სიყვარულს საზღვრები არ აქვს, მათ შორის - არც სიგრძე-სიგანეში! ეს დაადასტურა 28 წლის ჯეიმსმა, რომლის სიმაღლეც, სულ რაღაც, 109 სანტიმეტრია.
ქორწინების ცერემონიალზე ჯეიმსს თან კიბის წაღება მოუხდა. მხოლოდ კიბის მეოთხე საფეხურზე ასვლის შემდეგ დადგა ჯეიმსი ამაყად თავისი 22 წლის საცოლის - ქლოა რობერტსის გვერდით. მათ საქორწილო ფიციც წარმოთქვეს და კოცნაც გაცვალეს.
საშობაო პანტომიმებზე მსახიობად მომუშავე ჯეიმსი და მასწავლებელი-სტაჟიორი ქლოა ჩრდილოეთ უელსში ტრადიციული ცერემონიით დაქორწინდნენ. მათი რომანი სამ წელს გრძელდებოდა.
ორივე მეუღლე ქრისტიანია და ქორწილის დღეს ელოდნენ, რათა ერთად ცხოვრება დაეწყოთ. ამასთანავე, რისკის მიუხედავად, მათ რაც შეიძლება მალე სურთ, ბავშვები იყოლიონ.
მართალია, პატარძლის ოჯახში ყველა არ იყო კმაყოფილი ამ არჩევანით, მაგრამ მაინც მოუწიათ შეგუება. „შეიძლება სიმაღლეში სხვაობა 2 ფუტს აღწევდეს, მაგრამ, როცა გიყვარს, ამას მნიშვნელობა არა აქვს“, - ამბობს ბედნიერი წყვილი.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.