1. დამამცირებელი პოსტები
თქვენს პარტნიორს უყვარხართ და მიიჩნევს, რომ საუკეთესო ხართ. ასე რომ, მისთვის მტკივნეული და გამაღიზიანებელია, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საკუთარ თავს იმცირებთ და ამბობთ, რა საშინელი ცხვირი ან ნაოჭები გაქვთ. თუკი დაბალი თვითშეფასება გაქვთ, ისაუბრეთ ამის შესახებ საყვარელ ადამიანთან. ის შეგახსენებთ, რომ თქვენ შესანიშნავი ხართ სოციალური ქსელში მოწონებების გარეშეც.
2. დეკოლტე
კაცების უმეტესობა საყვარელი ქალის დამცველად მიიჩნევს თავს და არ სურს, ამ ადამიანის დეკოლტეს მთელი სამყარო უყურებდეს. და ეჭვიანობა აქ არაფერ შუაშია. მათ, უბრალოდ, იმედი აქვთ, რომ მათი რჩეული საკმაოდ კარგად აფასებს საკუთარ სხეულს, დეკოლტეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გარეშე.
3. კომპლიმენტების მოთხოვნა
კაცებს არ სურთ, საყვარელი ქალის თავდაჯერებულობა და თვითშეფასება გარშემომყოფებზე იყოს დამოკიდებული. მათი სურვილია, ქალმა იცოდეს, რომ ის ულამაზესია სხვების შეფასების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კაცმა ქალს კომპლიმენტი არ უნდა უთხრას, პირიქით, ძალიან ხშირად უნდა გაანებივროს თავისი რჩეული ლამაზი სიტყვებით. მაგრამ, როდესაც ქალი კომპლიმენტებს სხვებისგან ითხოვს, ეს ძალიან მიუღებელია.
4. ზედმეტი მაკიაჟი
კაცებს მოსწონთ, როდესაც ქალი კოსმეტიკას ზომიერად მოიხმარს და ნაკვთებს ხაზს უსვამს. სადა და შეუმჩნეველი მაკიაჟი იდეალური ვარიანტია. თუკი ბუნებრივად გამოიყურებით, ეს თქვენს რჩეულს ყველაზე მეტად ახარებს.
5. უსასრულო სელფები
თუკი სოციალურ ქსელში ბევრ სელფს ათავსებთ, ალბათ, ძალიან თავდაჯერებული ხართ. კაცებს მოსწონთ თავდაჯერებული ქალები, მაგრამ ზედმეტი სელფი მიანიშნებს, რომ ზედმეტად ხართ შეყვარებული საკუთარ თავზე, რაც კაცებს ნამდვილად აღიზიანებთ.