მოკლედ, ვარჯიშის არსი ასეთია: დადექით ამ პოზაში, რაც ფოტოზეა ნაჩვენები.
ხელები მხრების პარალელურად უნდა დააწყოთ იატაკზე, რათა წონასწორობა შეინარჩუნოთ. ფეხები ოდნავ დააშორეთ ერთმანეთს. თუ იგრძნობთ, რომ თეძოები დაგიმძიმდათ, ფეხები კიდევ გაწიეთ განზე და ისეთ დისტანციაზე დაიჭირეთ, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი. ისუნთქეთ თანაბრად და მშვიდად.
28 დღის მანძილზე ყოველდღე უნდა დადგეთ ამ პოზაში. დრო კი ასე უნდა გადაანაწილოთ:
1-ლი და მე-2 დღე - 20 წამი
მე-3 და მე-4 დღე - 30 წამი
მე-5 დღე - 40 წამი
მე-6 დღე - დაისვენეთ
მე-7 და მე-8 დღე - 45 წამი
მე-9, მე-10, მე-11 დღე - 60 წამი
მე-12 დღე - 90 წამი
მე-13 დღე - დაისვენეთ
მე-14 და მე-15 დღე - ისევ 90 წამი
მე-16 და მე-17 - 120 წამი
მე-18 დღე - 150 წამი
მე-19 დღე - დაისვენეთ
მე-20 და 21-ე დღე - 150 წამი
22-ე და 23-ე დღე - 180 წამი
24-ე დღე - 210 წამი
25-ე დღე - დაისვენეთ
26-ე დღე - 210 წამი
27-ე დღე - 240 წამი
28-ე დღე - რამდენსაც შეძლებთ.