1. Dreamworks
ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, როცა რეჟისორი სტივენ სპილბერგი, დისნეის დირექტორი ჯეფრი კაცბერგი და მუსიკალური პროდიუსერი დევიდ გეფინი ერთად შეიყარნენ და ახალი კინოსტუდიის შექმნა გადაწყვიტეს. თავდაპირველად კინოკომპანიის ლოგოტიპის შექმნა კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით სცადეს. მასზე მოთევზავე კაცი უნდა ყოფილიყო გამოსახული, მაგრამ მხატვრების დაჟინებული რჩევით ხატვის ტრადიციულ მეთოდებზე შეჯერდნენ.
ლოგოტიპი უკვე მზად იყო, როცა ერთ-ერთმა მხატვარმა ალტერნატიული ვარიანტი შექმნა. მასზე მთვარეზე მჯდომარე მოთევზავე კაცი ბიჭუნამ შეცვალა. ეს ვარიანტი სპილბერგს ძალიან მოეწონა. მთვარეზე მჯდომი ბიჭუნას მოდელი მისი შემქმნელი მხატვრის, რობერტ ხანტის ვაჟი იყო.
2. Paramount Pictures
ეს კინოკომპანია 1912 წელს ინვესტორმა ადოლფ ცუკრმა და თეატრალურმა მაგნატებმა, ძმებმა ფრომანებმა შექმნეს. კომპანიის ლოგოტიპი მხატვარ უილიამ ჰოტკინსის შექმნილია. სწორედ მან ურჩია იუტას შტატში მდებარე ბენ-ლემონდის მთა გამოესახათ.
სწორედ იქ გაატარა მხატვარმა ბავშვობა. თავიდან ლოგოტიპზე 24 ვარსკვლავი იყო. მათი რაოდენობა იმ მსახიობთა რიცხვს აღნიშნავდა, რომლებმაც ახლად შექმნილ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს. ახლა ლოგოტიპზე 22 ვარსკვლავია და არავინ იცის დანამდვილებით, რამ გამოიწვია ეს ცვლილება.
3. Columbia Pictures
ეს კომპანია კი 1924 წელს შეიქმნა. ქალის გამოსახულებიანი ლოგოტიპიც სწორედ იმ დროიდან მოდის. ის ამერიკის სიმბოლოა. თავდაპირველად ლოგოტიპი საკმაოდ მოუქნელი იყო, უამრავი დეტალით გადატვირთული. მომდევნო 5 წელიწადში მხატვრებმა ის რამდენჯერმე გადაამუშავეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ლოგოტიპმა 1984 წელს განიცადა. სახელწოდება უფრო გაიშალა, უკანა ფონზე ღრუბლები გაჩნდა, ჩირაღდანი უფრო თანაბრად ანათებს, ხოლო ქალის გამოსახულება უფრო გამარტივდა.
ახლანდელი სახე ლოგოტიპმა 1993 წელს მიიღო. მისი ბოლო სერიის მენატურე ჩვეულებრივი დიასახლისი ჯენი ჯოზეფი გახდა. ლოგოტიპის მუსიკალური გაფორმება კომპოზიტორ ჯონათან ელისს ეკუთვნის.
4. Metro Goldwyn Mayer
„ლომ ლეოს“ ლოგოტიპის პროექტი 1924 წელს პოეტმა ჰარვარდ დიეტსმა შექმნა. კინოსტუდიის არსებობის განმავლობაში მის როლში ხუთი მტაცებელი გადაიღეს. პირველი მათგანი ლომი სლატსი იყო, რომელიც არ ღრიალებდა, უბრალოდ ემბლემას ამშვენებდა. შემდეგი ლომი ჯეკი იყო, რომელიც პირველად აღრიალდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ლოგო ფონოგრაფის მეშვეობით ჯერ კიდევ იმ დროს შეიქმნა, როცა კინო მუნჯი იყო! მესამე ლომი ტანერი იყო. მეოთხეზე მონაცემები არ არსებობს, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მას მშვენიერი ფაფარი ჰქონდა. და აი, 1957 წელს ლოგოტიპისთვის ლომი ლეო გადაიღეს. რაც მთავარია, ლოგოტიპის გადაღების დროს არცერთი ლომი არ დაზიანებულა.
5. Walt Disney Company
Disney ძმებმა უოლტერმა და როი დისნეებმა შორეულ 1932 წელს შექმნეს. კომპანიის ლოგოტიპს ყველა ცნობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომელი ციხე-დარბაზია მასზე გამოსახული. თავდაპირველად ეს ნოიშვანშტეინის ციხე-დარბაზი იყო. მას მეორენაირად „გედის ციხე-დარბაზსაც“ უწოდებენ. მაგრამ ამ ლოგოტიპმა 2006 წლამდე იარსება. შემდგომ ის კონკიას ციხე-დარბაზის 3D მოდელმა შეცვალა, რომლის პროტოტიპი ფრანგული დიუსსეს ციხე-დარბაზი გახდა.