რომელ მცენარეს შეუძლია სახლის პირობებში ნაყოფის მოცემა?

საკნატუნო ამბები

18 იანვარი 16:00, 2018 წელი

მებაღეებს ჰკითხეთ და გეტყვიან, როგორი შეუდარებელი სიამოვნებაა, როცა შენ თვალწინ თესლიდან ამოდის ყლორტი, იქცევა მცენარედ, გაძლევს ნაყოფს. დღეს იმის შესახებ მოგითხრობთ, რომელ მცენარეს შეუძლია სახლის პირობებში ნაყოფის მოცემა.

1. ციტრუსი



სახლში ლიმონიც კარგად ხარობს, მანდარინიც და ფორთოხალიც. მათი მოვლა არც ისე რთულია, ხოლო ნაყოფს წელიწადში რამდენჯერმე იძლევა. ამას გარდა, ბინა განუმეორებელი არომატით ივსება.


 2. ვაშლი



ვისაც მაღაზიაში „ქიმიური“ ვაშლის ყიდვა არ სურს, შეუძლია ბინის პირობებში, კონტეინერში ვაშლის ხე გაახაროს. უზრუნველყავით ის საკვები ნივთიერებებით, რეგულარულად მორწყეთ, დაიცავით ტემპერატურული და სინათლის რეჟიმი, ხოლო 3-5 წლის შემდეგ მიირთვით წვნიანი და გემრიელი ნაყოფი. 


3. ბროწეული



ბროწეული ძალიან სასარგებლო ხილია და მისი კონტეინერში მოვლა, სხვა ხეებთან შედარებით, გაცილებით ადვილია. ეს იმიტომ, რომ მას ძალიან სუსტი ფესვთა სისტემა აქვს. ამას გარდა, დიდად მომთხოვნი მცენარე არ არის. ბროწეულის ხე არა მხოლოდ გემრიელ ნაყოფს იძლევა, არამედ ლამაზი ყვავილებიც აქვს. ამიტომაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, მხოლოდ დეკორატიული მიზნითაც აყვავილოთ.


4. ალუბალი 



ალუბლის ხეები ძალიან კომპაქტურებია და ნებისმიერ აივანს დაამშვენებს. მას ლამაზი ყვავილები აქვს, ხოლო ნაყოფი ბაღში მოყვანილს არ ჩამოუვარდება. ერთი ეგაა, ყვავილობის დროს ფრინველებისა და მწერებისგან უნდა დაიცვათ.


5. ანანასი



გავრცელებული აზრის მიუხედავად, ანანასები პალმაზე არ იზრდება, ის ბალახოვანი მცენარის ნაყოფია. ქოთანში თავს კარგად გრძნობს და შეიძლება, სახლის ნამდვილ მშვენებად იქცეს. ანანასი მწიფე ნაყოფის  „გვირგვინიდან“ ან „ქოჩრიდან“ იზრდება. სახლის პირობებში მისი ფოთლები 80 სანტიმეტრამდე იზრდება, ნაყოფი კი მართალია, ზომაში დიდი არ გამოგივათ, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გემრიელი იქნება. ანანასი ნაყოფს 3-4 წლის შემდეგ იძლევა.


6. ავოკადო



ავოკადო საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა და განსაკუთრებული პირობების შექმნა არ სჭირდება. მაგრამ მისგან ნაყოფის მიღება არც ისე ადვილია - ხე უფრო დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. სიმაღლეში 2,5 მეტრამდე იზრდება და კარგად ფილტრავს და ასუფთავებს ჰაერს.


7. მარწყვი



სახლის პირობებში მარწყვის მოყვანას გამოუცდელი მებაღეც კი შეძლებს. მას არ სჭირდება დიდი ქოთანი, მცირე ზომის კონტეინერიც ეყოფა. კარგი მოვლის შემთხვევაში თითქმის მთელი წელი გექნებათ წვნიანი და ტკბილი ნაყოფი.


 8. ფინიკი



თუკი გსურთ, სახლში ლამაზი პალმა გქონდეთ, ის შეგიძლიათ ფინიკის კურკიდან გაზარდოთ. ელემენტარული მოვლა და ლამაზი პალმა თქვენი ბინის  სასტუმროს ინტერიერს დაამშვენებს. სამწუხაროდ, სახლის პირობებში გაზრდილი ფინიკის პალმა ნაყოფს იშვიათად იძლევა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?