მატარებელი ფანტომი თუ გამოუვალი მდგომარეობა?

საკნატუნო ამბები

21 თებერვალი 19:00, 2018 წელი

ოდესმე გინახავთ, როგორ მიდის მატარებელი ოკეანეს ზედაპირზე, საცხოვრებელი სახლის ფანჯრებში, თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე?.. მსოფლიოში არის ადგილები, სადაც მატარებლის გავლა ჩვენი გონებისთვის წარმოუდგენელია... 

1. ბლუმერის ჭრილში გამავალი მატარებელი. კალიფორნია, აშშ



როცა 1860-იანი წლების დასაწყისში კალიფორნიაში, ობერნეს ახლოს რკინიგზის გაყვანა გადაწყვიტეს, ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო. ამისთვის საჭირო იყო 30 მეტრის სიმაღლისა და 150 მეტრის სიგრძის ესტაკადის აგება და ბორცვებს შორის გზის გაჭრა. როცა 1864 წელს ბლუმერის ჭრილი გაიხსნა, მას "სამყაროს მერვე საოცრება" უწოდეს. ეს სარკინიგზო უბანი დღემდეა შემორჩენილი.


2. საცხოვრებელ სახლში გამავალი მატარებელი, ჩინეთი



ჩუნცინი, უნიკალური ტოპოგრაფიისა და მჭიდრო დასახლების გამო, ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქებს მიეკუთვნება. არქიტექტორებსა და ქალაქმშენებლებს ქალაქისთვის ესოდენ აუცილებელი მონორელსური გზის გასაყვანად უნიკალური ხერხის მოფიქრება მოუწიათ. მათმა გადაწყვეტილებამ მსოფლიო გააოცა: მატარებელი 19-სართულიან საცხოვრებელ სახლში გადის. სამი მხრიდან ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული, ხოლო ქალაქის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, მთის კალთებზეა გაშენებული. ამის და 49-მილიონიანი მოსახლეობის გამო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლებისთვის დიდ თავის ტკივილად იქცა. 2004 წელს მათ ორი გზა ჰქონდათ: ან საცხოვრებელი სახლი დაენგრიათ და მონორელსისათვის ადგილი გაეთავისუფლებინათ, ან გვირაბი პირდაპირ სახლში გაეყვანათ. საბოლოოდ მეორე ვარიანტი აირჩიეს.


3. ვიწრო ჩიხში გამავალი მატარებელი, ვიეტნამი



პრაქტიკულად ყველგან რკინიგზასთან მიახლოებისას სპეციალური სიგნალებითა და შლაგბაუმებით გვაფრთხილებენ. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა რკინიგზა სახლის კარიდან ორ ნაბიჯზე გადის? სწორედ ასეა ჰანოიში. ქალაქის ძველ უბანში ხალხი რკინიგზის  მახლობლად ცხოვრობს და მუშაობს. მატარებლის გავლის დროს აქ მაღაზიებს კეტავენ.


4. ჯებირზე გამავალი მატარებელი, გერმანია



Hindenburgdamm - ეს კუნძულ ზიულტისა და გერმანიის მატერიკული ნაწილის დამაკავშირებელი ჯებირია. ის 1927 წელს მხოლოდ სარკინიგზო მიმოსვლისთვის ააგეს. მანამდე კუნძულთან მისვლა მიქცევა-მოქცევაზე იყო დამოკიდებული, ხოლო ზამთარში, საერთოდაც, შეუძლებელი ხდებოდა გადასვლა. საბოლოო ჯამში, მიწაყრილი გააკეთეს, რომელზეც დღეში 100-მდე მატარებელი დადის. მათგან 50-ს ავტომობილები გადაჰყავს, კუნძულთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ხომ არ არსებობს.


5. ჩინეთისა და აშშ-ის დამაკავშირებელი 21 000-კილომეტრიანი რკინიგზის პროექტი - ჩინეთი/რუსეთი/კანადა/აშშ



ჩინეთს ახალი ამბიციური პროექტი გაუჩნდა - 21 000-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ჩინეთსა და აშშ-ს დააკავშირებს. ამასთანავე, ბერინგის სრუტეზე 200-კილომეტრიანი წყალქვეშა გვირაბის გაყვანა იგეგმება. მატარებლები ამ რკინიგზაზე 350 კმ/სთ სიჩქარით ივლიან, რის გამოც მთელი გზის გავლას 2 დღეზე ნაკლები დასჭირდება. რუსეთის თანხმობა უკვე მიიღეს.  


6. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი - დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი



მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ღრმა სარკინიგზო გვირაბი 2016 წელს შვეიცარიაში ოფიციალურად გაიხსნა. 20-წლიანი მშენებლობის შედეგად 57-კილომეტრიანი გოტარდის საბაზისო გვირაბი შვეიცარიის ალპებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას შორის ჩქაროსნულ კავშირს ამყარებს. მეორე ადგილზე იაპონიაში მდებარე 53,9-კილომეტრიანი გვირაბი სეიკანია, ხოლო მესამეზე - 50,5-კილომეტრიანი ევროგვირაბი, რომელიც ლა-მანშის ქვეშაა გაყვანილი და დიდი ბრიტანეთს საფრანგეთთან აკავშირებს.


7. სპირალურ ვიადუკზე გამავალი მატარებელი, შვეიცარია



შვეიცარიულ კომუნა ბრუსიოში ცხრათაღიანი, ერთხაზიანი სარკინიგზო ხიდის ნახვა შეგიძლიათ. ეს ხიდი მარყუჟს აკეთებს. ის სარკინიგზო ხაზების სიმაღლის შესაცვლელად ააგეს. ვიადუკის სიგრძე 110 მეტრია, ხოლო დახრა 7%-ს შეადგენს.


8. ასაფრენ ზოლზე გამავალი რკინიგზა, ახალი ზელანდია



ახალი ზელანდიის ჰისბორნის რეგიონული აეროპორტი ერთ-ერთი იშვიათი აეროპორტია, რომელსაც რკინიგზა გადაკვეთს. აქ მატარებლები თვითმფრინავების აფრენა-დაჯდომის დროს ჩერდებიან. ერთი ამგვარი აეროპორტი კუნძულ ტასმანიაზეც იყო, მაგრამ იმის გამო, რომ სარკინიგზო მიმოსვლა თითქმის შეწყდა, მარშრუტი 2005 წელს დაიხურა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?