1. ამერიკა
შეერთებული შტატებიდან სოციალური ქსელებით გავრცელებულ მაკიაჟის სტილში სახისა და თვალების ინტენსიური დაჩრდილვა და გაფუებული წამწამებია.
2. კორეა
სამხრეთ კორეაში მაკიაჟი საერთო მსოფლიო ტენდენციებიდან შორსაა. თვალის ოდნავი მონიშვნა, ვარდისფერი ყვრიმალები და ე.წ. რბილი ლამაზი ტუჩები, რომლისთვისაც წითელი და მუქი ვარდისფერი პრიალა საცხი გამოიყენება. ეს სავსებით საკმარისია სამხრეთ კორეული მაკიაჟის აღსაწერად.
3. ირანი
ირანელი ქალებისთვის წარბები და თვალები ძლიერ მნიშვნელოვანია. მორკალული ხშირი წარბები და თვალებზე აქცენტი შეუცვლელია, მთელი ფსონი ხომ მათზე კეთდება.
4. ინდოეთი
თვალების მაკიაჟს აქაც დიდი ყურადღება ექცევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაშკაშა და გარდამავალი ფერები. ინდოელი ქალები არც ხელოვნურ წამწამებს ივიწყებენ.
5. ბრაზილია
ბრაზილიაში ბუნებრივი მაკიაჟი ძალიან პოპულარულია, რომელსაც აუცილებლად კაშკაშა და მქრქალი ტუჩების საცხით ავსებენ.
6. ინგლისი
ინგლისში ერთბაშად დიამეტრალურად განსხვავებულ ორ მიმდინარეობას ანიჭებენ უპირატესობას. ერთ შემთხვევაში ძალიან ნატურალურ მაკიაჟს მიმართავენ, მეორე შემთხვევაში კი ინტენსიურს არჩევენ. ამ უკანასკნელის გამოყენებისას ყურადღებას წვრილი წარბები, ბევრი ჩრდილი და კაშკაშა ტუჩების საცხი იპყრობს.
7. ავსტრალია
ავსტრალიელ ქალებს ძლიერ მოსწონთ "სმოკი აისის" ტექნიკა, რომლის დროსაც მაკიაჟის სხვა დეტალებს ბუნებრივად ტოვებენ. ყველაფერი სწორადაა გათვლილი: სახის მხოლოდ ერთ ნაწილზე კეთდება აქცენტი.
8. იაპონია
კორეა და იაპონია ძალიან ახლოს დგანან მაკიაჟის სტილის შერჩევისას. უბრალოდ, იაპონელი ქალები უფრო ნათელ სახეებს ანიჭებენ უპირატესობას.
9. საფრანგეთი
ფრანგი ქალებისთვის სახის კანი ყველაფერია. სწორედ ამიტომ ისინი ყველაზე მეტად მას უვლიან, გულმოდგინედ არჩევენ მაკიაჟს და უფრო მეტად ბუნებრივ ელფერს ინარჩუნებენ.
10. შვედეთი
შვედეთში უფრო ნატურალურ და მქრქალ ტონებს ანიჭებენ უპირატესობას.