„ჩვენ გვინდა, პატარა გოგონებმა იცოდნენ, ვის მიბაძონ“ - კომპანია „ბარბის“ ახალი სერია

საკნატუნო ამბები

13 მარტი 19:00

კომპანია „ბარბის“ თოჯინების ახალი სერია იმ ცნობილ ქალებს ეძღვნებათ, რომლებმაც ისტორია გარკვეულწილად შეცვალეს. „ბარბიმ“ გადაწყვიტა, არა მარტო გარეგნობაზე, არამედ შინაარსზეც გააკეთოს აქცენტი.  

ამ სერიაში თოჯინები ის ქალები არიან, რომელთა ცხოვრება და პროფესიონალიზმი მილიონობით ადამიანისთვის კარგი მაგალითია. „ჩვენ გვინდა, რომ პატარა გოგონებმა იცოდნენ, ვის მიბაძონ“, - ამბობენ კომპანიაში.

  • ფრიდა კალო - მხატვარი
  • ამელია ერჰარტი - პირველი პილოტი ქალი, ვინც თვითმფრინავით გადაფრინდა ატლანტის ოკეანის თავზე

  • მარტინა ვოიცეხოვსკა - პოლონელი ჟურნალისტი და მოგზაური, National Geographic-ის პოლონური ვერსიის რედაქტორი

  • ელენ დაროზი - ფრანგი კულინარი, რესტორატორი,  საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.

  • ეშლი გრემი - პლუს ზომის მოდელი, რომელმაც მოდის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.
  • პეტი ჯენკინსი - ყველაზე  მაღალანაზღაურებადი ქალი რეჟისორი ჰოლივუდში.

  • კეტრინ ჯონსონი - ფიზიკოსი, მათემატიკოსი, NASA-ს ინჟინერი. მას უწოდებენ ადამიან-კომპიუტერს. კეტრინს უდიდესი წვლილი აქვს კოსმოსში პირველი ამერიკელის გაშვებასა და შემდეგ მთვარეზე დაჯდომაში.

  • იუან-იუან ტანი - ჩინური წარმოშობის პრიმაბალერინა. სან-ფრანცისკოს თეატრის მთავარი მოცეკვავე და ჰონკონგის ბალეტის საპატიო ბალერინა. 

  • სარა გამა - იტალიელი ფეხბურთელი, „იუვენტუსის“ მცველი, იტალიის ქალთა ნაკრების წევრი.

  • ლეილა პიედაიეში - ირანელი დიზაინერი, მეწარმე, ბრენდ „lala Berlin“-ის დამფუძნებელი.

  • იბტიჰაჯ მუჰამედი - ამერიკელი მოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონი (2014წ.), დაბადებული აფროამერიკელისა და მუსლიმანის ოჯახში.

  • ბინდი ირვინი - ბუნების დამცველი და ველური ბუნების ექსპერტი, ისევე როგორც იყო მისი ლეგენდარული მამა სტივ ირვინი.

  • სიაო ტუნ გუანი - ჩინელი მსახიობი. 6 წლის ასაკში დაიწყო სამსახიობო კარიერა. ამჟამად 21 წლისაა და მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ფილმში და 23 სერიალში. 
  • ჰლოე კიმი - ამერიკელი სნოუბორდისტი, 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სნოუბორდის დისციპლინა ჰალფპაიპში.

  • გაბი დუგლასი - პირველი აფროამერიკელი ტანმოვარჯიშე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. 

  • ავა დიუვერნეი - რეჟისორი, პუბლიცისტი, The DuVernay Agency-ის დამფუძნებელი.

  • ჰუეი რუოკი - ფრენბურთელი, ჩინეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი.
  • ნიკოლა ადამს ობე - ბრიტანელი მოკრივე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი.

დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან უმდიდრესი სპორტსმენების ცოლები

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო დონის სპორტსმენებს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვთ...
საკნატუნო ამბები

როდესაც ჩაცმის განსაკუთრებული სტილი გაქვს (20 ფოტო)

ადამიანების გარკვეულ ნაწილს უყვარს, როდესაც სხვებისგან გამოირჩევიან და ამაში ცუდს ან სამარცხვინოს ვერაფერს ხედავენ. რომ დავფიქრდეთ, არც არაფერია.
საკნატუნო ამბები

გიტირიათ სექსის შემდეგ?

გაიხსენეთ, ხომ არ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს უტირია ან უბღავლია კიდეც. იქნებ, სექსის შემდეგ თქვენც წამოგსვლიათ თვალებიდან ცრემლები? მოკლედ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი პოსტკოიტალური დისფორიიდან გამომდინარეობს, რომელიც შეინიშნება როგორც ქალებში, ისე კაცებში.    
NEW

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
NEW

სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან

სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

პაემნები, რომლებიც ამ ვარსკვლავებს კოშმარულად ახსოვთ

ისინიც მოხვედრილან ისეთ სიტუაციებში, რომელთა გახსენებაც აღარ უნდათ...
ამბები

მარიამ ჯაში: გთხოვთ გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურისა და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი გააკეთა ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
ამბები

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმსა და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის ქ. N1).