2018 წლის მთავარი სკანდალები

საკნატუნო ამბები

27 დეკემბერი 14:00, 2018 წელი

მოდი, თვალი გადავავლოთ 2018 წლის მთავარ მოვლენებსა და სკანდალებს სელებრითების ცხოვრებაში...

კაილი ჯენერის საიდუმლო ორსულობა



2017 წლის სექტემბერში ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა, რომ კაილი ჯენერი „ბოიფრენდისგან“, ტრევის სკოტისგან შვილს ელოდებოდა. მაგრამ არც კაილიმ, არც ტრევისმა და არც კარდაშიანების ოჯახის არცერთმა წევრმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ყველაფერი კი 2018 წლის თებერვალში გაცხადდა, როცა ჯენერმა გოგონა გააჩინა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი ფეხმძიმობის მიმდინარეობა იყო ასახული.


 


კიმ კეტროლისა და სარა-ჯესიკა პარკერის დაპირისპირება



ეს სკანდალი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. მაშინ პარკერმა, კერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა, გამოაცხადა, რომ ფილმის გაგრძელებას აღარ გადაიღებდნენ. ჭორებს თუ დავუჯერებთ, ამის მიზეზი კეტროლის უარი გახდა. კიმმა, სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელმა, განაცხადა, რომ ყველაფრის თავი და თავი სარა იყო, რომელსაც შეეძლო, „ცოტა უფრო კორექტული“ ყოფილიყო ამ ინფორმაციის გავრცელებისას. და საერთოდაც, ისინი „არასოდეს ყოფილან დაქალები“.


ახალი ძალით ამ სკანდალმა 2018 წლის თებერვალში იფეთქა. სარა-ჯესიკა პარკერმა კიმ კეტროლის პოსტი დააკომენტირა ინსტაგრამზე, რომელიც კიმის ძმის გარდაცვალებას ეძღვნებოდა. კეტროლის მხრიდან ამას ბრალდებების კორიანტელი მოჰყვა: „დღეს დედამ მკითხა: „როდის უნდა დაგანებოს თავი ამ ფარისეველმა პარკერმა?“. შენი სურვილი, გააგრძელო ურთიერთობა - მტკივნეული მოგონებაა იმისა, როგორი დაუნდობელი იყავი ადრე და რჩები ახლაც. მინდა, პირდაპირ გითხრა (თუ კიდევ ვერ გაიგე): შენ არც ჩემი ოჯახი ხარ და არც მეგობარი. ამიტომაც გწერ უკანასკნელად: საკმარისია ჩვენი ტრაგედიით ექსპლუატირება სამყაროსთვის იმის საჩვენებლად, რომ შენ „კარგი გოგო ხარ“. მე არ მჭირდება შენი სიყვარული თუ თანაგრძნობა ამ მძიმე წუთებში“.


ფეხმძიმე ქლოე კარდაშიანს „ბოიფრენდმა“ უღალატა



და ისევ კარდაშიანების ოჯახი. ამჯერად, არც ისე სასიამოვნო ამბით. ქლოე კარდაშიანმა ტრისტან ტომპსონის ღალატის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა მისგან ფეხმძიმედ იყო. ეს ინფორმაცია 2018 წლის აპრილში გავრცელდა. ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც НБА-ს ვარსკვლავს ორი ქალი კოცნის. ამ სკანდალიდან ორ დღეში ქლოემ გოგონა გააჩინა, რომელსაც, სპეციალურად თუ შემთხვევით, „Truth“ დაარქვა, რაც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „სიმართლე“. ფანატები მოუთმენლად ელოდნენ წყვილის დაშორებას, მაგრამ ქლოემ გადაწყვიტა, მოღალატისთვის ეპატიებინა და ოჯახის შექმნა ეცადა.


 


მეგან მარკლის მამასთან დაკავშირებული სკანდალი



2018 წლის მთავარი მოვლენა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწინება იყო. თუმცა ასეთი გრანდიოზული მასშტაბის მოვლენაც ვერ გადარჩა კაზუსების გარეშე. ერთ-ერთი ასეთი მეგან მარკლის მამასთან იყო დაკავშირებული. პრესაში გამოჩნდა მამაკაცის ფოტოები, სადაც ის ყურადღებით ეცნობა ინფორმაციებს დიდი ბრიტანეთის შესახებ, თუმცა მოგვიანებით გამჟღავნდა, რომ ტომას მარკლი უბრალოდ პოზირებდა და ყველა ფოტო დადგმული იყო. თანაც დადიოდა ხმები, რომ მან ამაში ფული აიღო. მეორე სკანდალი პირდაპირ ცერემონიალის დაწყებამდე მოხდა. ბოლო მომენტამდე ელოდნენ, რომ ტომასი ქალიშვილს საკურთხეველთან მიაცილებდა, მაგრამ მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და ქორწილს არ დაესწრო - მამის როლი პრინცმა ჩარლზმა შეასრულა.


არიანა გრანდეს ნიშნობა



2018 წლის ივნისში, როცა მედიაში არიანას ნიშნობის შესახებ დაიწერა, მისი ფანატები შოკში ჩავარდნენ. მომღერლის რჩეული ტელეწამყვანი პიტ დევიდსონი აღმოჩნდა. ნაცნობობიდან, სულ რაღაც, ერთ თვეში მან შეყვარებულს ნიშნობის ბეჭედი გაუკეთა. შემდეგ იყო სიყვარულის ახსნები, საერთო ფოტოები და ერთნაირი ტატუები. მისმა ფანატებმა უკვე წარმოიდგინეს, როგორ მიდიოდა გრანდე საკურთხევლისკენ საქორწინო კაბაში... და სულ ტყუილად, ეს ოცნებები მალევე დაიმსხვრა - შეყვარებულებმა ნიშნობა ჩაშალეს და დაშორდნენ. ახალ სიმღერაში „Thank U, Next“ არიანა მადლობას უხდის ყველა ყოფილს და მათ შორის დევიდსონსაც. თუმცა რა იცი, შეიძლება, მათ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვთ.


ნიკი მინაჟისა და Cardi В-ს ჩხუბი



რეპერები არც მანამდე ყოფილად საუკეთესო დაქალები, მაგრამ 2018-ში მათი მტრობა ახალ დონეზე გადავიდა და ლამის ხელით შეხებამდეც კი მივიდა. შეკამათება Harper’s Bazaar-ს წვეულებაზე მოხდა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელზეც ორივე იყო მიწვეული. მოარული ხმებით, კარდი პირველი დაესხა თავს ნიკი მინაჟს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მისი დედობა გააკრიტიკა და არც ისე სასიამოვნოდ მოიხსენია პატარა კალჩერი. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ რეპერმა ფეხსაცმელი გაიხადა და მინაჟს ესროლა. თუმცა არც ნიკი ჩამორჩა და ხურდა დაუბრუნა, რაზეც ძალიან ხატოვნად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ღონისძიების შემდეგ Cardi В შუბლზე უზარმაზარი კოპით წავიდა სახლში.

საკნატუნო ამბები

ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.
საკნატუნო ამბები

რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 დედა, რომლებსაც სამშობიაროში შვილები შეუცვალეს

უყურებ დედების ამ თბილ ფოტოებს თავიანთ „ნაშიერებთან“ ერთად და ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როცა ხელმარჯვე ოსტატებს გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ...

ზოგს ეს იდეები თამამად მოეჩვენება, ზოგს - ცოტა ექსტრავაგანტურად, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ამ „შედევრებს“ გულგრილად ვერ ჩაათვალიერებთ!
საკნატუნო ამბები

საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 
საკნატუნო ამბები

რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საინტერესო აქციას და ახალ პირობებს სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.