90-იანი წლების მოდელები - მაშინ და ახლა

საკნატუნო ამბები

10 იანვარი 13:00, 2019 წელი

ამბობენ, დრო დაუნდობელიაო, მაგრამ ზოგიერთ მოდელს ჟამთა სვლა ვერაფერს აკლებს...

ტაირა ბენქსი



მაშინ: 90-იან წლებში ტაირა ბენქსი ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული ტელეწამყვანი, მაგრამ თავისუფლად შეეძლო, წარმატებულ მოდელის კარიერით დაეტრაბახა. პირველად პოდიუმზე 15 წლის ასაკში გამოვიდა და მას შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი იყო ქვეყანაში. ტაირა გახლდათ პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ჟურნალების GQ-სა და Sport Illustrated-ის გარეკანებზე გამოჩნდა. 1997 წელს ის „წლის საუკეთესო მოდელად“ დასახელდა. ასევე, 10 წლის განმავლობაში იყო Victoria’s Secret-ის „ანგელოზი“.



ახლა: დღეს ყოფილი სუპერმოდელი ამერიკის ყველაზე პოპულარული შოუს America’s Top Model-ის (უკვე 24-ე სეზონია) პროდიუსერი და მთავარი ექსპერტია. ამასთანავე, კიდევ ერთ პროექტს Freeform’s Life-Size 2-ს პროდიუსირებს და წერს წიგნებს. ტაირას აქვს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი, სახელწოდებით Tyra Beauty, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკელებში და არამარტო.


კეიტ მოსი



მაშინ: 14 წლის კეიტ მოსმა ქალური სილამაზის ახალი ერა შექმნა. პოდიუმზე მისმა გამოჩენამ დასაბამი დაუდო ისეთ ტერმინს, როგორიცაა „ჰეროინის შიკი“. მის ანგარიშზეა მსხვილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობა, საცვლების სარეკლამო კამპანია, მათ შორის სკანდალური გადაღება Calvin Klein-თვის.



ახლა: კეიტ მოსი ახლაც სამოდელო ბიზნესშია და მისი თამასა კვლავაც მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონის გარშემო კამათი არ ცხრება. ის ძველებურად იქცევს ყურადღებას თავისი გარეგნობითა და სტილით. 44 წლის ასაკში კეიტი კვლავაც მოდელირებს და სამოდელო ბიზნესის ტიტანებთან მუშაობს. ასევე, მოსმა შექმნა კოლექცია Topshop-თვის და ჩანთების დიზაინი Longchamp-თვის.


ნაომი კემპბელი



მაშინ: სადავო არ არის, რომ ნაომი კემპბელი ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი სუპერმოდელია 16 წლის ასაკიდან მოყოლებული, როცა ის პირველად მოხვდა ELLE UK-ის ფურცლებზე. ნაომი გახლდათ პირველი აფროამერიკელი მოდელი, რომელიც ჟურნალებში Vogue-სა და Timemagazine-ში გამოჩნდა. კემპბელი წარმოადგენდა მსხვილ ბრენდებს, მაგალითად, Prada-სა და Ralph Lauren-ს, მას თავის კლიპებში იღებდნენ Madonna და Michael Jackson. მთელი 90-იანების განმავლობაში კემპბელი ცნობილი იყო, როგორც სამიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელი.



ახლა: 48 წლის ასაკშიც კი ნაომი კემპბელი აქტიური მოთამაშეა სამოდელო ბიზნესში. ნაომი ის მოდელია, რომელიც ცნობილია თავისი სკანდალური გამოხდომებით, მაგრამ მაინც ინარჩუნებს კარიერასა და თაყვანისმცემლებს. სულ ცოტა ხნის წინ ნაომი Zac Posen-ის დეფილეზე გამოვიდა, ასევე, მონაწილეობდა ისეთი სამოდელო სახლების კამპანიაში, როგორებიცაა Burberry და Agent Provocateur. ის გახდა კოსმეტიკური ბრენდის სახე.


სინდი კროუფორდი



მაშინ: 90-იან წლებში სინდი კროუფორდი უკვე ძალიან ცნობილი სუპერმოდელი იყო. მისი ფოტოები უამრავი ჟურნალის გარეკანზე იბეჭდებოდა. იმ პერიოდში რიჩარდ გირზე იყო გათხოვილი და 1992 წელს ყველას აღაფრთოვანებდა მისი როლი „პეპსის“ რეკლამაში. სინდი ყველა მსხვილი დიზაინერული ბრენდის დეფილეზე გამოდიოდა და სხვადასხვა სამოდელო კამპანიაში მონაწილეობდა.



ახლა: დღეს სინდი კროუფორდი უფრო თავისი ცნობილი ქალიშვილით კაია გერბერითაა დაკავებული, რომელიც ღირსეულად ატარებს „წლის საუკეთესო მოდელის“ ტიტულს. სინდიმ წარმოებაში ჩაუშვა ავეჯის რამდენიმე ხაზი და სხვადასხვა საქონელი J.C. Penney-ის სახლისთვის. რამდენიმე წლის წინათ მისი თანაავტორობით გამოვიდა წიგნი Becoming და ცოტა ხნის წინ ის გახდა Acqua Minerale San Benedetto-ს წარმომადგენელი. მას ეკუთვნის, ასევე, კოსმეტიკური ხაზი Meaningful Beauty. დრო და დრო სინდი მოდელობას იხსენებს და შვილთან ერთად ჩნდება ჟურნალების გარეკანებზეც. ასევე, Versace-ს ჩვენებებზე.


კლაუდია შიფერი



მაშინ: კლაუდია შიფერმა თავისი კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და 90-იან წლებში ის უკვე სრულფასოვანი მოდელი იყო. კარლ ლაგერფილდმა მას შესთავაზა, შანელის მოდელი გამხდარიყო. ასევე, მონაწილეობდა ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში. კლაუდია შიფერი იყო Guess-ის სახე და იმ დროს მას ხშირად ადარებდნენ ბრიჯიტ ბარდოს.



ახლა: კლაუდია შიფერი ცოლად გაჰყვა რეჟისორ მეთიუ ვონს და სამ შვილს ზრდის. ის ნახევარ განაკვეთზე მუშაობს ისეთ ბრენდებისთვის, როგორებიცაა Chanel, Ferragamo, Alberta Ferretti და Yves St. Laurent. დღესდღეობით მოდელი ინგლისში ცხოვრობს.


ლინდა ევანგელისტა



მაშინ: ლინდა ევანგელისტამ მოდელის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 90-იანებში გახდა პოპულარული - მას შემდეგ, რაც ვარცხნილობა შეიცვალა. მოდელი ისეთი ბრენდების სახე გახლდათ, როგორებიცაა Revlon, Donna Karen და Versace. და ერთხელაც მან რეპორტიორს ისეთი ფრაზა უთხრა, რომელიც ისტორიაში შევიდა: „დღეში 10 000 დოლარზე ნაკლებად ლოგინიდანაც კი არ ვდგები“.



ახლა: პენსიაზე გასვლიდან რამდენიმე წელში, ევანგელისტა საბოლოოდ მაინც დაბრუნდა მოდის სამყაროში. ამას წინათ მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კამპანიაში - Moschino-თვის, კოსმეტიკური ხაზი Dolce & Gabbana-თვის და კანადური მაღაზია Hudson’s Bay-თვის. ასევე, ის დაინიშნა ბრენდ Erasa Skin Care-ის კრეატიულ დირექტორად და ვიცე-პრეზიდენტად.


კრისტი ტარლინგტონი



მაშინ: 90-იან წლებში გაკეთებულმა კარიერამ კრისტი ტარლინგტონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად აქცია. ის იყო სახე ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა: Calvin Klein, Missoni, Chanel, Valentino და Revlon, ასევე, გადაღებულია ჯორჯ მაიკლის კლიპში „Freedom! ’90“. კრისტი ცნობილია იმითაც, რომ შედიოდა 90-იანების საუკეთესო სამეულში, კემპბელთან და ევანგელისტასთან ერთად.



ახლა: კრისტი ტარლინგტონმა ძალიან ბევრს მიაღწია 90-იან წლებში. ამის შემდეგ მან მიიღო მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, მუშაობდა ჰარვარდის გლობალისტების საბჭოში და მონაწილეობა მიიღო დოკუმენტურ ფილმში „No woman don't cry“, ორსულ ქალებზე, რომლებიც მუცლის მოშლის რისკის ქვეშ არიან. კრისტიმ, ასევე, წარმოებაში ჩაუშვა ტანსაცმელი აქტიური ცხოვრების წესისთვის - Nuala და Mahnuala. ამასთანავე, არის პარტნიორი აიურვედული კოსმეტიკური ხაზისა, სახელწოდებით Sundari.


ამბერ ვალეტა



მაშინ: 90-იან წლებში ამბერ ვალეტა ულტრაპოპულარული სუპერმოდელი გახლდათ, რომელმაც კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო. მან ძალიან მალე მოიხვეჭა სახელი, გამოჩნდა რა Vogue-ს გარეკანებზე და გახდა რა სახე ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა Giorgio Armani, Chanel, Gucci, Versace და Prada.



ახლა: შეიძლება, თქვენ მას იცნობთ, როგორც მსახიობს და არა როგორც სუპერმოდელს. ვალეტა გადაღებულია ფილმებში: „რას მალავს სიცრუე“, „ავტოსტოპი“ და „ჯაშუში მეზობლად“. ამბერი ხანდახან პოდიუმსაც უბრუნდება, ამას წინათ ის მოდის კვირეულებზეც გამოჩნდა ნიუ-იორკში, მილანსა და პარიზში.


სტეფან სეიმური



მაშინ: სტეფან სეიმურმა სამოდელო კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და 90-იანების განმავლობაში წარმატებულად აგრძელებდა მოღვაწეობას. ის ერთ-ერთი პირველი მოდელი გახლდათ, ვინც Victoria’s Secret -თან კონტრაქტი გააფორმა. და ისეთი ბრენდების სახე იყო, როგორებიცაა Almay, Christian Dior, Valentino და L’Oreal. სეიმური ხშირად ჩნდებოდა მსხვილი სამოდელო ჟურნალების გარეკანებზე და ასევე, პოზირებდა Sports Illustrated-სა და Playboy-თვის.



ახლა: სეიმური პერიოდულად მოდელობს. 50 წლის ასაკში ის Estée Lauder-ის spokemodel-ად დასახელდა. სტეფანის თანამონაწილეობით წარმოებაში ჩაეშვა Raven & Sparrow-ის თეთრეულის ხაზი, რომელიც ექსკლუზიურად ნიუ-იორკში იყიდება.


ჰელენა კრისტენსენი



მაშინ: ჰელენა კრისტენსენმა მოდის სამყაროში კარიერა მას შემდეგ აიწყო, რაც შემთხვევით „მის კოპენჰაგენის“ კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც, მისი აზრით, მოდების საქველმოქმედო ჩვენება იყო. შემდეგ ის გამოჩნდა „მის სამყაროს“ კონკურსზე და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მსხვილი სამოდელო ჟურნალების მოდელი. 90-იანებში ჰელენა მონაწილეობდა Chanel-ის, Versace-ს, Pradaსა და Victoria’s Secret-ის სარეკლამო კამპანიებში და გამოჩნდა კრის აიზეკის კლიპში „Wicked Game“. 1999 წელს კრისტენსენი გახდა ჟურნალ Nylon-ის თანადამფუძნებელი.



ახლა: კრიტენსენი აგრძელებს მუშაობას 90-იანი წლების სამოდელო ბიზნესში, ჩნდება ბრიტანული Harper’s Bazaar-ისა და ELLE-ის და American Vs-ის გარეკანებზე. მან რამდენიმე ფოტოგამოფენაც მოაწყო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?