ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს, ამტკიცებენ ექიმები. წითელი ღვინოც კი (მისი გადამეტებული დოზით მიღების შემთხვევაში) მომაკვდინებლად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე და საბოლოოდ, შესაძლოა, გამოიწვიოს დემენცია, დეპრესია ან გულის დაავადება.
ეს ჩამონათვალი საკმარისია იმისთვის, რომ წითელი ღვინის მიღებაზე უარი ვთქვათ, მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ: ღვინისადმი მიდრეკილება დამღუპველად მოქმედებს ჩვენს სილამაზეზე. ყურძნის ფერმენტირებული წვენი სახის კანის უპირველესი მტერია და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც როზაცეა აწუხებს.
ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს, შედეგად, სახეზე ჩნდება წითელი ლაქები და კანს არაჯანსაღი ფერი ეძლევა. გარდა ამისა, ღვინოში შემავალი შაქარი წარმოქმნის ფერიმჭამელებს, რაც სახის კანს აზიანებს. საბოლოოდ, ნებისმიერი სახეობის ღვინის მიღება იწვევს კანის დეჰიდრალიზაციას, რაც ნეგატიურად აისახება სახის კანზე.
ასე რომ, ზომიერება ნებისმიერ სფეროში აუცილებელი პირობაა.