სიცრუის დეტექტორი - როგორ იტყუებიან კაცები სექსში

საკნატუნო ამბები

4 იანვარი 23:00

ვიყოთ გულწრფელები: ქალები გაცილებით ხშირად ვიტყუებით და სიცრუისთვის მეტი მიზეზი გვაქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სად და როდის გვატყუებს კაცი. რა თქმა უნდა, აქ ღალატს არ ვგულისხმობთ... 

1. „დაახლოებით, ერთი თვის წინ“


სავარაუდოდ, ასეთ პასუხს გაიგებთ, თუკი ახალ პარტნიორს ჰკითხავთ, როდის ჩაიტარა ბოლოს ანალიზები ინფექციებზე. ფიქრებში წასული მზერით შეეცდება, გაიხსენოს ზუსტი თარიღი, რადგან ის ხომ პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანია და ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე! უფრო კარგი იქნება, თუკი ახალ პარტნიორს ანალიზების პასუხს მოსთხოვთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თურმე ლაბორატორიის კარი ბოლოს ორი წლის წინათ შეაღო და მცირედი ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად გაგზავნეთ გამოკვლევებზე.


2. „ორალური სექსის დედოფალი ხარ“


ალბათ, მართლა შესანიშნავი ხართ სექსის ამ სახეობაში, მაგრამ დამშვიდდით: დიდი ალბათობით, ეს შექება პარტნიორის წამიერმა ემოციებმა გამოიწვია და არა რეალურად თქვენმა პირველობამ. გული ნუ დაგწყდებათ, ჩვენც ხომ ვიცით, რომ ყველა კაცს არ შეუძლია ენით კარგად მუშაობა. 


3. „მეტი არ შემიძლია“


ხანგრძლივ სტაბილურ ურთიერთობაში ეს შეიძლება, მართლა დაიჯეროთ, მაგრამ, თუკი არც ისე დიდი ხანია, ერთად ხართ და ჯერ კიდევ ტკბებით ერთმანეთის სხეულით, ამგვარი სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ მას თქვენგან თავის დაღწევა სურს.



4. „პრეზერვატივით არ შემიძლია“


გამოიძვრეთ ბამბები ყურებიდან: მას შეუძლია. დიახ, ყველა კაცს შეუძლია, მიიღოს სიამოვნება პრეზერვატივით. მისი მცდელობა, დაგითანხმოთ დაუცველ სექსზე, შეიძლება ორნაირად ახსნათ: ან ენდობით (და კონტრაცეპტივებზე თავად ზრუნავთ), ან საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ და არ აძლევთ „რეზინის“ მოხსნის უფლებას.


5. „ზოგადად, ყოველთვის ვიცავ თავს“


თუკი ეს არ არის კაცი ზედა პუნქტიდან - შეგიძლიათ, გაიცინოთ და დაფიქრდეთ, რამდენ ქალთან უთქვამს მსგავსი სიტყვები.


6. „ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა“


გაუგებარია, რა აიძულებთ კაცებს, ამგვარი უაზრო ტყუილი თქვან. ისინი ხომ არ არიან სექსმანქანები, რომ ყოველთვის და ყველგან ყველაფერი გამოუვიდეთ. ალბათ, გქონდათ კიდეც ნორმალური სექსი, სადაც მიხვდით, რომ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს სიტყვები მოგესმათ, ნუ გაიცინებთ, უბრალოდ, ჩართეთ სამუხრუჭე სისტემა.



7. „მომწონს შენი გემო“


არა, ზოგჯერ ეს შეიძლება სიმართლე იყოს, მაგრამ, ზოგადად, ამგვარი სიტყვები კომპლიმენტია, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს. მას სიამოვნებს, რომ თქვენ გსიამოვნებთ, მაგრამ სრული სერიოზულობით უყვარს ინტიმური საიდუმლოს გემო? ოჰ, მეეჭვება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?