სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარსკვლავები

საკნატუნო ამბები

5 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

მათ საკუთარ თავში იპოვეს ძალა, დუმილი დაერღვიათ და ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთ ტრაგედიაზე.

მადონა



ნიუ-იორკში ცხოვრების პირველსავე წელს მომავალი ვარსკვლავი უცნობმა მამაკაცმა სახლისკენ მიმავალ მატარებელში გააუპატიურა. 19 წლის ლუიზა ჩიკონეს უნდოდა, პოლიციისთვის მიემართა, მაგრამ ჩვენების მიცემისა და სამედიცინო შემოწმების პროცედურა მას საშინლად დამამცირებლად მოეჩვენა. გოგონამ გადაწყვიტა, გაჩუმებულიყო და განცდები ღრმად დამარხა. მთელი თავისი მრისხანება მან საკუთარი მიზნის მიღწევაზე მიმართა და მხოლოდ 2015 წელს ისაუბრა საჯაროდ ახალგაზრდობაში გადატანილ ტრავმაზე. თაყვანისმცემლები შოკირებულები დარჩნენ+, მაგრამ მოიძებნენ ისეთებიც, ვინც მადონას აღსარება ახალი ალბომის პიარად მიიჩნიეს.


ტერი ჰეტჩერი



„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა ბავშვობაში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. გოგონას ხუთიდან რვა წლამდე საკუთარი ბიძა (რიჩარდ ჰეის სტოუნი) აუპატიურებდა. პატარა ტერი ყველაფერში თავს იდანაშაულებდა და ამის შესახებ არავის არაფერს უყვებოდა. სიმართლე მხოლოდ 2002 წელს გამჟღავნდა, როცა მისმა 14 წლის მეზობელმა, რიჩარდისგან გაუპატიურებულმა სარამ თავი მოიკლა. მოძალადეს სასჯელისთვის თავი რომ ვერ აერიდებინა, ტერი სახალხოდ მოყვა თავისი ტრაგედიის შესახებ და ჩვენებაც მისცა. მისმა გაბედულმა საქციელმა რიჩარდი 12 წლით ციხეში გამოკეტა. დღეს ტერი აქტიურად ეხმარება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს და მოუწოდებს მათ, მომხდარის შესახებ ხმამაღლა ისაუბრონ.


შაილა ლაბაფი



მსახიობი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2014 წლის 14 თებერვალს გახდა, როდესაც არტ-ინსტალაციაში „I AM SORRY“ („ბოდიშს ვიხდი“) მონაწილეობდა.  შაილა ცარიელ ოთახში მარტო იჯდა და თავზე ქაღალდის პაკეტი ჰქონდა წამოცმული, წარწერით: „I’m not famous anymore“ („მე აღარ ვარ ცნობილი“). ის დუმილს ინარჩუნებდა და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა სტუმრებს. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა გოგონამ, დატოვა რა თავისი მეგობარი მამაკაცი გარეთ, ლაბაფს ჯერ ფეხებში ურტყა, შემდეგ კი ტანსაცმელი გახადა და მასზე იძალადა. ორგანიზატორთა მტკიცებით, ისინი მაშინვე ჩაერივნენ, როგორც კი მიხვდნენ, რა ხდებოდა, მაგრამ გოგონამ დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო. გადატანილ სტრესზე საუბარი შაილამ მხოლოდ 2014 წლის ნოემბერში შეძლო. საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: ბევრი ლაბაფს თანაუგრძნობდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მომხდარს მსახიობის მხრიდან პიარს მიაწერდნენ.


მერილინ მონრო



მონრო პირველი ცნობილი ადამიანია, ვინც გაბედა და საჯაროდ განაცხადა გადატანილი სექსუალური ძალადობის შესახებ. 1953 წელს მან აღიარა, რომ ის გრეის მაკის მიმღებ ოჯახში ზრდასრულმა მამაკაცმა გააუპატიურა, როცა ის 9 წლის იყო (მერილინი მოძალადედ ხან მაკის ქმარს ასახელებდა, ხან კი ვიღაც მუდმივად მცხოვრებს მათ სახლში). მონრო გამოტყდა, რომ მან ძალიან მძიმედ გადაიტანა მომხდარი და მას შემდეგ ენა ებმებოდა. მსახიობის საჯარო აღიარებას საზოგადოება სკეპტიკურად შეხვდა. მერილინი დეტალების უზუსტობებში დაადანაშაულეს, ბევრმა კი, საერთოდაც, ეს ისტორია მსახიობის მდიდარი წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნია.


ოპრა უინფრი



ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი ქალის ბავშვობის წლები ნამდვილი კოშმარი იყო. 9 წლის ასაკში ის საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა და შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბიძაშვილის, ბიძისა და ოჯახის მეგობარი მამაკაცის მხრიდან. 13 წლისა გოგონა დაფეხმძიმდა და დედამ ის სხვა ქალაქში გაგზავნა მამასთან. ბავშვი დაბადებიდან ძალიან მალე გარდაიცვალა და მამამ ოპრას უთხრა, რომ ცხოვრება მას მეორე შანსს აძლევდა. ასე დაიბადა ის ოპრა, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. მრავალი წლის შემდეგ „ოპრა უინფრის შოუში“ მან პირველად მოყვა  ბავშვობაში გადატანილი სტრესის შესახებ. ამ აღიარებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და მთელი ამერიკა შეძრა. ოპრას ისტორიამ დიდი გავლენა იქონია ყველაზე, ვინც სექსუალური ძალადობა გადაიტანა და ბევრს დაეხმარა, მომხდარის შესახებ ესაუბრა.


ტიმ როტი



გადატანილ ტრავმაზე მსახიობი 2009 წელს მოყვა, რეჟისორის ამპლუაში თავისი სადებიუტო ფილმის „საომარი მოქმედებების ზონის“ გამოსვლის შემდეგ, რომელის თემაც ინცესტი და ოჯახური ძალადობა იყო. ბავშვობაში ტიმი რამდენიმე წლის განმავლობაში განიცდიდა სექსუალურ ძალადობას ნათესავის მხრიდან. მსახიობმა არ დაასახელა მოძალადის ვინაობა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ყველაფერთან მის მშობლებს საერთო არაფერი ჰქონდათ. ტიმმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია, თავი მსხვერპლად კი არა, იმ მებრძოლად იგრძნოს, რომელმაც შეძლო და ეს კოშმარი გადაიტანა. ის დიდხანს ელოდა შესაძლებლობას, საჯაროდ მოეთხრო მომხდარის შესახებ და შესაფერის სცენარს ეძებდა. ფილმ „საომარი მოქმედებების ზონაზე“ მუშაობა მას დაეხმარა, მთელი ეს ტკივილი და დემონები გარეთ გამოეშვა და თავისუფლად ამოესუნთქა.


ტორი ამოსი



ნიჭიერი მომღერალი და პიანისტი ძალადობის მსხვერპლი კარიერის დასაწყისში გახდა. ტორი 21 წლისა იყო, როცა ერთხელ ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, რომელიც კონცერტის დასრულებისას კლუბთან ელოდებოდა, მანქანაში ჩაისვა. ახალგაზრდა მამაკაცმა მსახიობი პისტოლეტის მუქარით გააუპატიურა. დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ტორი ამ ამბავს. მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ შეძლო მომღერალმა, მომხდარზე საჯაროდ ესაუბრა: მან დაწერა სიმღერა-აღსარება „Me and a Gun“ („მე და პისტოლეტი“), სადაც იმ საღამოს გადატანილი განცდები აღწერა.


ლედი გაგა



ლედი გაგას აღიარება, რომ ახალგაზრდობაში ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მისი თაყვანისმცემლებისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. 2014 წელს მან პირველად მოყვა, რომ 19 წლის ასაკში 40 წლის მუსიკალურმა პროდიუსერმა გააუპატიურა. მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში იდანაშაულებდა თავს მომხდარში. 10 წლის შემდეგ კი ლედი გაგამ დაწერა სიმღერა „Till It Happens To You“ („სანამ ეს შენ არ დაგემართება“), რომელიც ოფიციალური საუნდტრეკი გახდა დოკუმენტური ფილმისა ძალადობის შესახებ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. ფილმის პრემიერაზე ლედი გაგამ აღიარა, რომ გადატანილმა სტრესმა სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება, მაგრამ მან შეძლო ტკივილთან გამკლავება და ცხოვრების გაგრძელება. სიმღერა „Till It Happens To You“ „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული, თავად ცერემონიაზე კი 2016 წელს ლედი გაგას დარბაზი ფეხზე წამოუდგა.


კუინ ლატიფა



ამ ქარიზმატული და სიცოცხლით სავსე მსახიობისა და რეპერის შეხედვისას, ძნელია წარმოიდგინო, რომ მან ბავშვობაში მსგავსი ტრავმა გადაიტანა. კუინი 10 წლისაც არ იყო, როცა ის მისმა, ასე ვთქვათ, „ძიძად“ მიჩენილმა ახალგაზრდამ გააუპატიურა. დაახლოებით 30 წელი მალავდა ამ ტკივილსა და განცდებს კუინი და მხოლოდ 2009 წელს გაამხილა. ლატიფამ აღიარა, რომ რცხვენოდა და მომხდარში თავს იდანაშაულებდა, ამიტომაც არ მოუყვა არც მშობლებს და არც სხვა ვინმეს. ახლა ის ძალიან ნანობს, რომ ეს ამბავი ადრე არ გაამხილა და დამნაშავე ციხეში არ გამოამწყვდია. გაუპატიურებამ ემოციური შრამი დატოვა მთელ მის ცხოვრებზე. მსახიობის თქმით, ის დღემდე ვერავის ენდობა და უჭირს ნორმალური ურთიერთობის დამყარება მამაკაცებთან.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?