რჩევები სექსის შესახებ - ნაწილი II

საკნატუნო ამბები

30 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

პირველ ნაწილში გაგიზიარეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში სექსის ხარისხი (და რაოდენობა) გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება!

 

ახლა კი, როგორც დაგპირდით, გიზიარებთ რჩევების მეორე ნაწილს:


1. ნუ აურევთ ერთმანეთში რეალურ ცხოვრებასა და პორნოს. თუკი თქვენს პარტნიორს არ სურს რაღაცის გაკეთება, სულაც არ არის ვალდებული, მიზეზი აგიხსნათ.


2. იცოდით, რომ ეროგენული ზონები მკერდზე გაქვთ? აიღეთ პარტნიორის ხელი, დაიდეთ მკერდზე და სთხოვეთ, მოგეფეროთ. აი, ახლა კი ნამდვილად იცით.


3. სხვათა შორის, ქალის ხელის ნაცვლად შეგიძლიათ, მისი მკერდი გამოიყენოთ. განსაკუთრებით, თუკი პარტნიორი ზემოდან არის მოქცეული და თქვენკენ გადმოხრილია.


 


4. პრელუდია - არ არის მოსაწყენი და იძულებითი მოფერება სექსამდე. მუდმივად ცვალეთ ხელების მოძრაობის ტრაექტორია. რაც უფრო ქაოსურია მოფერება, მით უფრო მაღალია ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობა პარტნიორში.


5. თუკი საქმეში ენას ჩართავთ, არ დაგავიწყდეთ ამ დროს თითების გამოყენება. და პირიქით: თუკი ქალს თითებით ეფერებით, აკოცეთ მას ტუჩებში ან კისერში, ან სადაც მოგიწევთ. ამ დროს ნებისმიერი ადგილი გამოსადეგი და აღმგზნებია.


6. თუკი გერიდებათ, პარტნიორს შესთავაზოთ რამე ახალი სექსში, უყურეთ მასთან ერთად პორნოფილმს, რომელშიც თქვენს სურვილებს ახორციელებენ, თანაც ძალიან ბედნიერები (მათი გამომეტყველებით თუ ვისმჯელებთ). ამგვარად მას აშკარად მიანიშნებთ თქვენს სურვილებზე.


7. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენში ვნება სერიოზულად დუღს და იმაზე მეტადაც, ვიდრე ეს პორნოფილმებიდან ჩანს, აკონტროლეთ, რომ პარტნიორი ამ დროს კომფორტულად გრძნობდეს თავს: თავი არ მიარტყას კედელს ან ფეხი არ ჩამოუცურდეს პრინტერიდან.


8. კუნილინგუსის კეთებისას გახსოვდეს, რომ ამ დროს მთავარი - კლიტორია. ზოგიერთი კაცი ენას ისევე იყენებს, როგორც პენისს და ცდილობს, ენა პარტნიორის საშოში შეტენოს, რაც იდეოლოგიურად აბსოლუტურად არასწორი და დიდი უაზრობაა.


9. არასდროს სცადოთ პარტნიორთან ანალური სექსი მის გაუფრთხილებლად. გესმით? არასდროს!


10. თუკი პარტნიორი ანალურ სექსზე დაგთანხმდათ, აუცილებლად დაგჭირდებათ ლუბრიკანტი, რადგან ეს პროცესი პარტნიორისთვის მტკივნეული არ იყოს.


11. თუკი ეაკულაციას ქალის სახეზე ან მკერდზე აპირებთ, ჯერ ერთი, გააფრთხილეთ ამის შესახებ, და მეორე, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სპერმა პარტნიორს თვალებში ან თმებზე არ მოხვდეს.


12. არასდროს შემოახიოთ ქალს თეთრეული (ან ქურთუკი) საკუთარი ვნებების სიძლიერის დემონსტრირებისთვის. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამის შესახებ თავად გთხოვთ.


13. თუკი სექსამდე პირის გაპარსვა ვერ მოასწარით, ჩვენ ამისთვის არასდროს განგსჯით, მაგრამ შეეცადეთ, გასაპარსი პირი ჩვენს მგრძნობიარე ადგილებს არ შეახოთ: გაღიზიანების რისკი დიდია.


14. არასდროს ჰკითხოთ ქალს, ჰქონდა თუ არა ორგაზმი. თუკი განიცადა, ამას აუცილებლად მიხვდებით. თუკი - არა, მას მოუწევს ტყუილის თქმა, თქვენ კი მოტყუებული დარჩებით.


15. თუკი პოზა „69“-ს პრაქტიკაში გადიხართ, სასურველია, ქალი იყოს ზემოდან. ამგვარად მას უფრო გაუდვილდება პენისის შეღწევის იმ სიღრმის კონტროლი, სადაც პენისი ამ პოზაში შედის (კი, კი, პირზეა საუბარი).


16. მუდმივად გქონდეთ ჭიქა წყალი საწოლთან. დეჰიდრატაცია ხშირად ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს. თან პარტნიორსაც, ალბათ, გაგრილება მოუნდება. 


17. თუკი გრძნობთ, რომ ორგაზმი იმაზე გაცილებით ადრე „გემუქრებათ“, ვიდრე გსურთ, შეიცვალეთ პოზა. იდეალურია „მხედრის“ პოზა, რომლის დროსაც სისხლი ნაკლებად მიეწოდება პენისს.


18. მარწყვი, ანანასი, ატამი და მანგო მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპერმის გემოს. ეს, უბრალოდ, დაიმახსოვრეთ.


19. ხოლო ლეღვი, სხვათა შორის, მასში შემავალი ამინომჟავების დამსახურებით, ზრდის სექსუალურ გამძლეობას.


20. სექსამდე შეიხედეთ ტუალეტში. შარდვა ნაადრევ ეაკულაციასა და კონტროლის დაკარგვას აგაცილებთ თავიდან. 


21. მოამარაგეთ საწოლის გვერდით ხელსახოცები. ასევე, თმის რეზინი - იქნებ, მოულოდნელად თქვენთან ორალური სექსის სურვილი გაუჩნდეს და თმებმა შეუშალოს ხელი. 


22. საწოლის მოპირდაპირედ დადგით სარკე (ან ჭერზე ლურსმნებით მიამაგრეთ). სასიამოვნოდ გაოცდებით, როდესაც საკუთარ თავსა და პარტნიორს უჩვეულო რაკურსით დაინახავთ.


23. თუკი ფიქრობთ, რომ პრელუდია მოსაწყენია, გაუგზავნეთ ქალს ეროტიკული შეტყობინებები შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე - შეხვედრის დროს ის აუცილებლად აღგზნებული იქნება (თუ შავ სიაში არ დაგამატათ).


24. ზოგიერთ გოგოს მოსწონს, როდესაც სექსის დროს პირში თითებს უყოფენ - ამგვარად „ორმაგი შეღწევის“ იმიტაცია იქმნება, მაგრამ ზედმეტი ადამიანების გარეშე.


25. თუკი შენიშნავთ, რომ ქალი არ გეგმავს ორგაზმის მიღწევას, ნუ გააგრძელებთ საქმეს „გამარჯვებამდე“. შესაძლოა, უბრალოდ, უნდა დაისვენოთ (ან დაშორდეთ).


26. სექსის შემდეგ აუცილებლად ჩაეხუტეთ ქალს: მეცნიერების მტკიცებით, პარტნიორი ამის შემდეგ 30%-ით მეტად ბედნიერი ხდება.


27. არ იცით, რაში გამოიყენოთ აქსესუარები, რომლებიც თვითმფრინავში დაგირიგეს? გამოიყენეთ ისინი სექსში. მაგალითად, შესთავაზეთ პარტნიორს, აიხვიოს თვალები და იმოქმედეთ. გრძნობის ერთ-ერთი ორგანოს „გათიშვა“ გრძნობის დანარჩენი ორგანოების მუშაობას აორმაგებს.


28. ყველაზე რთულ ქორეოგრაფიულ პოზებს მიმართეთ მაშინ, როდესაც ერექციისთვის დამატებითი სტიმული არ გჭირდებათ.


29. თუკი საწოლი ჩაგიტყდათ, გადადით სკამზე. სკამზე შესრულებულ „მხედრულში“ ქალები თავს კომფორტულად გრძნობენ და ბევრ ქალს ეს ძალიან მოსწონს. 


30. თუკი ქალს, გარკვეული მიზეზების გამო, ერიდება, დაკავდეს თქვენთან სექსით პოზაში „კაცი უკნიდან“, შესთავაზეთ მას, მიეყრდნოს მუცლით მაგიდას ან დივანის საზურგეს. შეგრძნება იგივეა და უფრო „წესიერად“ გამოიყურება.


 


31. სექსის დროს ნუ გაფანტავთ ყურადღებას ტელევიზორზე, საკვებზე, კატის ჭამაზე. გააკეთეთ ერთი საქმე, მაგრამ კარგად. ძალიან კარგად (და კატის კვებას არ ვგულისხმობთ).


32. დაკავდეთ სექსით მძინარე ქალთან და გააღვიძოთ ის სექსით - ორი განსხვავებული რამ არის. დასაშვებია მხოლოდ მეორე ვარიანტი.


33. არ იფიქროთ, რომ ქალს იმაზე უკეთ იცნობთ, ვიდრე ის იცნობს საკუთარ თავს. თუკი ის სექსუალურ პროცესში გთხოვთ, ქუსლი მოფხანოთ - ეს არ არის მისი უბრალო აკვიატება. შესაძლოა, მხოლოდ ამგვარად აღწევს ორგაზმს. ამიტომ დაემორჩილეთ.


34. რჩევა ბედნიერ დაქორწინებულ ადამიანებს: ხშირად დაკავდით სექსით ახალ ადგილებში, მაგალითად, სასტუმროში. იქ, სადაც კედლებზე თქვენი საერთო შვილების ფოტოები არ არის გაკრული და კარადაზე გადახდილი კრედიტის ქვითრები არ გიყრიათ.


35. ეთამაშეთ ქალს თმებზე: ნაზად შეაცურეთ თითები მის თმებში, დაიხვიეთ თმები მუშტზე, მაგრამ ფრთხილად, არავითარი მკვეთრი მოძრაობა!


36. სექსის დროს გაუკეთეთ კომპლიმენტი უმაღლეს ხარისხში. შეცდომაა: „შენ სექსის ქალღმერთი ხარ!“ სწორია: „შენ სექსის ქალღმერთი ხარ, რომელიც ერთად აღებულ ყველა ქალღმერთზე და მის სექსუალურ ტყუპ დაზე უკეთესია“.


37. დილაობით უპირატესობა მიანიჭეთ სწრაფ სექსს. სექსის ენერგიული ხუთი წუთის დამსახურებით თავს მთელი დღის განმავლობაში მხნედ იგრძნობთ. დილის სექსის გაწელვა არ ღირს - ბავშვები გყავთ სკოლაში წასაყვანი.


38. დაიმახსოვრეთ „მხოლოდ სამი“: სამ პოზაზე მეტი ერთი სექსუალური აქტის დროს არასასურველია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენზე ეჭვს მიიტანენ, რომ წარსულში პორნომსახიობი იყავით.


39. ნუ დაუწყებთ ეროგენულ ზონებს სპეციალურად ძებნას, ყველა ქალს ის სხვადასხვა ადგილას აქვს (და შეუძლიათ მიგრაცია მთვარის დღეების მიხედვით).


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?