კარაქი - ნაოჭების მოსაშორებლად

საკნატუნო ამბები

1 ნოემბერი 09:00, 2018 წელი

ეს ფანტასტიკური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც არა მხოლოდ ნაოჭებს მოიშორებთ, არამედ, სახის კანის სტრუქტურას მთლიანად გაიუმჯობესებთ.

 

 

ნაოჭების მოსაშორებლად დაგჭირდებათ კარაქი და მანანის ბურღული. მანანის ბურღულში შემავალი სახამებელი, ცილა და უჯრედისები სახის კანის საფარისთვის შეუდარებელია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ კანის გაახალგაზრდავებას ნიღბის მხოლოდ ერთჯერადად გამოყენებით ვერ შეძლებთ. საჭიროა გაიაროთ სრული კურსი, რომელიც ერთ კვირას მოიცავს. 


როგორ მოვამზადოთ ნიღაბი კარაქით და მანანის ბურღულით?


დაგჭირდებათ:


კარაქი - 1 ჩ/კ;


მანანის ბურღული - ნახევარი ჩ/კ.


ნიღბის მოსამზადებლად სასურველია გამოიყენოთ 80% ცხიმის შემცველი კარაქი.
შედგით კარაქი დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ და გაალღვეთ.
თბილ გამლღვალ კარაქს დაამატეთ მანანის ბურღული, მოურიეთ და სახის ნიღაბი მზად არის.


ახლა შემდეგი ეტაპი: გაისუფთავეთ სახის კანი და სწრაფი მოძრაობით შეიზილეთ კარაქი სახეზე, რათა მანანის ბურღულმა სითხის შეწოვა ვერ მოასწროს. პროცედურა 15 წუთი გრძელდება. ჩამოიბანეთ ნიღაბი ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით. პროცედურის ბოლოს შენიშნავთ, რომ თქვენი სახის კანი უფრო ნაზი გახდა.


გაინტერესებთ, საჭიროა თუ არა რომელიმე კოსმეტიკური საშუალების გამოყენება ამ ჯადოსნური ნიღბის შემდეგ?
გიპასუხებთ: არა, არ არის საჭირო.
კარაქში შემავალი A ვიტამინი მდიდარია რეტინოლით, რომელიც კოლაგენის წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლის დახმარებით კანი სიმკვრივეს ინარჩუნებს. 


კარაქის კიდევ ერთი სასარგებლო კომპონენტია - რიბოფლავინი, რომლის დახმარებით ჟანგბადი ღრმად აღწევს კანის უჯრედებში და მათ აღდგენას უწყობს ხელს.
ფოლიუმის მჟავის და კალცის სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, გსმენიათ. კარაქი კი ამ ორივე კომპონენტს შეიცავს, რომელთა დახმარებით კანი რბილდება და ხავერდოვანი ხდება.


კარაქითა და მანანის ბურღულით მომზადებული ნიღაბი შეგიძლიათ, თვალის გარშემოც გამოიყენოთ.
თუკი ნიღაბს დაძინებამდე ერთი საათით ადრე თვალის გარშემო შეიზელთ, რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ, რომ თვალის გარშემო კანი აღდგება და ნაოჭები გაგიქრებათ.
ამ ჯადოსნური ნიღბის მოხმარების შემდეგ ნაოჭების მარაო აღარ შეგაწუხებთ.

მისი გამოყენება, ასევე, შეგიძლიათ ქუსლებზე. შეიზილეთ ქუსლის დაზიანებულ ადგილებზე ნიღაბი, ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის წინდები და გაიჩერეთ 1 საათი. ჩაიტარეთ პროცედურა რამდენჯერმე და გაუხეშებული ქუსლები აუცილებლად დაგირბილდებათ. 


თუკი კარაქი არასდროს გამოგიყენებიათ კოსმეტიკის სახით, ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ სიტუაციის გამოსასწორებლად. 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?