შოკის მომგვრელი მიზეზები, რომელთა გამოც დიდი კომპანიების პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღეს!

საკნატუნო ამბები

17 ივნისი 19:00, 2018 წელი

სავაჭრო ქსელიდან პროდუქციის მსხვილი პარტიის უკან გამოწვევა ნებისმიერი კომპანიისთვის კოშმარული სიზმარია. ასე მაშინ ხდება, როცა საქონელი სანიტარიულ ნორმებს არ შეესაბამება ან სერიოზულ წუნი აქვს. მაგრამ ზოგჯერ უფრო უცნაური მიზეზებიც არსებობს...


1978 წელს აშშ-ში Woman’s Day Crockery Cuisine-ს ნელსახარშისთვის რეცეპტების წიგნი გამოუშვეს, რომელსაც სათანადო რედაქტირება გავლილი არ ჰქონდა. შესაბამისად, ერთ-ერთი რეცეპტი... ფეთქებადსაშიში აღმოჩნდა. მასში მთავარი ინგრედიენტის - წყლის ჩაწერა დაავიწყდათ. და გამოვიდა ისე, რომ შედედებული რძის ქილა მაღალ ტემპერატურაზე 4 საათი უნდა გაეცხელებინათ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.



იგივე აშშ-ში 1955 წელს პოლიომიელიტის ვაქცინა გაავრცელეს, რომელიც ცოცხალ ვირუსს შეიცავდა. კატასტროფამ 200 ათასი ადამიანი მოიცვა. 200-მდე ბავშვი პარალიზებული აღმოჩნდა, ათი ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევის შემდეგ მედიკამენტებზე კონტროლი, განსაკუთრებით კი აცრებზე, მკვეთრად გამკაცრდა.



1997 წელს Nike-მა სპორტული ფეხსაცმლის ახალი სერია გამოუშვა - Air Max. მისი ლოგოტიპი ცეცხლის ალს გამოსახავდა, მაგრამ ვიღაცას მოეჩვენა, რომ ის არაბულად ნაწერ სიტყვა „ალაჰს“ მიაგავდა. მორწმუნე მუსლიმანთა შორის ხმაური ატყდა - ღმერთის სახელი ფეხსაცმელზე არ უნდა ეწეროს! Nike-მა უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა, პარტია უკან გამოეწვია და ლოგო ნაკლებად პროვოკაციულზე შეცვალა.



2007 წელს იაპონიაში მკლავჭიდის თემატიკის სათამაშო ავტომატი Arm Spirit შეიქმნა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ  სათამაშო თავის ამოცანას ზედმეტად კარგად ასრულებდა - სამმა მოთამაშემ  მკლავი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ, დამამზადებელი კომპანიის მტკიცებით, ავტომატები აბსოლუტურად უსაფრთხო იყო, მოწყობილობა საბოლოოდ მაინც ამოიღეს ქსელიდან.



2000 წლის ოქტომბერში „სათამაშოების ისტორია-2“ DVD-ზე გამოვიდა. და საჩივრებიც წამოვიდა - მულტფილმის ერთ-ერთ ასლში რომანტიკული კომედია „ფანატიკოსი“ აღმოჩნდა. ეს მოზრდილთათვის განკუთვნილი ფილმი იყო, არაბავშვური „დედის გინებებითა“ და ხუმრობებით. Disney-მ ბოდიში მოიხადა და დაახლოებით 1000 ასლი უკან გაიწვია. მულტფილმის საერთო გაყიდვაზე ამას ზემოქმედება არ მოუხდენია.



1979 წელს აშშ-ში გარემოს დაცვის ფონდის გამოძიების შედეგად აღმოაჩინეს ფენი, რომელიც აზბესტის მტვერს სახიფათო რაოდენობით აფრქვევდა. აზბესტი ფენის კონსტრუქციაში გამოიყენებოდა, მაგრამ შეცდომის გამო ფენის მუშაობისას, პირველ რიგში, გასაშრობ თმაზე ხვდებოდა. შედეგად 10 მილიონამდე ფენი უკან დააბრუნეს, მაგრამ ერთი მაგდენი მომხმარებლებს ხელში შერჩათ.



აშშ-ში მადლიერების დღეზე ინდაური ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მის ხარისხს საგანგებოდ ამოწმებენ, მაგრამ გამონაკლისებიც ხდება. 1991 წელს 70 ათასი ინდაურისგან შემდგარი პარტია უკან დააბრუნეს - ტექნოლოგიური პროცესის რაღაც მომენტში ისინი გადახურდნენ. ფრინველმა საკვები ღირებულება შეინარჩუნა, მაგრამ ცუდი სუნი აიკრა.



ინდი-როკ-ჯგუფმა Dinosaur Jr.-მ 90-იან წლებში ალტერნატიული როკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჯგუფი 1997 წელს დაიშალა, შემდეგ 2005-ში კვლავ შეიკრიბა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა. ერთ-ერთი სახელი Farm-ი იყო. ალბომის ევროპულ ვერსიას პრობლემა ჰქონდა - ხმის ჩაწერისას დაშვებული შეცდომის გამო მათზე ხმა ძალიან მაღალი დონის აღმოჩნდა, რომელსაც მსმენელის ყურის დაზიანება შეეძლო. პარტია უკან დააბრუნეს და ბოდიშიც მოიხადეს.



1986 წელს ფილიპინების მაღაზიათა დახლებზე ჩერნობილური რადიაქტიული რძე აღმოაჩინეს. მართალია, რძის ჩერნობილური წარმოშობა ვერ დაამტკიცეს, მაგრამ პროდუქტში რადიაციის დონე ნორმას ოთხჯერ აღემატებოდა. შედეგად 200 ათასამდე ქილა უკან გაიწვიეს.



1989 წელს ბილი რიპკენის ბეისბოლურ ბარათზე ყველასგან მოულოდნელად გინება F**K THE FACE აღმოაჩინეს და მაშინვე უკან გაიწვიეს. ბილის განმარტებით, ის ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ წარწერა ბეისბოლის ბიტზე თავად გააკეთა და ეს სურათი ბარათისთვის არ იყო განკუთვნილი. ამის მიუხედავად ბილის ბეისბოლის ბარათი ამ წარწერით კოლექციონერებისთვის სასურველ ნადავლად იქცა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?