რა აცვიათ ფეხზე Victoria’s Secret-ის ანგელოზებს და რა შუაშია აქ „ბარბი“ და Coca-Cola?

საკნატუნო ამბები

19 აპრილი 19:00, 2018 წელი

Victoria’s Secret ყოველწლიური დიდებული შოუს თითოეული დეტალი საზოგადოების განხილვის საგანი ხდება ხოლმე, მაგრამ ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ფეხსაცმელი, რომელსაც Victoria’s Secret-ი თავად არ აწარმოებს და სხვა დიზაინერებს უკვეთს.

ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია ლონდონელი სოფია ვებსტერი. 33 წლის ასაკში ბრიტანელმა ცნობადი სტილი შექმნა, რომელმაც ვარსკვლავთა სიყვარული დაიმსახურა.  
სხვათა შორის, ვებსტერის ფეხსაცმელს ატარებენ რიანა, სარა ჯესიკა პარკერი, ანა დელო რუსო და  მიროსლავა დუმა. მან რამდენიმე მახვილგონივრული კოლექცია შექმნა, ზოგ მათგანს ახლა წარმოგიდგენთ.


სოფია ვებსტერი ხელოვნების სამეფო კოლეჯისა და კორდვეინერის პრესტიჟული კოლეჯის კურსდამთავრებულია. უჩვეულო ფეხსაცმლის დამზადებაში მას ეთნიკური მოტივები, მუსიკა და მოგზაურობა ეხმარება. ამას გარდა, ის იაპონელი მხატვრის იაიენ კუსამას (მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მხატვარი  ქალი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს) თაყვანისმცემელიცაა. როგორც ჩანს, ეს მართლაც შთაგონების ძლიერი წყაროა.


1. Victoria’s Secret



2014 წელს Victoria’s Secret Fashion Show-ს ტრადიციული ჩვენებისას მოდელები სოფია ვებსტერისა და ნიკოლას კირკვუდის ფეხსაცმლით გამოდიოდნენ. მაშინ სოფია კირკვუდის ასისტენტად მუშაობდა.


 


კირკვუდმა  Swarovski-ის ქვებით შემკული ოქროს სანდლები წარმოადგინა, ხოლო ვებსტერმა უჩვეულოდ მაღალი, ბოტფორდის მსგავსი მაშიები. ერთ წყვილს ფრთების მსგავსი ნახჭი ამშვენებდა - ზუსტად ისეთი, როგორიც მოდელებს მხრებზე ეკეთათ.


2. Barbie



2015 წელს სოფია ვებსტერმა კაშკაშა ვარდისფერი ფეხსაცმლის კოლექცია თოჯინა ბარბის მწარმოებელთან ერთად შექმნა. ეს არა მხოლოდ თოჯინის გარეგნობის ქუსლიანი ფეხსაცმელი იყო, რომელსაც ფერიის ფრთებიც ამშვენებდა, არამედ სპორტული სპილონები და ბრტყელძირიანი მაშიები. სულ ცხრა წყვილი შეიქმნა - ექვსი მოზრდილებისა და სამი საბავშვო, რათა დედასა და მის გოგონას ერთნაირად ჩაეცვათ.


სოფიას სიტყვებით, მისთვის ყველაზე ამაღელვებელი და „ღრმად პირადული“ იყო ის მოვლენა, რომ ბარბიმ პირველად მიიღო უქუსლო ფეხსაცმელი. Barbie-სთვის დიზაინერმა, ფეხსაცმლის გარდა, თოჯინების ლიმიტირებული კოლექციაც შექმნა.


 


როგორც ჩანს, Barbie-ს მარკეტოლოგთა ყურადღება ვებსტერის პირველმა კოლექციამაც მიიპყრო, რომელიც ლონდონში მოდის კვირეულზე იყო წარდგენილი: პრეზენტაციაზე, სახელად „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სათამაშო სახლში“, მოდელები ყუთებში მოთავსებული თოჯინების სახით წარდგნენ.


3.  Coca-Cola-ს კოლექცია



ლონდონში მოდის ბოლო კვირეულზე ვებსტერმა უკვე მეორე კოლექცია წარადგინა, რომელიც Coca-Cola-სთან ერთად შეიქმნა. კომპანიამ დიზაინერთან პირველად 2015 წელს ითანამშრომლა - მაშინ გაზიანი სასმელის პრინტის მქონე ფეხსაცმელი შეიქმნა.



 ვებსტერი უკვე მაშინ ამბობდა, რომ მას ძალიან სიამოვნებს ძველი ბრენდიდან შთაგონების მიღება.


 


ამჯერად ფეხსაცმელი გამომწვევად მდიდრული იყო: ქუსლებსა და მაშიებზე ათასობით კრისტალისგან შედგენილი Coca-Cola-ს ლოგოტიპი გაჩნდა. კოლექცია სახელად „მე არ მინდა ტანგოსთვის მანგო“ ცეკვებს ეძღვნებოდა: ადრეულ ბავშვობაში ვებსტერი საბალო ცეკვებით იყო გატაცებული. მას იზიდავდა ბრჭყვიალა კოსტიუმები, რომლებსაც მოცეკვავეები გამოსვლებისას იცვამდნენ.


 


შემდეგ მან 1992 წლის ავსტრალიური რომანტიკული კომედია Strictly Ballroom ნახა, რომელიც მისი საყვარელი ფილმი გახდა. ფილმში რომანტიკული წყვილი Coca-Cola-ს სარეკლამო დაფის ქვეშ ცეკვავდნენ. სწორედ ეს ეპიზოდი გახდა ახალი კოლექციის შექმნის საფუძველი.


 


ჩვენებისთვის ვებსტერის გუნდმა ფილმის სცენაც კი აღადგინა

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?