ალკოჰოლი და სექსი - ამ უცნაური „დუეტის“ მთავარი მინუსები და პლუსები

საკნატუნო ამბები

14 დეკემბერი 23:00, 2018 წელი

სპირტიან სასმელს შეუძლია, ერთდროულად სექსუალურად აქტიურიც გაგხადოთ და ზიანიც მოგაყენოთ. აი, მაგალითად...

ალკოჰოლისა და სექსის დადებითი მხარე:


1. ალკოჰოლი ხსნის დაძაბულობასა და აკრძალვებს


სპირტიანი სასმელი ლიბიდოს არ ამაღლებს, მაგრამ ეხმარება ორგანიზმს, გაუმკლავდეს შფოთვას, რომელიც სექსუალური აქტის დროს ხშირად ხელის შემშლელია. მაგალითად, საკუთარ ფიგურაზე ნერვიულობა ან გამუდმებით იმაზე ფიქრი, ექნება თუ არა პარტნიორს ორგაზმი თქვენთან სექსუალური აქტის შემდეგ. 
ამ აზრებს რამდენიმე ბოკალი ღვინო თავიდან ამოგიგდებთ და დაგავიწყებთ. ალკოჰოლი ამარტივებს კომუნიკაციას და ქმნის საბრძოლო განწყობას: ცუდი არაფერი მოხდება.


2. სპირტიანი სასმელი დაგეხმარებათ კონცენტრაციაში


სურვილების შემცირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სტრესია. ალკოჰოლი ამცირებს ნეირონების აქტივობას და მასთან ერთან, შფოთვის დონეს. ხოლო კარგი სექსი საქმეების უსასრულო სიისა და პრობლემების სრულად დავიწყებას მოითხოვს. 


3. აძლიერებს პარტნიორისადმი მიჯაჭვულობას


კვლევებით დამტკიცებულია, რომ ადამიანები რამდენიმე ჭიქა სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ სხვებს უფრო მიმზიდველად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ურთიერთობის გასაგრძელებლად საჭიროა შესაბამისი განწყობა და კავშირები, თუმცა, ერთობლიობაში საერთო „სურათი“ უმჯობესდება.



4. აძლიერებს სიახლოვის სურვილს


ალკოჰოლი თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქზე მოქმედებს, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომაც არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი უფრო კონტაქტური და შეუძლია, თამამად ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე. გსურთ გაიგოთ, რას გრძნობს პარტნიორი თქვენ მიმართ? დაალევინეთ ცოტაოდენი ღვინო. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის დიდი დოზა საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. 


ალკოჰოლისა და სექსის უარყოფითი მხარე:


1. ზოგიერთი ადამიანისთვის დალევა არ შეიძლება


ვიღაც მიდრეკილია ალკოჰოლის მიღებაზე, ზოგიერთს კი ალკოჰოლზე უარის თქმა წამლების დალევის გამო უწევს. ასე რომ, თუკი ფიქრობთ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თავრბუდამხვევი სექსი გექნებათ, არ გამორიცხოთ, რომ დადებითი ეფექტის მიღების ნაცვლად, შესაძლოა, მთელი საღამო გაგიფუჭდეთ. 


2. თანხმობა და განხილვა


ალკოჰოლი, შესაძლოა, გახდეს დაუცველი სექსის ან სექსუალური ფანტაზიის განხორციელების მიზეზი, რაც ფხიზელ გონებაზე თქვენთვის სრულიად მიუღებელია. არსებობს უარესი უსიამოვნებებიც, რომლებიც შესაძლოა, თავიდან აგეცილებინათ, რომ არა ალკოჰოლი.


3. ცუდი სექსი


ალკოჰოლის დიდი დოზა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას კაცებში, ხოლო ქალებში, ორგაზმის ძალიან დაგვიანებას.


4. პარტნიორიდან გამოყოფა


დიდი რაოდენობის სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ კონკრეტულ მომენტზე კონცენტრირების ნაცვლად, შესაძლოა, აბსოლუტურად ყველაფერს მოსწყდეთ გარშემო. გსურთ ეს? ალბათ, არა!


 


 

წყარო
საკნატუნო ამბები

ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.
საკნატუნო ამბები

რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 დედა, რომლებსაც სამშობიაროში შვილები შეუცვალეს

უყურებ დედების ამ თბილ ფოტოებს თავიანთ „ნაშიერებთან“ ერთად და ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როცა ხელმარჯვე ოსტატებს გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ...

ზოგს ეს იდეები თამამად მოეჩვენება, ზოგს - ცოტა ექსტრავაგანტურად, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ამ „შედევრებს“ გულგრილად ვერ ჩაათვალიერებთ!
საკნატუნო ამბები

საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 
საკნატუნო ამბები

რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საინტერესო აქციას და ახალ პირობებს სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.