Satisfaction: ხუთი ნოტი, რომელმაც შეძრა სამყარო!

საკნატუნო ამბები

16 მაისი 17:00

1965 წლის 12 მაისს ჰოლივუდში, სტუდია RCA-ში, „როლინგ სტოუნზმა“ თავისი ეპოქალური Satisfaction (I Can't Get No) ჩაწერა. ვნახოთ, როგორ შეიქმნა სიმღერა, რომლიც უკვე 53 წელია, ადრენალინის უშრეტი წყაროა?  

მიკ ჯაგერი: „სწორედ ამ სიმღერამ აქცია The Rolling Stones რიგითი გუნდიდან მძლავრ და მოთხოვნად ჯგუფად...
მას ძალიან დასამახსოვრებელი სახელწოდება აქვს. მასში, ასევე, ძლიერ დასამახსოვრებელია გიტარის ხაზი. ეს სიმღერა დროის სულს განასახიერებდა. „Saticfаction“ ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა და მსოფლიო აღიარება მოგვიტანა“.


მიკი RCA-ს სტუდიაში:



არსებობს ასეთი ვერსია: 1965 წლის 6 მაისის საღამოს, ფლორიდის კლირუოტერში ფანატების მიერ ჩაშლილი კონცერტის შემდეგ, კიტი რიჩარდსმა Jack Tar Harrison Hotel-ის ნომერში, დაღლილმა და ნახევრად მძინარემ, გონებაში დატრიალებული ბგერები გიტარაზე აკრიფა და კასეტიან  მაგნიტოფონზე ჩაწერა.
მეორე დილას კასეტაზე აღმოაჩინეს სამწუთიანი აკუსტიკური „რიფი“, შემდეგ გიტარის დავარდნის ხმა და 40 წუთი კიტის ჯანმრთელი ხვრინვა.


კიტიმ სოლოში ის ფუზი ჩაამატა, რომელმაც Satisfiction-ი პირველივე ნოტიდან ცნობადი გახადა (სწორედ Satisfaction-ის შემდეგ Gibson Maestro-ს ფუზბოქსი ყველა მუსიკალურ მაღაზიაში მომენტალურად გაიყიდა, შეკვეთა კი იმდენი შევიდა, რომ წლის ბოლომდე გაიწერა!


კიტი რიჩარდსი RCA-ს სტუდიაში:



მთელი გუნდი RCA-ს სტუდიაში პროდიუსერ ენდრიუ ოლდმენთან ერთად შეიკრიბა.



ჰიტის რეგალიები და ტიტულების ჩამოთვლა საჭირო არაა - ყველა რეიტინგი სუბიექტური და ფარდობითია. უნდა ითქვას, რომ თავისი ვერსიები წარმოადგინეს ოტის რედდინგმა, დევომ, არეტა ფრანკლინმა, ბრიტნი სპირსმა, ვანილა აისმა, შერიმ, Green Day-მ და ბილ კროსბიმ (ამ უკანასკნელმა თავისი ორიგინალური ტექსტით). და, რაღა თქმა უნდა, დიდმა ჯიმი ჰენდრიქსმა.


Satisfaction-ის კონგენიალურობა თავის დროზე წარმატებით აისახა კოპოლას „დღევანდელ აპოკალიფსში“ ზემდეგ ტეილორის (მისტერ სუფთა) მონაწილეობით ერთ-ერთ სცენაში:



 


Satisfaction-ი ოფიციალურ რადიო და ტვ არხებზე არ გაუშვიათ, მისი „აშკარად ღია სექსუალური კონტექსტის“ გამო, ამიტომაც ჰიტის გავრცელებაში დიდი როლი პირატულმა რადიოსადგურებმა შეასრულა. შემდგომ კი უკვე ოფიციალურმა არხებმაც ვეღარ შეძლო პოპულარობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სიმღერა ეთერში დაუშვეს, თუმცა „trying to make some girl“-ს ცენზურა მაინც შეეხო.


 


წყარო
საკნატუნო ამბები

სიურრეალისტური ილუსტრაციები, რომლებიც თქვენს წარმოდგენას თავდაყირა აყენებს

როგორ ხედავს სამყაროს ჩვეულებრივი ადამიანი და როგორ ხედავს მხატვარი? შემოქმედის უჩვეულო ფანტაზიებმა შესაძლოა, ნაცნობ საგნებს ახალი ვიზუალი შესძინონ. ამაში ნიდერლანდელი მხატვრის რედმერ ჰუკსტრას შემოქმედება დაგარწმუნებთ...
საკნატუნო ამბები

იცოდე, სად დგახარ

ფოტოგრაფ სეტ ტარასის (Seth Taras) ნამუშევრებში წარსული და დღევანდელობა ერთ კადრშია ნაჩვენები. პროექტში „Know, where you stand“ - „იცოდე, სად დგახარ“ სეტმა გააკეთა ის, რაც ისტორიის დავიწყების უფლებას არ გვაძლევს - ვმოგზაურობთ დროში და ვფიქრობთ ცხოვრებაზე.
იცით თუ არა...

9 წლის ბიჭმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

22 მაისს, როსტოვის ოლქის #15 სკოლის საბავშვო მოედანზე ცხრა წლის ბიჭმა თანაკლასელებს მამის კუთვნილი პნევმატური იარაღიდან სროლა აუტეხა.
FUN-ტესტი

თუკი თქვენს ხელისგულებზე ორი ხაზი ერთმანეთში გადადის, მაშინ...

მაშ ასე, დახედეთ თქვენს ხელისგულებს, იპოვეთ ეს ორი ხაზი და ყურადღებით წაიკითხეთ, რას ნიშნავს მათი მდებარეობა.

აქსის თაუერსი გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს აქსის თაუერსი შეუერთდა.
ამბები

აქსის თაუერსი გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს აქსის თაუერსი შეუერთდა.
საკნატუნო ამბები

რონალდინიო მრავალცოლიანი ხდება

რონალდინიოს საქორწინო ცერემონია აგვისტოსთვის იგეგმება, ექსფეხბურთელის მეუღლეები პრისცილა კოელიო და ბეატრისა სოუზე გახდებიან. პრისცილას ის დიდი ხანია ხვდება, მაგრამ 2016 წელს ბეატრისი გაიცნო და მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ისიც მნიშვნელოვანი იყო.
თავსატეხი

იპოვეთ 2 ერთნაირი ხოჭო

ერთ ენტომოლოგს ხოჭოს კოლექცია დაეფანტა - ხოჭოებიანი მინის კარადა წაიქცა და ექსპონატები ოთახში მიმოიფანტა. ხოჭოებს შორის ორი ერთნაირი იყო. შეძლებთ მათ პოვნას?
საკნატუნო ამბები

უკანა ფონი ყოველთვის გადამწყვეტია! (20 ფოტო)

სახალისო ფოტოკრებული, რომელთა მთელი ხიბლი უკანა ფონია.
საკნატუნო ამბები

როგორი შეიძლება იყოს სექსუალური ფანტაზიები? (+18)

შესაძლოა, სექსუალური ფანტაზიები გაშინებთ ან მისი საკუთარ თავთან აღიარება არ გსურთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოცნება „ტეხავს“...
NEW

ბუბა მირცხულავა: ,,ჩცდ-ს გადაღებები ძალიან მენატრება"

ჩცდ-ს ბოლო სერიები ბუბას პერსონაჟის გარეშე მიმდინარეობს. Funtime დაინტერესდა, დაბრუნდება თუ არა ბაქარ ორჯონიკიძე სერიალში და ამ კითხვით თავად მსახიობს მიმართა...