რა ჩავიცვათ წლის მთავარ ღამეს - დიზაინერების რჩევები

საკნატუნო ამბები

30 დეკემბერი 17:00, 2018 წელი

ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელსაც ზუსტად ისე გაატარებო. ამიტომაც ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და ჩვენც იდეალურად გამოვიყურებოდეთ...

2019 წლის მფარველი ყვითელი მიწის ღორია - ძლიერი და მიზანმიმართული ცხოველი. მას უყვარს სიცხადე და პრაქტიკულობა. ამიტომაც ტანსაცმელი გონივრულად შეარჩიეთ.


2019 წლის მთავარი ფერებია: წითელი, ოქროსფერი, ზურმუხტისფერი, ნარინჯისფერი. თუ თქვენ მზის 50 ელფერი არ მოგწონთ, გოჭუნა, ალტერნატივის სახით, ცოტა მოკრძალებულ ფერებსაც გთავაზობთ: ქვიშისფერი, გრაფიტისფერი, ტერაკოტა, სპილენძისფერი.


რაც შეეხება ქსოვილს, მომავალი წლიდან მოდაში შემოდის: აბრეშუმი, ატლასი, ხავერდი და ბუმბულით გაწყობილი ქსოვილი. ღორს უყვარს კომფორტი და მყუდრო გარემო. ამ აზარტულ ცხოველს არ ეზარება ექსპერიმენტები და არ ეშინია ფერებისა და ფორმების შერწყმის. კარგი იქნება, უარი თქვათ ვიწრო ქვედაბოლოებსა და შარვლებზე. უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ სტილს, ასიმეტრიულ ბლუზებს მოშიშვლებული მხრებით. ღორი ცნობილი მფლანგველია და არ ღირს საახალწლო ჩაცმულობაზე ეკონომიის გაკეთება. საახალწლო ლუქი გასაოცარი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ამაში კი აქსესუარები დაგეხმარებათ.


საახალწლო ჩაცმულობას ძალიან მოუხდება ოქროსფერი ან რამე ნატურალური სამკაული. აირჩიეთ ხის მასალისგან გაკეთებული ყელსაბამები ან მარგალიტის მძივები.


ქალებისთვის იდეალური იქნება თავისუფალი სტილის გრძელი კაბა. უმჯობესია, კაბა წითელი, ოქროსფერი ან ყავისფერი იყოს. არც ნაზი თეთრი დაგავიწყდეთ. ეს ფერი ისედაც მდიდრულად გამოიყურება. მისი შევსება წითლისა და ოქროსფერის ნათელი აქცენტებით შეიძლება. თავისუფლად შეგიძლიათ, აირჩიოთ კაბა მოშიშვლებული მხრებითა და ზურგით. ღრმა დეკოლტეც არ იქნებოდა ურიგო. თუ ძალიან კაშკაშა ფერები არ  მოგწონთ, ჩაიცვით მოკრძალებული მეტალიკის ან რძისფერ ტონებში. აი, ცხოველის პრინტიან ქსოვილზე კი უარი თქვით. გახსოვდეთ, რომ მომავალი წლის მთავარი ცხოველი ყვითელი მიწის ღორია და მას კონკურენტები არ უყვარს!


მამაკაცი თავისი ჩაცმულობით ქალის იმიჯს უნდა შეეხამებოდეს. არც მისთვის იქნება ზედმეტი მდიდრული აქცენტები და დახვეწილობა. ოღონდ მამაკაცი უფრო მეტად თავშეკავებული და მშვიდი უნდა იყოს. უმჯობესია, ზეთისხილისფერი, მიწისფერი, მდოგვისფერი და ყავისფერი ტონები აირჩიოთ. საახალწლო ღამეს დაივიწყეთ საქმიანი კოსტიუმები. იდეალური შეხამება ღია ფერების შარვლისა და პერანგის კომბინაცია იქნება. თუ ფიქრობთ, რომ აქსესუარები თქვენი ქმრისთვის არ არის, დაივიწყეთ - ოღონდ არა 2019 წელს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?