რას ამბობს მკერდის ფორმა თქვენს ხასიათზე? (12 ფოტო)

რას ამბობს მკერდის ფორმა თქვენს ხასიათზე? (12 ფოტო)

საკნატუნო ამბები

14 მარტი 09:00, 2018 წელი

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ, თუკი ქალს მკერდზე დააკვირდებით, მის შინაგან სამყაროს ამოიცნობთ. ვცადოთ - დააკვირდით ფოტოებს, მიამსგავსეთ თქვენი მკერდის ფორმას და წაიკითხეთ შედეგი.

ადამიანის სხეულს მის ხასიათზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. მაგალითად, იტალიელი ექიმი ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზო იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ადამიანის სახის ნაკვთებით გავიგებთ, არის თუ არა ის პოტენციური დამნაშავე. ასევეა ქალის მკერდი, რომლის ფორმის მიხედვითაც ქალის ხასიათის დადგენა შეიძლება. 

  • ინტელექტუალური ქალი

    მზად ხართ, მიიღოთ ნებისმიერი გამოწვევა, მთავარია, დაამტკიცოთ საკუთარი ინტელექტი. თქვენთვის ძალიან ღირებულია სიმშვიდე და კომფორტი. სხვების თვალში ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ხშირად მალავთ საკუთარ რეალურ გრძნობებს და გიყვართ მარტოობა.


  • ლიდერად დაბადებული

    არ გიყვართ დახმარების თხოვნა, რადგან ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას ხართ მიჩვეული. თქვენი ახლობლები ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს და რთულ სიტუაციებში თქვენი იმედი აქვთ. წარმატებული ქალი ხართ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა, ცივი და უგულო ჩანხართ, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი თანდაყოლილი დელიკატურობის ბრალია.


  • მის ორიგინალურობა

    თანამედროვე, მოდური ქალი ხართ. არანაირი პრობლემის არ გეშინიათ. საკმაოდ იმპულსური  ბრძანდებით, ამიტომ ყოველი ახალი დღე ნამდვილი თავგადასავალია თქვენთვის. თქვენი ქცევები გარშემომყოფებს აოცებს, მაგრამ სინამდვილეში, გადაწყვეტილების არჩევის დროს ყოველთვის ორიენტირებული ხართ საკუთარი ღირებულებების სისტემაზე.


  • ოპტიმისტი და მეოცნებე

    ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი შეგიძლიათ, იპოვოთ გამოსავალი. მუდმივად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, მაგრამ იშვიათად იღიმებით. მარტივად შედიხართ ადამიანებთან კონტაქტში. ფანტაზიის შესანიშნავი უნარი გაქვთ და არ გეშინიათ ოცნების. მეგობრები მიიჩნევენ, რომ კომპანიის გული ხართ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გულის სიღრმეში საკმაოდ სენტიმენტალური ბრძანდებით.


  • მამაცი ამორძალი

    რაც არ უნდა სერიოზული წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდეთ, ყოველთვის შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების დაძლევა. ენთუზიაზმით სავსე ხართ და საკუთარი მაგალითით ბევრს შთააგონებთ. ამავე დროს, არ გიყვართ, როდესაც გეწინააღმდეგებიან. იმ შემთხვევაშიც, თუკი მართალი არ ხართ, შეცდომის აღიარება გიჭირთ.


  • ნამდვილი ამოცანა

    ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველი ხართ. შესანიშნავი მსმენელი ხართ და მეგობრები თავისუფლად განდობენ ყველაზე დიდ საიდუმლოსაც კი. მაგრამ უცხოებისთვის ნამდვილი გამოცანა ხართ. არ გიყვართ საკუთარ ცხოვრებაზე დეტალური საუბარი. სწორედ ამიტომ მიგიჩნევენ იდუმალ ადამიანად.


  • სერიოზული და ბრძენი

    მუდმივად ცდილობთ, ცოდნა გაიღრმაოთ და გამოცდილება მიიღოთ. თქვენი სახლი სავსეა წიგნებით, ხოლო მეგობრები წარმოუდგენლად აფასებენ თქვენს ერუდიციას და სასარგებლო რჩევებს ხშირად გთხოვენ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მოსაწყენი ადამიანი ხართ, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. უბრალოდ, არ გიყვართ წვრილმანებით აღფრთოვანება და მხოლოდ ვიწრო წრეში იხსნებით.


  • ერთადერთი და განუმეორებელი

    წარმოუდგენლად კრეატიული ხართ და მუდმივად ცდილობთ, რაღაც ახალი შექმნათ. იდეებითა და გეგმებით სავსე ხართ, მაგრამ იშვიათად ახერხებთ მათ რეალიზებას, რადგან ხშირად ხართ აპათიურ ან მელანქოლიურ განწყობაზე. თქვენი მეგობრები ძალიან აფასებენ თქვენს ინდივიდუალიზმს.


  • ჰარმონიის განსახიერება

    დაბალანსებული პიროვნება ხართ. ერიდებით კონფლიქტებს და გამოუვალ სიტუაციებს. იშვიათად გამოთქვამთ საკუთარ მოსაზრებას და ცდილობთ, საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ზუსტად იცით, რის მიღწევა გსურთ და თავდაჯერებული მიიწევთ მიზნისკენ. თქვენი გონება აკონტროლებს ემოციებს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარებათ.


  • კამპანიის გული

    თქვენი ნათელი ქარიზმა ბევრ ადამიანს იზიდავს. არაორდინარული პიროვნება ხართ და ამასთანავე, ადვილად შედიხართ ადამიანებთან ურთიერთობაში. ნებისმიერ კამპანიაში ყურადღების ცენტრში ხართ, ხოლო ყველა თქვენი ნაცნობი გულწრფელად აღტაცებულია თქვენით. ბევრი ნათელი ფერი და მხიარულება შეგაქვთ ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში.


  • ენერგიის ვულკანი

    მუდმივად ყურადღების ცენტრში ხართ და შესანიშნავად იცით, როგორ ისარგებლოთ ამ მდგომარეობით. ძლიერი ქარიზმა გაქვთ, ამიტომ ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენთ. ამავე დროს, ვერ იტანთ შაბლონურ აზროვნებას და ცდილობთ, არ იკონტაქტოთ იმ ადამიანებთან, ვისთვისაც პრაქტიკულობა პირველ ადგილზე არ დგას.


  • საყრდენი წერტილი

    ზედმეტად პასუხისმგებლიანი ხართ. თქვენი კოლეგები თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ და მარტივად განდობენ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებსაც კი. დარწმუნებულები არიან, რომ სამუშაოს 100%-ით შეასრულებთ და თან ისე, როგორც საჭიროა. პირად ცხოვრებაში კი ოჯახისთვის საყრდენი კედელი ხართ!


წყარო
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...