არაჩვეულებრივად იაფი სამოთხე - ადგილები, სადაც ახალი ცხოვრების დაწყება შეიძლება

საკნატუნო ამბები

13 თებერვალი 17:00

თუ ფულს ინტერნეტით გამოიმუშავებთ და ოფისის ადგილმდებარეობა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ჭუჭყიან, ხმაურიან და ძვირ მეგაპოლისში აღარ იცხოვროთ...

გთავაზობთ საუცხოო ადგილებს ახალი ცხოვრების დასაწყებად, სადაც ინტერნეტში მუშაობასა და ფულის შოვნასაც შეძლებთ, თანაც არაჩვეულებრივად ლამაზ და მყუდრო გარემოში იცხოვრებთ.

  • ავარუა, კუკის კუნძულები

    ფორმალურად ეს კუნძულები ახალ ზელანდიას ეკუთვნის, მაგრამ მისგან 2008 კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივი პლაჟები მალდივისას და სეიშელისას არ ჩამოუვარდება, სამაგიეროდ ბინა ღირს 130 დოლარი თვეში.  

  • წელიწადში აქ მხოლოდ 100 ათასამდე ტურისტი ჩამოდის, ასე რომ, შედარებით სიწყნარეა.

  • აქ შეიძლება ვეშაპების ყურება, ლაშქრობაში სიარული და ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა.

  • თუმცა - უცხოელებს აქ უძრავი ქონების შეძენა არ შეუძლიათ. მხოლოდ 60-წლიანი არენდის უფლება აქვთ. სრულფასოვანი მოქალაქე რომ გახდე, რამდენიმე წელი უნდა იცხოვრო და ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა მიიღო.

  • ჩესკი-კრუმლოვი, ჩეხეთის რესპუბლიკა 

    ეს ზღაპრული ქალაქი ჩეხეთის ბოჰემიის პროვინციაში მდებარეობს. მთელი ქალაქი ერთი მთლიანი შუა საუკუნოვანი ციხე-დარბაზია. ყველა ქუჩა აქ ქვაფენილით არის მოკირწყლული. ორ პერსონაზე სამი კერძისგან შემდგარი სადილი 20 დოლარი ღირს, ხოლო ბინის დაქირავება თვეში 400 დოლარად შეიძლება. ერთი ეგაა, ნორმალური ცხოვრებისთვის ცოტაოდენი ჩეხური ენის შესწავლა დაგჭირდებათ.  

  • კო-ტონსაი, კამბოჯა 

    ეს პატარა კუნძული კამბოჯის სამხრეთით მდებარეობს. აქ თითქმის არავინ ცხოვრობს, მხოლოდ მეთევზეები. თანაც შესაფერის ბუნგალოს სასაცილო ფასად იშოვით, ხოლო მეთევზეებთან ზღვის პროდუქტების ყიდვა და გემრიელი ვახშმის მომზადება ორიოდ დოლარად შეიძლება.  

  • თუმცა - ეს „საბავშვო“ სუფთა პლაჟი არაა, სადაც მთელი დღით განცხრომას შეძლებთ. ზოგჯერ უპატრონო ძაღლების ხროვა შეესევა სანაპიროს, ანდა ჯუნგლების ბინადარნი ესტუმრებიან. სამაგიეროდ აქ სრულად იგრძნობთ, რას ნიშნავს ცივილიზაციისგან მოშორებით ცხოვრება.

  • გუანახუატო, მექსიკა 

    მექსიკის შუაგულში კლასიკური, კულტურულად განვითარებული ქალაქი გუანახუატო მდებარეობს.  წესიერი ბინის შოვნა თვეში 150-200 დოლარად შეიძლება, კათხა ლუდი ბარში 1 დოლარზე ნაკლები ღირს, ხოლო კინოს ბილეთი - 3 დოლარი.  

  • სწორედ აქ დაწერა რეი ბრედბერიმ მოთხრობა „რიგში შემდეგი“. აქ ხელოვნების ფესტივალი Cervantino იმართება, რომელსაც სახელი „დონ კიხოტის“ ავტორის პატივსაცემად ეწოდა.

  • მარგალიტის კუნძულები, პანამა 

    წყნარ ოკეანეში, პანამის მატერიკული ნაწილიდან 30 კილომეტრზე საოცარი არქიპელაგი მდებარეობს. ოდესღაც აქ მარგალიტებს მოიპოვებდნენ. ახლა კი ადგილობრივებისთვის  საოცარ კურორტად იქცა.  

  • ზღვის ნაპირზე სახლის დაქირავება თვეში 300 დოლარად შეიძლება. საკუთარი სურვილით განდეგილობისთვის გადასარევი ადგილია. 

  • აქ სერიალ „გადარჩე ცოცხალის“ სამ სეზონს იღებდნენ. ასე რომ, აქაური ადგილები პლანეტაზე ულამაზესად ითვლება.

  • აგონდას პლაჟები, გოა, ინდოეთი

    გოას სამხრეთი სანაპირო ის ადგილია, სადაც ზედ პლაჟზე სპილოთი სეირნობა შეიძლება. ბოთლი ღვინო 0,5 დოლარი ღირს, გაკრეჭა - 0,6 დოლარი, ხოლო ქოხის დაქირავება სანაპიროზე თვეში 120 დოლარად შეიძლება.   

  • გოას ეს ნაწილი თითქმის უკაცრიელია. აქ თითქმის არ არიან ტურისტები, სამაგიეროდ ბევრი ტაძარია.

  • ველიკო ტირნოვო, ბულგარეთი

    ეს ადგილი ბულგარეთის ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს შავი ზღვის ერთ-ერთი საუკეთესო რივიერაა. აქ ფრანგულ რივიერასავით სილამაზეა, სამაგიეროდ ბოთლი ლუდი 0,8 დოლარი ღირს. მოსახლეობა კი მხოლოდ 200 ათასია.  

  • საინტერესო ფაქტია ის, რომ ველიკო-ტირნოვოს ბევრი მსოფლიო იმპერიის აღმასვლა და დაცემა უნახავს. აქ ბინა თვეში 200 დოლარი ღირს. ნაკლი - ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა.

  • ხო კოკ-ბიჩი, ვიეტნამი

    ვიეტნამის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო 11 ათასი ჰექტარი ტროპიკული ტყით არის ცნობილი. ეს ადგილი საუკეთესოა აზიაში დაივინგისა და წყალქვეშა ნადირობისთვის. აქ ტურისტები უქმე დღეებშიც კი არ არიან.  

  • ამის გამო აქ საცხოვრებელი თვეში 150-200 დოლარი ღირს. თუმცა ცხოვრება ადგილობრივებთან ახლო კონტაქტში მოგიწევთ. 

  • ქსამილ ბიჩი, ალბანეთი 

    ალბანეთის სამხრეთ ნაწილი წყნარი ცხოვრებისთვის იდეალური ადგილია. ახლოს პატარა ქალაქი და ბუტრინტის ეროვნული პარკია. კლიმატი - ხმელთაშუა ზღვის. ადგილობრივი პროდუქტები - ზეთისხილი და მანდარინი. მეზობელი საბერძნეთისგან, იტალიისა და ხორვატიისგან განსხვავებით: ბოთლი ლუდი - 90 ცენტი, საცხოვრებელი კი 100-120 დოლარია თვეში.  

  • აქ 30-მდე სახეობის თევზია, ხოლო კაფეში კერძი, საშუალოდ, 6 დოლარი ღირს. ღვინო იაფია, ბოთლი 5 დოლარამდე. სავარაუდოდ, უახლოეს ხუთ წელიწადში ტურისტების მატება მოსალოდნელი არაა. 

  • ლას-ტრანკას, ჩილე 

    აქაური მთის ფერდობები საუკეთესოა მთელ სამხრეთ ამერიკაში. სხვა თუ არაფერი, ანდებია. თხილამურებზე სრიალი მთელი წელი შეიძლება. ბინის დაქირავება თვეში 300 დოლარი დაგიჯდებათ.   

  • თუმცა, ერთი პრობლემაა - მთელი წელი ზამთარია. მაგრამ ვიღაცას ხომ მოსწონს ზამთარი?

წყარო: bigpicture.ru
საკნატუნო ამბები

ცნობილი გეები, რომლებმაც საკუთარი ორიენტაციის შესანიღბად იქორწინეს (13 ფოტო)

პოპულარობა კარგია, მაგრამ მას ერთი უარყოფით მხარე აქვს: ადამიანებს ცნობილებზე ყველაფრის გაგება სურთ.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გიორგი საკარული: „მეგონა, ჩემს ცხედარსაც ვეღარავინ იპოვიდა“

„მაჩვენეთ, ვინ ან სად არის პატრიოტი და გეტყვით, რა არის პატრიოტიზმი“, - არაჟურნალისტურ ამპლუაში კითხვებს პასუხობს ჟურნალისტი გიორგი საკარული.
საკნატუნო ამბები

მატარებელი ფანტომი თუ გამოუვალი მდგომარეობა?

ოდესმე გინახავთ, როგორ მიდის მატარებელი ოკეანეს ზედაპირზე, საცხოვრებელი სახლის ფანჯრებში, თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე?.. მსოფლიოში არის ადგილები, სადაც მატარებლის გავლა ჩვენი გონებისთვის წარმოუდგენელია... 
კინო

10 ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესი გამოდგა

უამრავი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია არსებობს. სამწუხაროდ, ფილმებში ყოველთვის ვერ ხერხდება გმირების მთელი განცდების გადმოცემა. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ამ 10 ფილმზე - ისინი პირველწყაროზე უკეთესებიც აღმოჩნდნენ.
საკნატუნო ამბები

ეს გოგო ჩვენს წარმოსახვას თამამად ეთამაშება და გონებას გვირევს

შვეიცარიელი ფოტოგრაფი მონიკა კარვალო ცნობილია თავისი სიურრეალისტური ფოტოებით. მუშაობის პროცესში მონიკა ფოტოშოპს იყენებს და ერთ კადრში ოსტატურად ახერხებს აბსოლუტურად განსხვავებული ობიექტების შეხამებას. ეს საოცრებაა!
ამბები

,,სიცოცხლისთვის" - თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ისრაელში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

14 მარტს ისრაელში, ქალაქ ხულონში, 24 წლის თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ფონდი „ცხოვრება მშვენიერია" საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
საკნატუნო ამბები

შეადარეთ: რით განსხვავდება თვითმფრინავებში ეკონომკლასისა და ბიზნესკლასის საკვები

პირდაპირ გეტყვით, რომ მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა. როგორც აღმოჩნდა, ღარიბები მიირთმევენ ყველაფერს და დიდი რაოდენობით. მდიდრები პირიქით - ყურადღებას აქცევენ კალორიებს და ამიტომაც მათთვის განსაკუთრებულ სადილს ამზადებენ...
იცით თუ არა...

ბეღურების მასობრივ ხოცვას ბუნებამ სასტიკი შურისძიებით უპასუხა

ჩინეთის მთავრობამ მინდვრის მავნებლების წინააღმდეგ საერთო სახალხო ბრძოლა გამოაცხადა. ხელისუფლების გათვლებით, მინდვრის მავნებლები ყოველწლიურად 35 მილიონი ადამიანის სამყოფ მარცვლეულს ანადგურებდნენ, ამიტომ მათ წინააღმდეგ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება იყო საჭირო.
თემატური ჰოროსკოპი

ვერძის 7 დიდებული თვისება!

არიან ვერძები თქვენს ცხოვრებაში? შეამოწმეთ, რამდენად ერგებათ ეს დახასიათება თქვენს ნაცნობ ვერძებს...
FUN-ტესტი

რომელ ჩანთას შეურჩევთ ამ ფეხსაცმელს?

უპასუხეთ მარტივ კითხვას და გაიგეთ, გაქვთ თუ არა გემოვნება...
თავსატეხი

იპოვეთ 10 განსხვავება

ადამიანი ობობას ამ ორ სურათს შორის ნამდვილად არის ათი განსხვავება. მათ მოსაძებნად, გარწმუნებთ, დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.