როგორ დაკავდეთ სექსით ისე, რომ მას არასდროს დაავიწყდეს!

საკნატუნო ამბები

12 ოქტომბერი 23:00, 2018 წელი

სექსუალური ურთიერთობა ისე, რომ მას ეს არასდროს დაავიწყდეს, სინამდვილეში მარტივია. გარდა ამისა, ამგვარი ურთიერთობა არა მხოლოდ მისთვის, არამედ თქვენთვისაც დაუვიწყარი იქნება! ამის ცოდნა მხოლოდ გამოცდილ, ემოციურ და ვნებიან პარტნიორებს არ სჭირდებათ.

1. მის გვერდით თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ - ეს ერთადერთი და აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მოდუნდეთ და ემოციებს მიეცეთ. ნუ მოგერიდებათ ნურც საკუთარი თავის, ნურც პარტნიორის, არც პროცესია მოსარიდებელი. თუკი ეჭვი გეპარებათ, ნამდვილად გინდათ თუ არა მასთან სექსუალური კავშირი, ამგვარი სექსუალური ურთიერთობა დასამახსოვრებელი ვერ იქნება. საერთოდ, არასდროს დაკავდეთ სექსით, როდესაც ამის სურვილი არ გაქვთ. ნუ დაელოდებით, რომ კაცი ამას მიგიხვდებათ. მით უმეტეს, თუკი ის უკვე აღგზნებულია, საეჭვოა, შენიშნოს, რომ სექსისთვის საჭირო განწყობა არ გაქვთ.


ამიტომ, სანამ სასიყვარულო აქტით დაკავდებით, დარწმუნდით, რომ ზუსტად იმ კაცის გვერდით ხართ, ვინც თქვენ მიმართ გულგრილი არ არის და ვინც გაფასებთ. დიახ, ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სექსში, მაგრამ დამეთანხმეთ, მნიშვნელოვანი ასპექტი იმისთვის ნამდვილად არის, რომ რჩეულის გვერდით თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.


2. გააცნობიერეთ, რომ ეს უბრალოდ სექსი არ არის. ეს უფრო ღრმა კავშირია. სექსსა და სასიყვარულო ურთიერთობას შორის უდიდესი განსხვავებაა. პირველ შემთხვევაში მხოლოდ ვნება და ლტოლვაა. აი, მეორე შემთხვევაში კი კაცთან არა მხოლოდ ფიზიკურად ხართ ახლოს, არამედ ემოციურადაც. 


სასიყვარულო ურთიერთობა - ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმის დასამტკიცებლად, რომ პარტნიორი თქვენ მიმართ გულგრილი არ არის. ამიტომ კონცენტრირდით როგორც საკუთარ, ისე მის შეგრძნებებზე. ნუ იფიქრებთ, როდის დასრულდება სექსუალური აქტი მისი საბოლოო მიზნით - ორგაზმით. დაკავდით სიყვარულით - ეს არ არის უბრალოდ სქესობრივი კავშირი. ამ დროს უფრო მეტი სიყვარული უნდა იგრძნოთ და აგრძნობინოთ. 


3. კონტაქტი კანი კანზე - ეს მთავარია ინტიმურობისთვის. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ შეხების შედეგად იქმნება ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური კავშირი. იდეალურ შემთხვევაში, სხეულების მაქსიმალური კონტაქტი იქმნება ისეთი პოზების დროს, როგორიცაა მისიონერული და კოვზის პოზები. ამ დროს არ დაგავიწყდეთ ხელების გააქტიურებაც და ერთმანეთზე შემოხვევა.


4. კოცნა - კავშირს აძლიერებს. არა სტანდარტული ან ძალიან ვნებიანი, არამედ ძლიერი და ნაზი ერთდროულად.


5. უთხარით მას, რას გრძნობთ. ისაუბრეთ არა ფიზიკურ შეგრძნებებზე, არამედ იმაზე, რას გრძნობთ ემოციურად მასთან სექსის დროს. ეს რჩევა აქტუალურია იმ წყვილებისთვის, რომელთაც ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ. თუკი კაცზე, რომელთანაც ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ამ პუნქტისგან უმჯობესია, დროებით თავი შეიკავოთ.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?