავთ, მათთვისაც გაითვალისწინეთ რამე.
✔️შესვლისას მისალმების ფორმატს - კოცნა, ხელის ჩამორთმევა, გადახვევა - თქვენ შორის ასაკიანი განსაზღვრავს.
✔️მაგიდასთან ერთი წესი მოქმედებს: მიირთვით იმავე ტემპში, როგორც სხვები მიირთმევენ.
✔️საუბრის უხერხული თემები წინდაწინვე გამორიცხეთ. ნუ აიმაღლებთ ხმას, რათა საუბარი ყველასთვის კომფორტული იყოს.
✔️ჭამის დროს ხელსახოცი მუხლებზე დაიფინეთ, ხოლო ჭამის შემდეგ - თეფშიდან ხელმარცხნივ დადეთ. დანა-ჩანგალი კი თეფშზე უნდა დატოვოთ და არა მაგიდაზე.
✔️მაგიდაზე მობილური ტელეფონის ადგილი არ არის! სუფრასთან ჯობია, ტელეფონი საერთოდ არ გამოიყენოთ.
✔️სტუმრების მიღებისას მაგიდის ზომა სტუმრების რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს. სუფრა უზადო უნდა იყოს.
✔️ყველა თეფში და სხვა ჭურჭელი, რაც სუფრაზე აწყვია, მასალისა და ფერის მიხედვით ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს.
✔️თუკი ორი სხვადასხვა ღვინო გაქვთ, ყოველ სტუმარს დამატებითი ბოკალი დაუდგით. არ დაგავიწყდეთ წყლის ჭიქაც.
✔️სტუმრების მიღებისას მაშინვე მაგიდასთან ნუ მიიწვევთ, ჯერ სააბაზანოში შესვლა შესთავაზეთ, რათა ხელი გადაიბანონ ან მაკიაჟი გაისწორონ.
✔️თუკი სტუმრებს შორის უცნობი ადამიანები არიან, ისინი აუცილებლად უნდა წარადგინოთ. ქალბატონებს პირველ რიგში წარადგენენ და, რაც მთავარია, სრული სახელითა და გვარით.
✔️ქალბატონებისთვის რეკომენდებული არ არის მაგიდასთან მაკიაჟის შესწორება, ასევე, არც მამაკაცებს უხდებათ თმისა და წვერის ვარცხნა.
✔️თუკი სტუმრად ბრძანდებით, მადლობა მოახსენეთ მასპინძელს და შესაძლებლობის მიხედვით ყველას. მასპინძელმა, თავის მხრივ, მადლობა უნდა გადაუხადოს ყველა სტუმარს მობრძანებისთვის.
ასევე, საინტერესოა:
ქცევის ეტიკეტი: რატომ არ შეიძლება ტელეფონის მაგიდაზე დადება? ბავშვს უნდა მიმართოთ თუ არა თქვენობით? სად უნდა დადოთ ჩანდა და სხვ.
საჩუქრის ეტიკეტი: როგორ უნდა მიიღოთ და როგორ გადასცეთ საჩუქარი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან