რატომ ფიქრობენ კაცები მუდმივად სექსზე?

საკნატუნო ამბები

7 იანვარი 23:00

არსებობს მოსაზრება, რომ კაცები დღე-ღამის უმეტეს ნაწილს სექსუალური სურვილების ფიქრებში ატარებენ. თემა აშკარად საკამათოა, თუმცა მეცნიერებს ამ ფაქტზე არგუმენტირებული განმარტება აქვთ. 

სტატისტიკის თანახმად, კაცები სექსზე ყოველ 7 წამში ერთხელ ფიქრობენ. მეცნიერებმა ამ თემასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს და დადგინდა, რომ კაცების 54% დღეში რამდენჯერმე ფიქრობს სექსზე, ხოლო იგივეს ქალების მხოლოდ 19% აკეთებს. 


ბუნებრივია, სექსუალური ფიქრები კაცებს ყოველდღიური საქმეების შესრულებაში ხელს უშლის, რაშიც, ალბათ, დამნაშავე კაცობრიობის ევოლუციაა, რადგან კაცების ორგანიზმში მუდმივად არსებობს „საოჯახო სითხე“, რომელიც ყოველთვის მზადყოფნაშია შთამომავლობის გასამრავლებლად. და კიდევ, კაცის ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებსა და სექსუალურ ფიქრებზეა პასუხისმგებელი, გაცილებით დიდია, ვიდრე ქალის. გასაკვირია, მაგრამ ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ემოციურებად უფრო ქალებს მიიჩნევენ და არა კაცებს. 


სექსუალურ ფიქრებში არცთუ ისე უმნიშვნელო როლს ასრულებს ჰორმონი ტესტოსტერონი. კაცი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს იმ ობიექტს, რომელიც სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას უკავშირდება. სექსუალური ფანტაზიის დახმარებით კაცებს შეუძლიათ, მოდუნდნენ და თავი მშვიდად იგრძნონ სექსუალური აქტის დროს. ეს არის ერთგვარი მომზადება ან ვარჯიში მნიშვნელოვან მოვლენამდე. გარდა ამისა, სექსუალური ფიქრები ეხმარება კაცებს დაძაბულობის მოხსნასა და დარდების მოშორებაში. მაგრამ არსებობს მინუსებიც. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ, რაც უფრო მეტ ტესტოსტერონს შეიცავს კაცის ორგანიზმი, მით უფრო სულელურ და არამომგებიან გადაწყვეტილებებს იღებს ის ფინანსურ საკითხებში. ამასთანავე, ისინი, ვინც ძალიან ხშირად ხატავენ საკუთარ ფანტაზიებში პორნოგრაფიული ხასიათის  სურათებს, ძალადობისკენ არიან მიდრეკილები.


გამოსავალი ერთია: ზომიერება! ხოლო ის ფაქტი, რომ კაცები ხშირად ფიქრობენ პიკანტურ მომენტებზე, მათ ცუდ ადამიანობაზე ან ნაკლზე, ბუნებრივია, არ მეტყველებს.


ასე რომ, გოგოებო, ბუნებამ ბრძანა და მასთან კამათს აზრი არ აქვს. 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?