9 პირველი ფოტო მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორიაში

საკნატუნო ამბები

16 დეკემბერი 17:00, 2018 წელი

პირველი ფოტო ლამის 200 წლის წინათ ფრანგმა ჯოზეფ ნეპსმა გადაიღო. მართალია, ფოტო კარგი ხარისხის არ გამოვიდა, მაგრამ სწორედ აქედან იწყება ფოტოგრაფიის ისტორია.

1826 - პირველი და უძველესი ფოტო



ფრანგი ფოტოგრაფის ჯოზეფ ნეპსის ფოტოს ჰქვია: „ხედი ფანჯრიდან ლე გრასზე“. და ის ბოლო წლებში ტეხასის უნივერსიტეტში იყო გამოფენილი.


1838 - პირველი ფოტო, სადაც ადამიანი ჩანს



ლუი დეგარმა ადამიანის პირველი ფოტო 1838 წელს გადაიღო. ფოტოზე გამოსახულია ქალაქის ქუჩა, რომლის მარცხენა ქვედა კუთხეშიც ადამიანი ჩანს (გადიდების შემთხვევაში)


1858 - პირველი ფოტომონტაჟი



1858 წელს პიჩ რობინსონმა შექმნა პირველი ფოტოკოლაჟი, რამდენიმე ნეგატივის ერთ გამოსახულებაში გაერთიანებით.


ეს კომბინირებული ფოტო Fading Away-ს სახელითაა ცნობილი და ის 5 ნეგატივისგან შედგება. გამოსახულია გოგონას გარდაცვალება ტუბერკულოზით. ამ ნამუშევარმა დიდი კამათი გამოიწვია.


1861 - პირველი ფერადი ფოტო



პირველი ფერადი ფოტოს ავტორია ჯეიმს კლერკ მაქსველი, შოტლანდიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. ამ პროცესში გამოყენებული ფოტოფირფიტები ახლა ინახება სახლში, სადაც მაქსველი დაიბადა (ახლა იქ მუზეუმია).


1875 - პირველი ავტოპორტრეტი



ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი მეთიუ ბრედი პირველი იყო, ვინც საკუთარი ფოტო გადაიღო, ანუ ავტოპორტრეტი.


1903 - ზემოდან გადაღებული პირველი ფოტოები 



პირველი საჰაერო „ფოტოგრაფები“ ჩიტები იყვნენ. 1903 წელს იულიუს ნოიბრონერმა ფოტოკამერა და ტაიმერი მტრედს მიამაგრა და ფოტოები ციდან გადაიღო. ეს აღმოჩენა გერმანელებმა სამხედრო დაზვერვისთვის გამოიყენეს.


1926 - პირველი ფერადი წყალქვეშა ფოტო



პირველი ფერადი წყალქვეშა ფოტო მექსიკის ყურეში დოქტორმა იულიამ ლონგლიმ და National Geographic-ის შტატიანმა ფოტოგრაფმა ჩარლზ მარტინმა 1926 წელს გადაიღეს.


1946 - კოსმოსიდან გადაღებული პირველი ფოტო



1946 წლის 24 ოქტომბერს რაკეტაზე მიმაგრებულმა 35-მილიმეტრიანმა კამერამ დედამიწიდან 105 კმ-ის მანძილზე გადაიღო ფოტო.


1972 - მთლიანად განათებული დედამიწის პირველი ფოტო



პირველი ფოტო, რომელზეც განათებული დედამიწაა გამოსახული, ცნობილია, როგორც The Blue Marble  („ცისფერი ბურთი“). ეს ფოტო კოსმოსური ხომალდის „აპოლონ 17“-ის ეკიპაჟმა 1972 წლის 7 დეკემბერს გადაიღო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?