10 ლამაზი და ცნობილი ქალი, რომლებიც კაცებად დაიბადნენ

საკნატუნო ამბები

4 აგვისტო 13:00, 2018 წელი

იფიქრებდით, რომ ისინი ოდესღაც კაცები იყვნენ? წარმოგიდგენთ ულამაზეს ტრანსგენდერ მოდელებსა და მსახიობებს.

1. ანდრეა პეჟიჩი



ანდრეა ჯერ კიდევ სქესის შეცვლამდე გახდა პოპულარული თავისი უჩვეულო ანდროგენულობის წყალობით. ის მონაწილეობდა როგორც მამაკაცის, ისე ქალის სამოსის ჩვენებებში და ორივე შემთხვევაში იდეალურად გამოიყურებოდა. 2011 წელს პარიზში ანდრეამ ჟან-პოლ გოტიეს ქალის მოდელები და მარკ ჯეიკობსის მამაკაცის ტანსაცმელი წარმოადგინა. მას 98-ე ადგილი ერგო 2011 წლის ყველაზე სექსუალური ასი ქალის რეიტინგში და მე-18 იყო ტოპ-50 მამაკაც მოდელს შორის. ასეა, სილამაზეს არ აქვს საზღვრები!


2. ტრეის ლისეტი



ტრეის ლისეტმა საზოგადოების წინაშე თავისი ტრანსგენდერობის აღიარება ლავერნა კოკსის კამინგ-აუტის (ადამიანის მიერ თავისი სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის კეთილსინდისიერი და ნებაყოფლობითი აღიარება) წყალობით შეძლო. მანამდე მსახიობი სულ ნერვიულობდა ნებისმიერ როლზე მუშაობისას და ფიქრობდა, რომ გადასაღებ მოედანზე დაღდასმულივით იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ქალი ტრანსგენდერებისთვის უჩვეულოა ჩვეულებრივი ადამიანების განსახიერება. მოკლედ, მსახიობი მთელი ძალით ცდილობდა და ცდილობს, დაიპყროს თავისთვის „უცნობი ტერიტორია“.


3. ერიკა ირვინი



ერიკა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრანსგენდერი მოდელია. მას იცნობდნენ, როგორც ამაზონელ ევას, შემდეგ ის გამოჩნდა სერიალში „ამერიკული საშინელებათა ისტორია“. ერიკა ძალიან დიდხანს მალავდა იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში კაცი იყო. გოგონას ეშინოდა, რომ ადამიანები ამას ვერ გაიგებდნენ. თავისი საიდუმლო მან პირველად შვედეთში გაამჟღავნა. შვედების ტოლერანტობაში კი ერიკა ნაცნობმა მსახიობმა ბილ სკარსგარდმა დაარწმუნა.


4. ამაია სკოტი



ეს ულამაზესი მოდელი, რომელიც ოდესღაც ბიჭი იყო, სახელად არტური, ტრანსგენდერი 17 წლის ასაკში გახდა. სწორედ მაშინ მიხვდა ამაია, რა სურდა ცხოვრებისგან, და სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. ასევე, გაიდიდა მკერდი, ტუჩები და ღაწვები. მოგვიანებით ის ცნობილი გახდა სკანდალური რომანებით რეპერებთან უიზომ ჰალიფთან და Soulja Boy-თან.


5. კეროლაინ კოსი



შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ბონდის გოგო, რომელიც ყოველთვის არ იყო გოგო? მაშინ გაიცანით კეროლაინ კოსი - ეს ნაწილობრივ მის შესახებაა! ბიჭად დაბადებულმა კეროლაინმა 17 წლის ასაკში გადაწყვიტა, საკუთარ სქესს დამშვიდობებოდა და ჰორმონების მიღება დაიწყო. მოგვიანებით მან მკერდის ოპერაცია გაიკეთა, სქესი შეიცვალა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. კეროლაინი პირველი ქალი-ტრანსგენდერი იყო, ვინც ჟურნალ „ფლეიბოის“ ფურცლებზე გამოჩნდა. დაბოლოს, მან ერთ-ერთი როლი შეასრულა ფილმში „ჯეიმს ბონდი აგენტი 007: მხოლოდ შენი თვალებისთვის“.


6. აისის კინგი



აისისი ერთ-ერთი პირველი ქალი ტრანსგენდერი გახლდათ, რომელიც ტელეეკრანებზე გამოჩნდა. ტაირი ბენკსის შოუს „ტოპ-მოდელი ამერიკულად“ ყოფილმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გაათვითცნობიერა, რომ ტრანსგენდერი იყო და 2009 წელს სქესი შეიცვალა. ამის შემდეგ ის მრავალი ტოქშოუს ვარსკვლავი გახდა და ათობით ჟურნალში გამოჩნდა.


7. ლავერნა კოკსი



ლავერნა კოკსმა, უდავოდ, უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა მთელ სამყაროზე, როგორც ახალმა სუპერვარსკვლავმა პოპულარული სერიალისა „ნარინჯისფერი - სეზონის ჰიტი“. ლავერნა პირველი გაცხადებული ქალი-ტრანსგენდერია, რომელიც ნომინირებული იყო პრაიმ-ტაიმის პრემია „ემი“-ზე და ჟურნალ „ტაიმის“ გარეკანზე მოხვდა. გარდა ამისა, ის ცნობილი აქტივისტია, ვისაც არ ეშინია, ღიად ისაუბროს ტრანსგენდერების პრობლემებზე.


8. კეიტლინ ჯენერი



კეიტლინმა, წარსულში სპორტსმენმა ბრიუს ჯენერმა, მთელი მსოფლიო განაცვიფრა თავისი ტრანსფორმაციით. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ის მთელ პროცესს აკომენტარებდა პრესაში, რა გზის გავლა უხდებოდა, ქალად რომ ქცეულიყო, და რა ემართებოდა მის სხეულს ჰორმონების მიღების შემდეგ. კეიტლინი სამაგალითო და მისაბაძი გახდა ტრანსგენდერი საზოგადოებისთვის. ახლა მას საკუთარი შოუ აქვს - „მე - კეიტი“.


9. ლანა ვაჩოვსკი



ვაჩოვსკი - ყველა დროის ერთ-ერთი ავტორიტეტული და კონცეპტუალური რეჟისორი. ფილმებმა „მატრიცა“, „V, როგორც ვენდეტა“ და „ღრუბლის ატლასი“ გამოსვლისთანავე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და საყოველთაო სიყვარული. თუმცა, ლანა ვაჩოვსკი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა თავის ტრანსგენდერობას. სქესის შეცვლის შემდეგ, 2009 წელს კი ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი აქტივისტი გახდა და 2012 წელს პრემიაც კი მიიღო ორგანიზაციისგან „კამპანია ადამიანის უფლებებისთვის“.


10. ჯაზ ჯენინქსი



ალბათ, ის ყველაზე ახალგაზრდა ტრანსგენდერია მსოფლიოში: ჯაზს სექსუალური იდენტობის აშლილობის დიაგნოზი ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დაუსვეს. პრაქტიკულად, ბიჭმა მაშინვე დაიწყო გადასვლა ერთი სქესიდან მეორეში და ახლა უკვე, როგორც თინეიჯერ გოგონას, საკუთარი შოუ მიჰყავს - „მე - ჯაზი“. შოუში ის თავის მაგალითზე ჰყვება, რა პრობლემებს აწყდებიან ტრანსგენდერები. ასევე, ის საუბრობს იმაზეც, რომ ხანდახან მისთვის სულაც არ არის ადვილი სკოლაში სიარული. ჯაზი სათავეში უდგას საქველმოქმედო ფონდს, რომელიც ტრანსგენდერ ბავშვებს ეხმარება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?