პალატა №სექსი - მეცნიერული მტკიცებულებები, რატომ არის სექსი სასარგებლო

საკნატუნო ამბები

21 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

ის, რომ სექსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ბევრმა იცის, თუმცა, კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს სექსს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ბევრი იბნევა. აი, მეცნიერებმა კი ზუსტად იციან, რატომ და რისთვის არის სექსი სასარგებლო და საკუთარ ცოდნას თამამად გვიზიარებენ. 

 

სექსუალური რევოლუცია, როგორც წინა თაობების მრავალფეროვანი ცხოვრება, როგორც ჩანს, საკუთარ პოზიციებს თმობს და ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს: სადღაც პურიტანები გამოდიან ღია მიმართვებით და საზოგადოებას წესიერებისკენ მოუწოდებენ (არადა, სექსში არაწესიერს რას ხედავენ?), სადღაც უფრო მოკრძალებულ სამოსში გამოწყობილები საუბრობენ ტერმინებით „ქალების სექსუალური ობიექცია“, „გენდერული დისკრიმინაცია“ და „შევიწროება“. ხოლო თანამედროვე ახალგაზრდობას არ აინტერესებს სექსი ურთიერთობის გარეშე. არადა, სექსი არ არის მხოლოდ „კუნთების სპაზმი“, ეს არის ბედნიერება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ინტელექტი! დიახ, დიახ! თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ ბრიტანელ მეცნიერებს, ოღონდ მხოლოდ ბრიტანელებს.


 


სექსი იცავს ადამიანს ქოლერისა და ჭირისგან


არსებობს სქესობრივი გზით გადამდები ისეთი სპეციფიკური დაავადებები, რომლებსაც იმ ადამიანების სხეულშიც უყვართ „ცხოვრება“, რომლებიც თავს უდანაშაულოდ და უმწიკვლოდ მიიჩნევენ. ამის მიზეზია იმუნოგლობულინი A (IgA), რომელსაც ორგანიზმი გამოჰყოფს სხეულში სხვადასხვა უცხო მიკრობისა და ვირუსის შეღწევის შედეგად. როდესაც ადამიანს ამ უცხო სხეულებთან ხშირი კონტაქტი აქვს, იმუნოგლობულინი უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ხოლო სექსის დროს - სიურპრიზი! - ვიზიდავთ უცხო მიკროორგანიზმებს და ეს ჩვეულებრივი კოცნის დროსაც დასაშვებია, არაფერს ვამბობ იმ პროცესებზე, რომლებიც კოცნას მოჰყვება. უილკსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სტუდენტებს ჩაუტარეს ტესტი და დაადგინეს აშკარა კავშირი ინფექციურ დაავადებებსა და სექსუალურ აქტიურობას შორის: რაც უფრო ნაკლებია ეს „აქტიურობა“, მით უფრო ხშირია გაციება, ნაწლავისა და სხვა ინფექციური დაავადებები.


სექსი კბილებს ამაგრებს და ალამაზებს


სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანების უმეტესობას სუსტი სანერწყვე ჯირკვლები აქვს და დამტკიცებულია, რომ წინაპრებისგან განსხვავებით, ჩვენ ნერწყვის საჭირო რაოდენობით გამოყოფის უნარი დავკარგეთ. სწორედ ამიტომ გვიწევს სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტი. ნერწყვს აქვს ე.წ. „ბუფერული მოცულობა“, რომელიც ანეიტრალებს ზედმეტად ტუტე ან ზედმეტად მჟავა გარემოებებს, რომლებიც კბილის ემალს აზიანებს. გარდა ამისა, ნერწყვი შეიცავს ჭრილობის სამკურნალო პეპტიდებს, რაც საუკეთესო დამხმარეა პაროდონტოზის დროს. საბედნიეროდ, სექსისა და კოცნის დროს ჩვენი შესუსტებული სანერწყვე ჯირკვალი წარმოუდგენლად ძლიერდება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყოფს სასარგებლო ნივთიერებებს.


სექსი აუმჯობესებს მეხსიერებას


მაკგილის უნივერსიტეტში სპეციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს: მონაწილეებს სთხოვეს, დაემახსოვრებინათ სურათი. გამომცდელებს აჩვენეს უამრავი ნახატი, შემდეგ შეაბრუნეს ნახატები და უთხრეს, დაესახელებინათ, რა იყო სურათზე გამოსახული (ჩვეულებრივ, ადამიანები იმახსოვრებენ 4-დან 7 გამოსახულებამდე, ხოლო 12 - უკვე ფოტოგრაფიული მეხსიერებაა). შემდეგ სპეციალისტებმა დაიწყეს ტესტში კანონზმიერების ძიება და იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებმაც მეხსიერების მაღალი დონე აჩვენეს, კვირაში 3-4-ჯერ ჰქონდათ სექსი. ხოლო მათ, ვინც გამოსახულებები ვერ დაიმახსოვრა, სექსშიც ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ. რა თქმა უნდა, იქნებ, ცუდი მეხსიერების ადამიანებს უბრალოდ დაავიწყდათ, რომ ამ პლანეტაზე არსებობს სექსი და ის, რომ ჰორმონალური კოქტეილი, რომელსაც სქესობრივი გზით ვიღებთ, მეხსიერების სტიმულატორიცაა. ჯერჯერობით მეცნიერები ამ ურთიერთკავშირს იკვლევენ.
 


 


სექსი სამყაროს უფრო  ნათელს ხდის


არასდროს შეგიმჩნევიათ, რომ ორგაზმის დროს თვალები გიხურთ და შეიძლება, ცრემლებიც კი წამოგივიდეთ? საქმე ისაა, რომ ამ მომენტში სისხლის ნაკადი აქტიურად მიეწოდება ორგანიზმს და მათ შორის, თვალის გუგებსაც. შედეგად კი თვალები სრულყოფილად იკვებება, რაც შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა თვალის სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ. მაგრამ აქ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ორგაზმის შემდეგ მხედველობა უმჯობესდება და უფრო კარგად ასხვავებთ ფერებს. 


 


სექსი მკერდს ადიდებს


არა მხოლოდ ადიდებს, არამედ ამკვრივებს. ეს ჰორმონ პროლაქტინის დამსახურებაა, რომელსაც ქალის ორგანიზმი აქტიურად გამოყოფს ორგაზმის დროს, თანაც, მკერდის გადიდების ეფექტი რამდენიმე დღე გრძელდება. 


 


სექსი აუმჯობესებს ყნოსვას


მიუხედავად იმისა, რომ კაცის ორგანიზმიდან სექსის დროს პროლაქტინი ნაკლებად გამოიყოფა, ეს მცირე დოზა საკმარისია ღეროვან უჯრედებზე მოქმედებისთვის, ეს უკანასკნელი კი აუმჯობესებს რეცეპტორების კავშირს ტვინთან. რა თქმა უნდა, ისე ძალიან არ გაგიუმჯობესდებათ ყნოსვა, რომ ძაღლის როლი მოირგოთ, მაგრამ ნახევრად შებოლილი და გამხმარი ძეხვის სუნს აუცილებლად განასხვავებთ.


 სექსი - შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა დიაბეტის საწინააღდმეგოდ


სექსუალურ კონტაქტს ახასიათებს ჰიპოგლიკემიური ეფექტი. პროცესის დროს უფრო მეტი რაოდენობით იწვება ენდოგენური შაქრის რაოდენობა. ამ მხრივ გამორჩეულად ეფექტურია სექსი ჭამიდან ერთი საათის შემდეგ, ასე რომ, კაცების ძირითადი ჩვევა - დაგვპატიჟონ პაემანზე რესტორანში, როგორც ჩანს, დიაბეტთან ბრძოლის სასარგებლო ელემენტია XXI საუკუნის შუაგულში. 


სექსი ახანგრძლივებს სიცოცხლეს


2010 წელს Journal of the American College of Cardiology-ში გამოქვეყნდა პუბლიკაცია იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს სექსი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. სპეციალისტებმა იმ კაცებში, ვისაც სექსი კვირაში მინიმუმ, სამჯერ აქვთ, ნაადრევი ინსულტის რისკები შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ რეგულარული კარდიოდატვირთვა აძლიერებს სისხლძარღვებს, ხოლო სექსი ამ მხრივ შესანიშნავი ტრენაჟორია. გარდა ამისა, რეგულარული სექსი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტის საფრთხეს. ასე რომ, გაითვალისწინეთ, ვნება და გარყვნილება თქვენს გულს დაიცავს.


 


სექსი ინტელექტს ამაღლებს


თუმცა, აქ, შესაძლოა, ოდნავ ავჩქარდით. კინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური კვლევის თანახმად, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად კავდებიან სექსით, ვიდრე ისინი, რომელთა IQ საშუალოზე დაბალია. გონება მოდის სექსიდან თუ სექსი გონებიდან - ეს მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში განსხვავებული არქეტიპები „ჭკვიანი ბოტანიკოსი, რომელსაც ნაშები არ ჰყავს“ და „უტვინო შოკოლადიანი მაჩო“ რეალობიდან ძალიან შორს დგანან. 
 


სექსი გიხსნით ტკივილისგან


აქ ყველაფერი მარტივია. სექსის დროს ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს და კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ძლიერი ბუნებრივი ანალგეტიკებია, თანაც ხანგრძლივი ეფექტით. რა თქმა უნდა, თუკი ფეხი ამპუტირებული გაქვთ, სექსი, სამწუხაროდ, მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, მაგრამ კბილის ან თავის ტკივილის დროს ამ ტკივილგამაყუჩებელს შეგიძლიათ მიმართოთ. 


 


სექსს მოაქვს ფული


არა, იმ გაგებით არა, რაც თქვენ იფიქრეთ! არავითარი სხეულით ვაჭრობა! გერმანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ უცნობ ადამიანთან ყოველი სექსუალური აქტი კვირაში, დაახლოებით, 3%-ით ზრდის შემოსავალს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს სტატისტიკურ მოულოდნელობა დაკავშირებულია იმასთან, რომ სექსუალურად აქტიური ადამიანები უფრო ჯანმრთელები და კონტაქტურები არიან, ნაკლებად აწუხებთ სტრესი და თავდაუჯერებლობა, რაც აუცილებლად განაპირობებს კარიერულ ზრდას. 


 


  


   

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?