რა ინფორმაციას გვაწვდის ციფრული კოდები? - ეს უნდა იცოდეთ!

საკნატუნო ამბები

16 მაისი 09:00

ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ იმპორტულ ხილზე მცირე ზომის ეტიკეტები. მათზე ყურადღებას, სამწუხაროდ, არავინ ვამახვილებთ, არადა ხილზე მიკრული ეტიკეტების „წაკითხვა“ ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მწარმოებლები ხილზე მარკირებას არა მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ საკუთარი კომპანიის სახელწოდება მიუთითონ, არამედ იმიტომ, რომ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ.


თუკი ხილის არჩევისას ბევრ დროს კარგავთ, კარგ გამოსავალს გთავაზობთ - ისწავლეთ ეტიკეტებზე გაკეთებული შიფრების ამოცნობა.


ეტიკეტები ხილზე:


4-ნიშნა კოდი, სადაც პირველი ციფრია 3 ან 4:



თუკი ხილზე 4 ციფრი შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ ხილი მაქსიმალურად არის გამოყვანილი აგროტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მოიცავს სასუქებსა და პესტიციდებს.


5-ნიშნა კოდი, სადაც პირველი ციფრია 8:


ასეთი ხილის გამოყვანის დროს ისარგებლეს გენური ინჟინერიით. ყველაზე ხშირად ამგვარ ეტიკეტს უცხოურ გენმოდიფიცირებულ ნესვზე, ბანანზე ან პაპაიაზე შენიშნავთ.


5-ნიშნა კოდი, სადაც პირველი ციფრია 9:



ეს ციფრი მიგვანიშნებს, რომ ხილი მოყვანილია ფერმაში ბუნებრივი გზით. მთავარია - მას არანაირი დამატებები არ აქვს და ეს ხილი ორგანულია!


თუკი ხილზე ეტიკეტი საერთოდ არ არის:




უცხოეთიდან იმპორტირებული ხილი აუცილებლად უნდა იყოს მარკირებული. თუკი სასურველ პროდუქტზე ეტიკეტი ვერ შენიშნეთ, მაგრამ ხვდებით, რომ ის საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი, გამოდის, რომ მას ეტიკეტი მოხსნეს. ამის მიზეზები კი თავად ივარაუდეთ.


იმისთვის, რომ პროდუქტი ნამდვილად სასარგებლო იყოს, შეიძინეთ მხოლოდ სეზონურად. მარწყვი - ზაფხულში, მანდარინი - ზამთარში.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 25 წლის იუბილე აღნიშნა

"ჯორჯიან ეარვეისს" საავიაციო ბაზარზე არსებობის 25 წელი შეუსრულდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ

„ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ“.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის

„მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სილამაზე/ჯანმრთელობა

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელში...

ყველამ ვიცით, რომ ლიმონი ნუტრიენტებისა და ვიტამინების უშრეტი წყაროა, თუმცა არამხოლოდ...
ამბები

მაია ცქიტიშვილი: „ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება

„ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 
საკნატუნო ამბები

15-წუთიანი მარტოობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

თუკი საათის მეოთხედს მარტოობაში გაატარებთ, სტრესიც დაგავიწყდებათ და გაღიზიანებაც გაგიქრებათ. პერიოდულად მარტო დარჩენა ადამიანზე პოზიტიურად მოქმედებს. მთავარია, ეს მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდეს!
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა: მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
NEW

სალომე ზურაბიშვილი: როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 
NEW

სალომე ზურაბიშვილი: “ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი”

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.