კარგი სექსის რეცეპტი ფსიქოლოგისგან: სამი მთავარი „ინგრედიენტი“

საკნატუნო ამბები

8 ოქტომბერი 23:00, 2018 წელი

ფსიქოლოგი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.

 

ისევე, როგორც ნამცხვრის შემთხვევაში, კარგი სექსისთვის მთავარია - ხარისხიანი ინგრედიენტები, პროპორციების გათვალისწინება და დროის კონტროლი. 


გაგიკვირდებათ, მაგრამ ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ერიდება ამ თემაზე საუბარს. ფიქრობენ, რომ სექსის შესახებ ცოდნა ჰაერიდან უნდა მოვიდეს, და, როგორც წესი, ქალები დარწმუნებულები არიან, რომ სექსის შესახებ ყველა კაცმა ყველაფერი კარგად იცის.


კაცმა საწოლში ყოველთვის „უნდა"... 

კაცმა ყოველთვის უნდა გაგვაკვირვოს, უნდა მოახდინოს ჩვენზე შთაბეჭდილება, უნდა გვასწავლოს, უნდა იყოს ნაზი და უნდა იყოს დაუღალავი. კიდევ, დილიდან უნდა მოასწროს ყავაზე გაქცევა. შეკითხვა „როგორ გავხდეთ კარგი საყვარლები“ კაცებში ადრეული ასაკიდან ჩნდება. და თუკი მათთვის ყველა მსგავს კითხვაზე პასუხი მხოლოდ „გამოცდილებაა“, ქალებისთვის ამ კითხვაზე პასუხი გაცილებით რთულია, რადგან „კარგი გოგოებისთვის“ სტატუსი „გამოცდილი“ ნეგატიურ კონტექსტს ატარებს. 


წარმოუდგენელია, მაგრამ ქალებმა უნდა შეძლონ საკუთარი ქალწულობის სისუფთავის შენარჩუნება, შეუძლებლის გაკეთება და გამოცდილი საყვარლის უნარ-ჩვევების შეძენა. უნდა დაექვემდებარონ კაცს საწოლში, მაგრამ ამავდროულად უნდა დომინირებდნენ, უნდა შეძლონ კაცის ცდუნება, თუმცა, თან უნდა იყვნენ გულუბრყვილოები, იცოდნენ მინეტის კარგად გაკეთება, საშოს კუნთების ვარჯიში, ისე, რომ სკოლის ფორმა არ გაიხადონ და არ დაივიწყონ, რომ უნდა იყვნენ მოკრძალებულები. 


მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსის თემის გარშემო იმდენი გასაოცარი პირობა, ყალბი მოლოდინი და მითია, რომ ყველაფერ ამაში იკარგება მთავარი - სიახლოვით მიღებული სიამოვნება, იდუმალება და პარტნიორთან ურთიერთობა. 


ადამიანები იმდენად არიან დაკავებულები საკუთარი სექსუალური უნარ-ჩვევებისა და ორგაზმის ძიებით, რომ ივიწყებენ ემოციურ მდგომარეობას, რომლის გარეშე ყველაზე ტექნიკური და ბრწყინვალე სექსუალური აქტიც კი ჩაიშლება.


 


მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ კარგი სექსისთვის:


ინგრედიენტები: ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გულწრფელ ემოციებს განიცდიან და ერთმანეთს იზიდავენ. 


გაგიკვირდათ? არავითარ შემთხვევაში. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ისტორია შეიძლება მოისმინოთ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ „საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ“ და ხშირად, პროცესის დასრულების შემდეგ პარტნიორებს სიხარულისა და კმაყოფილების შეგრძნების ნაცვლად მხოლოდ სიცარიელე ეუფლებათ. ტყუილად ფიქრობთ, რომ „კაცისთვის სულ ერთია ვისთან ექნება სექსი“ - დაივიწყეთ. სიახლოვე იმიტომ არის სიახლოვე, რომ ორ ადამიანს შორის ფიზიკური ფრიქციის სერიაზე გაცილებით მეტი კომუნიკაცია მოხდეს.


 


პროპორციები: ნუ დაივიწყებთ პრელუდიის მნიშვნელობას

დიახ, ზოგჯერ სპონტანური სექსი წინასწარი მოფერებისა და აღგზნების გარეშე საკმაოდ დიდ და მძაფრ შეგრძნებებს გვანიჭებს, თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი ქმედების დროს, წარმატებული სექსისთვის საჭიროა საერთო შეთანხმება და საერთო მოლოდინები.


მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ პარტნიორთან საუბარი და აქ მხოლოდ სიტყვების წარმოთქმა არ იგულისხმება. ჟესტები, შეხების მიმართულება, ქმედების ვერბალური თანმიმდევრობა - ყველაფერი ეს პარტნიორებს სიამოვნებას ანიჭებს. არავინ მიემგზავრება უცხო ქალაქში წინასწარი მარშრუტის შედგენის ან ნავიგატორის გამოყენების გარეშე. სხვისი სხეულიც არ არის გამონაკლისი. მრავალი წლის შემდეგაც კი პარტნიორები ერთმანეთის სხეულზე, შესაძლოა დაიბნენ: იცვლება პრიორიტეტები, ზოგიერთი ეროგენული ზონა კარგავს მგრძნობელობას, სხეულის ზოგი ნაწილი კი მოულოდნელად მიმზიდველი ხდება.


დრო: სექსში სიჩქარე არ არის საჭირო

აქ არ იგულისხმება სექსუალური აქტის ხანგრძლივობა. საუბარია სექსისადმი დამოკიდებულებაზე. სექსისთვის საუკეთესო სამზადისი მოდუნება, ერთმანეთში შეთანხმებაა. წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, სექსისგან უდიდეს სიამოვნებას იღებენ, ვიდრე შემთხვევით ერთ საწოლში აღმოჩენილი უცნობი ადამიანები.


კაცისთვის აუცილებელია, გააცნობიეროს, როგორ ასიამოვნოს პარტნიორს. ხოლო ამისთვის ქალმა უნდა იცოდეს და გრძნობდეს საკუთარ სხეულს. 


კარგი სექსი არ არის დამოკიდებული ფიზიკურ მომზადებაზე, კამასუტრის აკრობატული ილეთების შესრულებაზე ან გერმანულ პორნოფილმებში მონაწილე მსახიობების იმიტირებაზე. კარგი სექსი იწყება გონებაში. სწორედ გონებაში ჩნდება სურვილი, რომლის რეალიზებასაც „ახდენს“ სხეული. რაც უფრო კარგად გაუგებთ საკუთარ სხეულს, მით უფრო ჰარმონიული იქნება თქვენი ფიზიკური ურთიერთობა პარტნიორთან.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?