თმის ცვენის პრობლემა ქალებში საკმაოდ ხშირია: დაახლოებით, ყოველი მესამე ქალი მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ან თმის მოცულობის შემცირებას ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე მაინც ამჩნევს. არ ღირს ნერვიულობა, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თმა კვლავ ამოდის. აი, რა უნდა იცოდით თმის ცვენის მიზეზებსა და მათი ნორმალური მოცულობის შესახებ.
1. გენეტიკური ფაქტორი
თუკი თმის ცვენისკენ გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ, მაშინ შენიშნავთ, რომ თქვენი თმის მოცულობა წლებთან ერთად მცირდება. ზოგიერთი თმის ფოლიკულა მეტად მგრძნობიარეა კაცის ჰორმონების მიმართ, სწორედ ამიტომ ხდება თმა უფრო თხელი და მტვრევადი.
2. რეაქტიული მიზეზები
თმის ცვენა შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით იყოს გამოწვეული: ჰორმონალური დისბალანსი, ავიტამინოზი, ძლიერი სტრესი ან მკაცრი დიეტა.
ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ზრდის პროცესში. ესტროგენები (ქალის ჰორმონი) ეხმარება თმას უკეთ ზრდაში, ანდროგენები (კაცის ჰორმონი) კი თმის ზრდის პროცესს აფერხებს. ანდროგენების მოჭარბებული დონე, შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანიზმში გარკვეული სახის დარღვევებმა. მაგალითად, საკვერცხეების პოლიკისტოზმა. კაცის ჰორმონის მომატებას სტრესიც იწვევს. ჭარბი ანდროგენები, ასევე, უარყოფითად აისახება კვებასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
ანემია (რკინის უკმარისობა) ნეგატიურად აისახება თმის ზრდაზე, რადგან რკინა აუცილებელია თმის ზრდისთვის. ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს მეტაბოლიზმის დარღვევას და ჰორმონალურ აშლილობას, რაც უარყოფითად აისახება თმის ფოლიკულებზე.
B12 ვიტამინის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ერითროციტებს, რომელთა დახმარებით ორგანიზმი იღებს ჟანგბადს. ბევრი აუცილებელი ელემენტის უკმარისობა, პირველ რიგში, თმაზე აისახება.
როგორ შეგიძლიათ ცვენის პროცესის შეჩერება და თმის აღდგენა?
1. გაარკვიეთ პრობლემა
თმის ზრდის ციკლი, დაახლოებით, სამი თვეა, ამიტომ, თუკი შენიშნავთ, რომ თმა გცვივათ, ნუ დაიწყებთ დაუყოვნებლივ ნერვიულობას. თუკი სამი თვის შემდეგ სიტუაცია არ გამოსწორდება, პანიკის გარეშე მიმართეთ ტრაქიოლოგს.
2. შეცვალეთ კვების რეჟიმი
დაამატეთ რაციონში მეტი ცილა, რადგან ეს ძირითადი ელემენტია თმის ზრდისთვის. მიირთვით რთული ნახშირწყლებით გამდიდრებული პროდუქტები, რომლებიც თმას ენერგიას აძლევს. არ დაგავიწყდეთ ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია თმის გასამაგრებლად: რკინა, B12, C ვიტამინი, D3 ვიტამინი, თუთია, სელენი, სასარგებლო ამინომჟავები L-ლიზინი და L-მეტიონინი.
3. სწორად მოუარეთ თმას
ამ პერიოდში არ ღირს თმის საშრობით ან უთოთი სარგებლობა. თმა ცვენის პროცესში ისედაც დაზიანებულია. ამიტომ ნუ გაამწვავებთ პრობლემას.