რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ თქვენმა ტვინმა კარგად იმუშაოს

საკნატუნო ამბები

20 ივლისი 09:00, 2018 წელი

ადამიანის ტვინის შესაძლებლობები უსაზღვროა. უბრალოდ, მისი მუშაობის პრინციპები უნდა ვიცოდეთ.

1. ტვინისთვის წარმოსახვა და რეალობა - ერთი და იგივეა.
ტვინი რეაგირებს ნებისმიერ ჩანაფიქრზე და ვერ ხვდება, სად არის ფაქტი და სად - ფანტაზია. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებიც „ვარდისფერი სათვალით“ სარგებლობენ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ხოლო ორგანიზმი პლაცებოს აღიქვამს ისე, როგორც ნამდვილ ფარმაცევტულ პრეპარატს.


2. გონებრივი მუშაობა ტვინს არ ღლის.
დაღლილობის შეგრძნებას ჩვენი ემოციები იწვევს. თავის ტვინში შემავალი სისხლი, აქტიური მუშაობის დროსაც კი უცვლელია. თუმცა, მაგალითად, ვენებში არსებული სისხლის შემადგენლობა, რომელიც მთელი დღე მუშაობდა, მნიშვნელოვნად იცვლება.


3. ყველაზე ხშირად ტვინი ავტოპილოტზე მუშაობს.
ჩვენი დღევანდელი აზრების ნახევარზე მეტი ის აზრებია, რომლებიც გუშინაც გვქონდა. ამიტომაც უჭირთ პესიმისტებს სამყაროზე საკუთარი აღქმის შეცვლა. საჭიროა ტვინის „გაწმენდა“ და მისი ხშირი რეაგირება პოზიტივზე. 


4. ჩვენ ვხედავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ.
ნებისმიერი ფიქრი ცხოვრებისეულ გამოცდილებად გარდაიქმნება. მაგალითად, თუკი პარიზში მოგზაურობაზე ოცნებობთ, ყველგან ამ ქალაქზე მოგონებებს შეხვდებით. გინდათ სამყაროს შეცვლა? შეიცვალეთ ფიქრებიც.


5. ტვინი ისევე უნდა ავარჯიშოთ, როგორც კუნთები.
ტვინი არაფრით განსხვავდება კუნთებისგან. მასაც აუცილებლად სჭირდება ვარჯიში. ტვინისთვის სასარგებლოა სწავლა, სუფთა ჰაერზე ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, სწორი კვება, კარგი ძილი, ახალ ადგილებში მოგზაურობა, ახალი საქმით დაკავება, ცეკვები და „ტეტრისის“ თამაშიც კი.


6. ტვინი არასდროს ისვენებს.
მაშინაც კი, როდესაც გვძინავს, ტვინი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. თანაც, ძილში მისი აქტივობა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე დღის განმავლობაში.


7. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პერიოდულად გათიშვა.
იმისთვის, რომ ათასობით ნეგატიური აზრისგან გათავისუფლდეთ, საჭიროა ტვინის „გათიშვა" - მიეცით ამოსუნთქვა საკუთარ იმუნურ სისტემას. არ დაგავიწყდეთ აქტიური დასვენების შესახებ - სწორედ ეს არის ყველაზე სასარგებლო ტვინისთვის. 


8. დავიწყება - კარგია, ამგვარად ნერვული სისტემის სიმყარეს ვინარჩუნებთ.
ახალი მოგონებების „დასაჭერად" აუცილებელია ძველებისგან გათავისუფლება. კარგი იქნება, თავად შეგვეძლოს იმის გადაწყვეტა, რა დავივიწყოთ და რა - არა. ამისთვის კი საჭიროა ხშირად ვისარგებლოთ ინფორმაციით, რომლის შენახვა გვსურს.  


9. ტვინი არ არის მგრძნობიარე ტკივილის მიმართ.
ტვინი რეაგირებს ტკივილზე, მაგრამ აუცილებელი რეცეპტორების არარსებობის გამო მას ვერ გრძნობს. თუმცა, ეს ფაქტი არ ვრცელდება სისხლძარღვების უმეტესობაზე, ნერვებსა და ქსოვილებზე, რომლებიც ტვინის გარშემოა განლაგებული. 


10. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ტვინის შეცვლა.
ნებისმიერი ქმედება აიძულებს ტვინს, მოახდინოს ახალი ნეირონული კავშირების გენერირება. თუკი ვფიქრობთ, რომ წარმატებას ვერ მივაღწევთ, დროთა განმავლობაში ეს ფიქრი ჩვენს ცნობიერში მხოლოდ და მხოლოდ გამყარდება. ხოლო თუკი ჩვენს აზრებს შევცვლით და ვიფიქრებთ, რომ „ყველაფერი გამოგვივა“, მაშინ ტვინი ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებს ამ მიზნის რეალიზებისთვის. 


ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. მთავარია - გვჯეროდეს.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?