ჯერ ღრუბლებს შეხედეთ, მერე კი ეს წაიკითხეთ

საკნატუნო ამბები

18 ივნისი 09:00, 2018 წელი

ჩვენი წინაპრები ამინდს ყოველგვარი გაჯეტების, რთული გამოთვლებისა და ხელსაწყოების გარეშე იგებდნენ - ისინი უბრალოდ ცას უყურებდნენ. იმის გასაგებად, როგორი ამინდი იქნება, აი, რა უნდა ვიცოდეთ...

ბუმბულისებრი ღრუბლები



ასეთი ღრუბლები 5-14 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გრძელ ძაფებს, ხაზებს ანდა ბუმბულებს ჰგავს. ისინი ყინულის კრისტალებისგან შედგება, მაგრამ დედამიწამდე ვერ აღწევს. ამიტომ, თუკი ამგვარ ღრუბლებს ამჩნევთ, ეს კარგი, მაგრამ გრილი ამინდის მანიშნებელია.



თუკი ბუმბულისებრი ღრუბლები სქელდება, დაბლა ეშვება და ცის ნაწილს ფარავს, მაშინ ისინი ბულბულისებრ-ბუჩქისმაგვარი ხდება. ეს ცხვრის მატყლის მსგავსი პატარა ღრუბლებია, რომლებიც, ასევე, წყლის დატალღურ ზედაპირსაც მიაგავს. ისინი მკვეთრად დათბობის მანიშნებელია. რამდენიმე საათში კი ჭექა-ქუხილი და თავსხმა წვიმა დაიწყება.



თუკი ღრუბლები კიდევ უფრო დაბლა დაეშვება, მაშინ ისინი ბუმბულისებრ-ფენოვანი ხდება. ისინი მთელ ცაზე მოფენილ თხელ ფურცლებს ჰგავს. ასეთი ღრუბლები ხანგრძლივი წვიმის დაწყებამდე 12-24 საათით ადრე ჩნდება.


ბუჩქისმაგვარი ღრუბლები



ბუჩქისმაგვარი - ეს პატარა, ღუნღულა, ბამბის მსგავსი ღრუბლებია. მათგან წვიმა არ მოდის, ეს კი კარგი ამინდის მანიშნებელია, თუმცა სიხარულის მიზეზი არ გვაქვს.


ბუჩქისმაგვარი ღრუბლების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ სადღაც საავდრო ღრუბლები გროვდება და წვიმა უახლოეს 8 საათში დაიწყება. მაგრამ თუკი ბუჩქისმაგვარი ღრუბლები ცოტაა და საღამოსთვის საერთოდ ქრება, მაშინ ამინდი კარგი და მდგრადი იქნება.



ალბათ, გინახავთ ამგვარი ღრუბლები, რომლებიც მატყლის პატარა ფთილებს ჰგავს და მთელ ცაზეა მიმოფანტული - ეს მაღალი ბუჩქისმაგვარი ღრუბლებია. თუკი სურათზე გამოსახული ღრუბლებისმაგვარი შეამჩნიეთ, მაშინ ქოლგის წაღება არ დაგავიწყდეთ, რამდენიმე საათში თავსხმა წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.


 ფენოვანი ღრუბლები



ეს ნაცრისფერი ზეწარია, რომელიც ნისლს ჰგავს და მთელ ცას ფარავს. ამგვარი ღრუბლები თხელია და მიუხედავად მოქუშული შესახედაობისა, წვიმას ნაკლებად მოასწავებს. ფენოვანი ღრუბლები კარგი და თბილი ამინდის წინ ჩნდება.


საწვიმარი ღრუბლები



აქ უკვე ყველაფერი გასაგებია: თუკი ღრუბელი მუქია, უსათუოდ იწვიმებს, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა - წვიმაცაა და წვიმაც. ყურადღება ღრუბლის ფერს უნდა მიაქციოთ - მათი ტონალობის მიხედვით ამინდის განსაზღვრა შეიძლება.


შავი ღრუბლები წვიმასა და სუსტ ქარს ნიშნავს.


ყავისფერი ღრუბლები - წვიმასა და ძლიერ ქარს.


ნაცრისფერი ღრუბლები ხშირად დიდი ტერიტორიაზე იშლება, ამიტომაც წვიმა სუსტი, მაგრამ ხანგრძლივი იქნება.


ახლა კი გაიხედეთ ფანჯარაში და შეხედეთ ღრუბლებს, როგორებია ისინი?

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?