ეს 12 ხრიკი სუნამოს სწორად არჩევაში დაგეხმარებათ

საკნატუნო ამბები

19 მაისი 09:00, 2018 წელი

სანამ საკუთარ არომატს აღმოვაჩენთ, რომელიც 100%-ით ასახავს ჩვენს ხასიათს, საკმაოდ გულმოდგინედ უამრავი სუნამოს მოსინჯვა გვიწევს. ეს საქმე რომ გაგვიადვილდეს, სპეციალისტები ძალიან ღირებულ რჩევებს გვაძლევენ.

1. ჩამოყალიბდით, როგორ არომატს ანიჭებთ უპირატესობას: ციტრუსის თუ ხილის, ცივს თუ ტკბილს? 


2. გახსოვდეთ - თქვენ ირჩევთ არომატს და არა ფლაკონს ან შეფუთვას. „აი, ზუსტად ის სურნელი“ შეიძლება სრულიად ბანალურ და მოსაწყენ ფლაკონში იმალებოდეს.


3. სუნამოს ასარჩევად უმჯობესია, მარტო წახვიდეთ: ამგვარად, არ იჩქარებთ და შეძლებთ აარჩიოთ არომატი, რომელიც სწორედ თქვენ მოგწონთ და არა - თქვენს მეგობარს.


4. არ ღირს პარფიუმის არჩევა დამღლელი დღის ბოლოს. უმჯობესია, ამ საქმეს მსუბუქი თავით შეუდგეთ.


5. თუკი 3-4 არომატი უკვე მოსინჯეთ, მაგრამ არცერთი არ მოგეწონათ, უმჯობესია, არჩევა სხვა დღისთვის გადადოთ, რადგან თქვენი ცხვირი უკვე დაიღალა.

6. თუ გსურთ, უცნობი არომატი მოსინჯოთ - პირველ რიგში, დააპკურეთ ის ქაღალდის ტესტერზე. არომატის შემოწმება ფლაკონის თავსახურში, მისი ჰაერში გაშვება ან არომატული ღრუბლის შექმნა - სრული უაზრობაა.

7. მოგეწონათ პარფიუმი? შესანიშნავია! ახლა დაიწვეთეთ ის მაჯაზე და ცოტა ხანს კიდევ დაელოდეთ. კომპოზიცია თანდათანობით უფრო გაჯერდება. „ცივ“ კანზე ეს უფრო შენელებულად ხდება, ვიდრე „ცხელზე“.





8. სხვათა შორის, ყავის მარცვლები, რომლებსაც, ალბათ, ხშირად შეხვედრიხართ პარფიუმერიულ მაღაზიებში, ვერ ამარცხებს ყნოსვით დაღლილობას. გაცილებით ეფექტურია, ცივი წყლის დალევა ან სუფთა ჰაერზე რამდენიმე წუთით გასეირნება. 


 




9. როგორც კი მიიპკურებთ და სუფთა ჰაერზე რამდენიმე წუთი გაისეირნებთ, არჩევანის გაკეთება გაცილებით გაგიადვილდებათ. 

10. სურნელის აორთქლება იწყება ქვემოდან ზევით. უმჯობესია, სუნამო დაისხათ იდაყვებზე. თუკი პარფიუმის კისერზე შეპკურებას ხართ მიჩვეული, შეიპკურეთ ის საძილე არტერიაზე.


11. იმისთვის, რომ არომატი ხანგრძლივად გაგყვეთ, დასხმამდე ტანზე წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.


12. შეპკურებული პარფიუმის რაოდენობა მის სიმყარეს არ განსაზღვრავს, სამაგიეროდ ძალიან აღიზიანებს გარშემომყოფებს და ეს უნდა გაითვალისწინოთ.


დაბოლოს: რაზეა დამოკიდებული სუნამოს მდგრადობა?

სუნამოს შემადგენლობის სტაბილურობაზე არომატული ნაერთების კონცენტრაციები ახდენს გავლენას. რაც უფრო მაღალია ეს ნაერთები, მით უფრო მდგრადია პარფიუმი და მით უფრო იგრძნობა ის კანზე.


Eau fraîche:კონცენტრაცია 1-3%, გამძლეობა 2 საათზე ნაკლები;

Eau de Cologne: კონცენტრაცია 2-4%, გამძლეობა 2 საათამდე;

Eau de Toilette: კონცენტრაცია 5-15%, გამძლეობა 4 საათამდე;

Eau de Parfum: კონცენტრაცია 15–20%, გამძლეობა 5-6 საათამდე;

Parfum: კონცენტრაცია 20-30%, გამძლეობა 10 საათამდე.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?