როგორ, სად და რატომ? - დამხმარე ინსტრუქცია კაცებს ქალის ორგაზმისთვის

საკნატუნო ამბები

24 დეკემბერი 23:00, 2018 წელი

იყავით ყველაზე დაუვიწყარი თავგადასავალი მის ცხოვრებაში!

ქალის ორგაზმი - გასაოცარი მოვლენაა. ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებარია მისი ფუნქციური დანიშნულება. მეორე მხრივ - ორგაზმს თითქოს არც სითბო მოაქვს, არც სიცივე, მაგრამ ის პარადოქსულად სასიამოვნო მოვლენაა. ხშირად, კაცებს სპორტული ინტერესი ამოძრავებთ და აინტერესებთ, რამდენჯერ მიაღწია მათმა პარტნიორმა ორგაზმს და რას ჰყვება ის დაქალებთან (ბოლოს და ბოლოს, რეკლამა ზედმეტი არავისთვისაა). გადავწყვიტეთ, ამ საკითხს ყველა შესაძლო მხრიდან, კუთხიდან და წერტილიდან მივუდგეთ ცოდნის გამოსაყენებლად.


რისთვის გჭირდება ეს?



სინამდვილეში მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალის ორგაზმში გაცილებით მეტი ბონუსი იმალება თქვენთვის, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სინდი მესტონმა და დევიდ ბასმა რამდენიმე ათასი ქალი გამოკითხეს და საკმაოდ გამაოგნებელი შედეგი მიიღეს.


„თუკი სიამოვნებამ პიკს მიაღწია და მას გადააჭარბა კიდეც, მთელ სხეულში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ, მხოლოდ დაწოლა და ღიმილი მინდა. მომდევნო დღეს შესანიშნავი განწყობა მაქვს, თითქოს რთულ და მნიშვნელოვან საქმეზე დავასრულე მუშაობა. თუკი სიამოვნების მიღება ყველაზე საინტერესო მომენტში „ჩავარდა“, დიდხანს ვერ მშვიდდები, მოუსვენრად ხარ, ბრაზდები პარტნიორზე, გწყინს, რომ ის ნასიამოვნები ხვრინავს. მე, რა თქმა უნდა, შემიძლია, საკუთარ თავს დავეხმარო, მაგრამ მასტურბაციით საბოლოოდ ისეთივე სიამოვნებას ვერ იღებ“, - 36 წლის ქალი. 


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალის ორგაზმის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს სისხლის ნაკადის სწრაფ გადინებას მკერდიდან და მენჯის არედან, რაც, სინამდვილეში იწვევს სიმსუბუქისა და თავისუფლების შეგრძნებას. ალბათ, ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც  სექსუალური აქტის შეწყვეტა ყველაზე საინტერესო დროს მოგიწიათ და ესეც, სრულიად უნებურად. არა, რა თქმა უნდა, ქალებს ეს მომენტი გაცილებით მტკივნეულად გადააქვთ, თუმცა, იმედგაცრუების შეგრძნება თითქმის იგივეა. თუკი ამ დროს მოულოდნელად ჩაგეძინათ, ტკბილი ძილი ვერ გექნებათ, რადგან ქალის „აფეთქების“ სიძლიერე აუცილებლად გაგიშვებთ ჯანდაბაში, მაგრამ, თუკი ერთად ცხოვრობთ, გამოიცანით, ვისზე გადავა მეორე დღეს მთელი ბოღმა? 


აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, რომლის შესახებაც გამოკითხული ქალები საუბრობენ. ბევრ ქალს შეუძლია, შეწყვეტილი სექსუალური აქტი გამოასწოროს. თუმცა, ამ დროს გასათვალისწინებელია ჩვენი სხეულის ქიმია, რომელიც თამაშში ავტომატურად ერთვება. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პარტნიორთან სექსის შემდეგ ქალის სხეული 400-ჯერ მეტ პროლაქტინის ჰორმონს გამოიმუშავებს, ვიდრე მასტურბაციის დროს. ეს ჰორმონი ამშვიდებს სხეულს და მას გამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. ის, ასევე, ბლოკავს დოფამინს, რომელსაც ჩვენი სხეული სექსუალური აღგზნების, გამოცდების წინა ღამეს ან ავიაფრენის დროს გამოყოფს. ამ ჰორმონის მომატებული კონცენტრაცია სისხლში გაიძულებთ ავტობუსს უფრო სწრაფად გაეკიდოთ, ანგარიშები დროულად დაწეროთ და არ ინერვიულოთ იმ შემთხვევაშიც, თუკი მიზანს ვერ მიაღწიეთ. 



„პარტნიორთან სექსის დროს პიკის მიღწევა შესანიშნავი შეგრძნებაა, თუმცა, ამის გარდა, ორგაზმის შემდეგ განსაკუთრებულ სინაზესა და პარტნიორთან საოცარ სიახლოვეს გრძნობ. ცხოვრებაში რამდენჯერმე აღმოვჩენილვარ სიტუაციაში, როდესაც კაცი ფიზიკურად არ მომწონდა და ის ჩემი რომანის გმირი საერთოდაც არ იყო, თუმცა, როგორც კი ჩემმა დაწუნებულმა კაცმა რამდენჯერმე ორგაზმამდე მიმიყვანა, მასზე წარმოდგენა სრულიად შემეცვალა და ისე შემიყვარდა, რომ კატასავით მივეკედლე“, - 30 წლის ქალი.


ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს კიდევ ერთი ჰორმონის მოქმედებასთან, რომელიც ორგაზმის დროს გამოიყოფა. ეს არის ოქსიტოცინი. მას ასევე, ურთიერთობის დამყარების ჰორმონს უწოდებენ. ოქსიტონიცი გამოიყოფა (ან ცალკეულ შემთხვევებში არ გამოიყოფა) დედის ორგანიზმში შვილის ძუძუთი კვების დროს და შვილისადმი სიყვარულს ამძაფრებს. ოქსიტოცინის ქიმიური მოქმედება ქალს უფრო სანდოსა და მგრძნობიარეს ხდის, ამცირებს კრიტიკულ აზროვნებას, რის შედეგადაც შავი ყვავი თეთრდება, ხოლო ზღარბი სულაც აღარ იჩხვლიტება. ამიტომაც სწორედ ოქსიტოცინის გამო ქალი პარტნიორ კაცს აღიარებს როგორც „თავის საკუთრებას“ და მისი ერთგული ხდება.



„ზოგჯერ სექსი საერთოდ არ მინდა. თავი მტკივა, ან განწყობა არ მაქვს. ამ დროს სექსისთვის საერთოდ არ მცხელა“. - 20 წლის ქალი.


 


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ სექსი, და ძირითადად, ორგაზმი ეხმარება ქალს, გაუმკლავდეს თავისა და მენსტრუაციულ ტკივილს, ასევე, მომატებულ შფოთვას.


სექსის შემდეგ ქალის სისხლში მნიშვნელოვნად იზრდება ბედნიერების ჰორმონის - ენდორფინის კონცენტრაცია, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. კვლევაში მონაწილე 58 ქალიდან, რომლებსაც შაკიკი აწუხებდათ, ნახევარმა აღიარა, რომ ხარისხიანი სექსის შემდეგ მათ თავის ტკივილმა გაუარა, მხოლოდ სამ შემთხვევაში გაუარესდა მდგომარეობა. ამიტომ, ეს ჰორმონი, პროლაქტინის დამამშვიდებელ მოქმედებასთან ერთად სტრესული მდგომარეობის წინააღმდეგ იდეალური საშუალებაა. 


 


რას აკეთებ არასწორად?



ორგაზმის ქიმიური მოქმედება ამცირებს ქალის კრიტიკულ აზროვნებას, აიძულებს მას, შეიყვაროს პარტნიორი და მისი ერთგული იყოს! საკმარისია, თეორია! გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე, რომელშიც მოგიყვებით, როგორ უნდა იმოქმედოთ, რომ თქვენი პარტნიორი ქალი სიამოვნების პიკამდე მიიყვანოთ.


პირველ რიგში, თქვენთვის ორი სიახლე მაქვს: კარგი და ცუდი. ცუდი მდგომარეობს იმაში, რომ ქალების უმეტესობა მარტივად განიცდის ორგაზმს მასტუბრაციით. მილიონ-ნახევარი ანონიმურად გამოკითხული ამერიკელი ქალების 28% აღიარებს, რომ ისინი ორგაზმს პარტნიორთან სექსის პროცესში აღწევენ. ალბათ, თქვენი პირადი სტატისტიკა სხვა ციფრებს გიკარნახებთ. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ქალის თვალთმაქცობას ჩაუსაფრდეთ და ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის, გირჩევთ, დაელაპარაკოთ მას ამის შესახებ. სექსოლოგებმა დაასკვნეს, რომ წყვილში ინტიმური ურთიერთობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა - საკუთარ სურვილებსა და ფანტაზიებზე გულახდილი საუბრებია.


ამასობაში, კარგი სიახლის თქმა ლამის დამავიწყდა: ამერიკელი სექსოლოგების აზრით, აბსოლუტურად ნებისმიერ ქალს შეუძლია, განიცადოს ორგაზმი. ერთადერთი საკითხია, საკმარისი დროით და საჭირო ადგილას ხდება თუ არა სტიმულაცია. აქ სექსოლოგები წარბს სწევენ და ქალებს კაცების შეცდომებზე მიანიშნებენ: პარტნიორის სიამოვნების მიღების სწავლის დროს კაცი ხშირად დარწმუნებულია, რომ ქალებში წარმატების უნივერსალურ ტექნიკას დაეუფლა და ამ მეთოდით სარგებლობს ყველა ქალთან ურთიერთობის დროს. 


თუმცა, ევოლუციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, ამ პლანეტაზე ყველა ქალი განსხვავდება. იმ შემთხვევაშიც, თუკი მათი მსგავსება ორგაზმის მიხედვით არსებობს და მათ მოსწონთ ტექნიკა, რომელსაც კაცი უკვე დაეუფლა, ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული ვარიაციები უკეთეს შედეგს არ მოიტანს. ნუ შეგეშინდებათ, იკითხოთ და დააკვირდეთ, რადგან იმ ქალებშიც კი, რომლებიც ორგაზმს მხოლოდ მასტურბაციით განიცდიან, შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ პროცესს და ისწავლოთ, მოეფეროთ მას ისე, როგორც მას ეს ყველაზე მეტად სიამოვნებს. ბოლოს და ბოლოს, ეს გაზრდის თქვენს სექსუალურ გამოცდილებას, რასაც ქალები ყველა დროში კაცის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ თვისებად მიიჩნევენ. 


მაინც არ გამოგდით?



ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებთ, თუმცა თქვენი პარტნიორი ძველებურად „პროგრამის შეცდომას გინთებთ“? დამშვიდდით. ამერიკელმა სექსოლოგებმა მხოლოდ ორი მიზეზი დაასახელეს, რატომ ვერ ასიამოვნებთ პარტნიორს.


პირველი: ეროგენული ზონების სტიმულაცია ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს თქვენს გოგოს მოსწონს ან არასაკმარისია. თუკი მას ერიდება, მოგანდოთ საკუთარი სხეული, შესთავაზეთ მას, დამოუკიდებლად იმოქმედოს. არსებობს „ეროტიკული ვარჯიშები“, რომლის დახმარებითაც ქალი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება თავისი ეროგენული ზონების სტიმულაციას. ეს თავგადასავალი აუცილებლად გიკარნახებთ, როგორ, სად და რა მოსწონს მას სინამდვილეში.


მეორე მიზეზი უფრო სერიოზულია: სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი პარტნიორი ფსიქოლოგიურად მზად არ იყოს სექსისთვის: თავს დამნაშავედ გრძნობს. ბევრ კულტურაში სექსისგან სიამოვნების მიღება ქალისთვის უღირს ქმედებად მიიჩნევა. ვიქტორიანულ ეპოქაში, ინგლისში ქალს ეკრძალებოდა სექსისგან სიამოვნების მიღება და ისინი ამას არც განიცდიდნენ. ხოლო კუნძულ მანგაიაზე მცხოვრები ქალებისთვის მრავალრიცხოვანი ორგაზმი ნორმად მიიჩნევა და ქალების უმეტესობა ყველა სასიამოვნო სიტუაციაში ორგაზმს რამდენჯერმე განიცდის. ამგვარი ფსიქოლოგიური პრობლემების შემთხვევაში სასურველია, მიმართოთ სექსოლოგს ან მოაგროვოთ იმდენი ფული, რომ კუნძულ მანგაიაში გასამგზავრებლად ბილეთის შესაძენად გეყოთ.

წყარო
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.